გელა ხასაიას ადვოკატის განცხადებით, თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები გამოძიებამ გაანადგურა
კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი წევრის, გელა ხასაიას ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქმეზე დაკითხული ორი მოწმის ჩვენება ერთმანეთს გამორიცხავს.
ფურცელაძემ ასევე ისაუბრა იმ თავდასხმის ამსახველ ვიდეოჩანაწერებზე, რომელზეც ოპოზიციონერ აქტივისტს ედავებიან — ადვოკატის განმარტებით უწყებამ შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერები გაანადგურა, რითაც ხასაიას უდანაშაულობა დადგინდებოდა.
"ორი მთავარი მოწმის ჩვენება ერთმანეთს გამორიცხავს. ფიზიკურად შეუძლებელია ორივეს ერთდროულად ჰქონოდა ადგილი, რადგანაც გამორიცხულია მოვლენათა თანმიმდევრობა და არასწორად აღწერენ ერთმანეთთან ურთიერთკავშირს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო გამოძიებისთვის. ამაზე უფრო ტრაგიკული და სევდიანი არის ის, რომ გამოძიებას რეაგირება არცერთ შემთხვევაში მოუხდენია. ბუნებრივია სასამართლო მოკლებული იქნება შესაძლებლობას აღნიშნული ორივე ჩვენება გაიზიაროს და მას დააყრდნოს გადაწყვეტილება. დღეს გამომძიებლების ჩვენებებით, ჩვენ შევძელით დადასტურება, რომ წარმოდგენილ მოწმეთაგან მათ მიერ მიცემულ ჩვენებაში სანდო არცერთი არ არის. ასევე ორივე მოწმის ჩვენება აღებული ერთად და ცალ-ცალკე, არ ემთხვევა და პირიქით, ეწინააღმდეგება გამოკვლეულ და გამოსაკვლევ ვიდეომასალებს წარმოდგენილ საქმეზე.
მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი — ნაჩვენებია და დადასტურებულია სასამართლოს წინაშე, რომ გამოძიება ჯერ კიდევ 4 სექტემბერს გვთხოვდა ყველა საჭირო ინფორმაციას იმისთვის, რომ დაეიდენტიფიცირებინა ვიდეოკამერები და შესაბამისად, გამოეთხოვა ჩანაწერები, მაგრამ ზუსტად იმ მიზნით, რომ ვიდეო-ჩანაწერები, რომლებიც გამორიცხავდა გელა ხასაიას მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს, გამოთხოვილ იქნა ერთი თვის შემდეგ. ეს უკვე შესაძლებელს გახდიდა დამალულიყო ადგილზე მომხდარი მოვლენათა თანმიმდევრობა. ამასთან, გელა ხასაია დაკავებული იქნა ერთი თვის შემდეგ, რომ ასევე დაცვის მხარეს არ გვქონოდა საშუალება გამოგვეთხოვა ვიდეო — კამერის ჩანაწერები. ფაქტობრივად, სამეთვალყურეო სისტემის ჩანაწერები, რომლებიც თავიდან ბოლომდე ახსნიდა მომხდარ შემთხვევას და დაადასტურებდა ხასაიას უდანაშაულობას განზრახ და მიზანმიმართულად განადგურებულია.
ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გელა ხასაიას საქმეზე დღეს გამომძიებლებმა სასამართლოს ვერ მისცეს სარწმუნო ჩვენება იმ ნაწილში, თუ რა ვითარებაში მოხდა გელა ხასაიას დაკავება," — განახადა ომარ ფურცელაძემ.
ცნობისთვის, გელა ხასაია 29 სექტემბერს, გვიან ღამით დააკავეს. სასამართლო გელა ხასაიას და ვასილ ქერდიყოშვილს ჯგუფურ ძალადობას ედავება. პროკურატურის განმარტებით, ხასაიამ და ქერდიყოშვილმა ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამაზ ჩადუნელს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს — მიუხედავად ჯგუფური ძალადობის მუხლისა, ბრალდებულები აცხადებენ, რომ ერთმანეთს არ იცნობენ. 3 დეკემბერს, ვასილ ქერდიყოშვილმა ბრალი აღიარა და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებაზე მუშაობს.
გელა ხასაია დღემდე არ აღიარებს ბრალს, მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ემუქრება.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები