DRI: "დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე თამარ მეარაყიშვილმა Facebook-ზე საჯაროდ მიმართა თვითაღიარებულ პრეზიდენტ ალან გაგლოევს"
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ცხინვალში ქართველი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილის დაკავებას ეხმაურება. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დაკავებამდე მეარაყიშვილმა რეგიონში ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე სასაუბროდ საკუთარ Facebook-გვერდზე საჯაროდ მიმართა თვითაღიარებულ პრეზიდენტ ალან გაგლოევს და შეხვედრა სთხოვა. შეხვედრაზე უარის მიღების შემდეგ, აქტივისტმა შიმშილობა დააანონსა.
"გავრცელებული ინფორმაციით, აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი სამხრეთ ოსეთის უშიშროებამ საქართველოს სპეციალურ სამსახურებთან და უცხოურ მედიასაშუალებებისთვის ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დააკავა. ოჯახისთვის ამ წუთამდე უცნობია პატიმრობის გარემოებები, ამასთანავე რამდენად მიეცა მას დაცვის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა და ზოგადად დაცულია თუ არა მისი უფლებები.
აღსანიშნავია, რომ მის დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე თამარ მეარაყიშვილმა რეგიონში ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე სასაუბროდ საკუთარ Facebook გვერდზე შეხვედრის მოთხოვნით საჯაროდ მიმართა თვითაღიარებულ პრეზიდენტ ალან გაგლოევს. მსგავსი მოთხოვნით მეარაყიშვილმა დე-ფაქტო მთავრობას არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
შეხვედრების მოთხოვნაზე დაუსაბუთებელი უარის გამო მან მშვიდობიანი პროტესტის უკიდურესი ფორმა, შიმშილობაც კი დააანონსა. წლებია, თამარ მეარაყიშვილი ცხინვალის თვითაღიარებული ხელისუფლების მხრიდან სისტემური რეპრესიებისა და დევნის მსხვერპლია. წარსულში, მას დევნიდნენ აბსურდული სისხლის სამართლის ბრალდებებით, შეუზღუდეს გადაადგილების თავისუფლება — ჩამოართვეს პასპორტი და მგზავრობის ნებართვა, რამაც მისი ოჯახისგან იზოლაცია გამოიწვია," — ვკითხულობთ "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" განცხადებაში.
ინსტიტუტის ინფორმაციით, წლებია, თამარ მეარაყიშვილი ცხინვალის თვითაღიარებული ხელისუფლების მხრიდან სისტემური რეპრესიებისა და დევნის მსხვერპლია. წარსულში, მას
დევნიდნენ აბსურდული სისხლის სამართლის ბრალდებებით, შეუზღუდეს გადაადგილების თავისუფლება — ჩამოართვეს პასპორტი და მგზავრობის ნებართვა, რამაც მისი ოჯახისგან იზოლაცია გამოიწვია. პირველად თამარი 2017 წელს დააკავეს, მას პროკურატურა ადგილობრივი მმართველი პარტიის "ედინაია ოსეტიას" მიმართ ცილისწამებასა და ასევე სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მოპოვებას ედავებოდა. 2023 წელს კი თამარი სისხლის სამართლის მორიგი დევნის გამო ოკუპირებული ახალგორის პროკურატურამ
"არაკეთილსინდისიერებასა და სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაციის" ბრალდებებით დააკავა. ის როგორც 2017, ასევე 2023 წელს წარდგენილი ყველა უსაფუძვლო ბრალდებისგან გათავისუფლდა.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალში ქართველი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავეს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები