ირაკლი კობახიძე: გუნდის ყოფილი წევრები აფინანსებდნენ ხაბეიშვილს, "ტვ პირველის" კონკრეტულ ე.წ. ჟურნალისტებს, სხვა ე.წ. ჟურნალისტებს
"გუნდის ყოფილი წევრები აფინანსებდნენ ხაბეიშვილს, "ტვ პირველის" კონკრეტულ ე.წ. ჟურნალისტებს, სხვა ე.წ. ჟურნალისტებს, იყო გარკვეული წრე შეკრული იმ ადამიანებისა, რომლებიც ამ პროცესების პიარულ შეფუთვას ახორციელებდნენ", — ამის შესახებ ოცნების პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო ტელეკომპანია "იმედი" ეთერში განაცხადა.
კითხვაზე, რომელიც 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს და დაკავებულ პირებს შეეხებოდა, კობახიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება წინასწარ აფრთხილებდა ყველას, რომ თუ ვინმეს ხელი წაუცდებოდა, კანონი მათ მიმართ სრული სიმკაცრით ამოქმედდებოდა.
"2024 წლის გაზაფხულზე, იქ იყო მხოლოდ 6 ადამიანი დაკავებული, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი, ასეულობით ადამიანი იყო ჩართული ძალადობრივ დანაშაულებრივ აქტში და აქ გაჩნდა ცდუნება — როდესაც შენ 1 ან 6 ადამიანს აკავებ, ადამიანებში ჩნდება განცდა, რომ შეიძლება ასეთი დანაშაული გაიმეორო და ძალიან მაღალი ალბათობით არავითარი სანქცია არ დადგება შენს წინააღმდეგ. ჩვენ წინასწარ გავაფრთხილეთ ადამიანები 2024 წლის ბოლოს, 2025 წელს, რომ მათი დანაშაულებრივი ქმედებები აღარ დარჩებოდა დაუსჯელი, არ დაგვიჯერეს და მიიღეს კონკრეტული სანქცია. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება მაგალითი, ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელმაც შეიძლება ჩაიფიქროს სამომავლოდ დანაშაული და ეს სამომავლოდ მათთვისაა კარგი, ასეთი პრევენციული ეფექტი საბოლო ჯამში მათ შეაკავებინებს თავს შესაბამისი დანაშაულის ჩადენისგან, რაც ჩვენი პასუხისმგებლობაა. ჩვენ არავის ციხეში მოხვედრა არ გვინდა, ჩვენ გვინდა ის, რომ ადამიანებმა არ ჩაიდინონ დანაშაული. სწორედ, ეს პრევენციული ეფექტი იქონია, საბოლოო ჯამში, კონკრეტული ადამიანების დაპატიმრებამ, რაც იყო უბრალოდ გარდაუვალი, თუ ჩვენ გვინდოდა პრევენციული ეფექტის მიღწევა. დღეს, სახელმწიფო არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო 1, 2, ან სამი წლის წინ მითუმეტეს და მზად ვართ რომ არც ერთი ასეთი სცენარი არ განმეორდეს. ვფიქრობ, დღეს, მათი რესურსი არსი ძალიან შეზღუდული, ნებისმიერი პოტენციური მოძალადის რესურსი არის ძალიან შეზღუდული და ამიტომაა ის, რომ შანტაჟის ინსტრუმენტებსაც კონკრეტული ძალები აღარ იყენებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. იციან, რომ შანტაჟის არც ერთი ინსტრუმენტი აღარ გამოდგება საქართველოში რევოლუციური პროცესების გასავითარებლად. ერთ-ერთი ასეთი პოტენციური ინსტრუმენტი იყო ვიზალიბერალიზაციის შეჩერება თუმცა ეს ინსტრუმენტიც არ ამოქმედდა და ვფიქრობ, მთავარი მიზეზი არის ის, რომ ყველამ გაიგო ყველაფერი. ყველამ გაიგო ის, რომ შანტაჟის ვერც ერთი ინსტრუმენტი ვერ აიძულებს ქართულ საზოგადოებას, გადადგას ნაბიჯი საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ევროკომისიის ანგარიშში ჩანაწერი ვიზალიბერალიზაციაზე ასევე იყო შანტაჟის მცირე მცდელობა, თუმცა რაც შეეხება პრაქტიკულ ნაბიჯებს, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში უფრო პრაგმატულად იმოქმედებენ კონკრეტული ბიუროკრატები", — განაცხადა კობახიძემ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები