თამთა მიქელაძე: მნიშვნელოვანია ახლა მაინც გააქტიურდეს თბილისი და გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა თამარ მეარაყიშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის, აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის დაკავებას ეხმაურება. ის სოლიდარობას უცხადებს მეარაყიშვილს და სოციალურ ქსელში წერს, რომ "მნიშვნელოვანია ახლა მაინც გააქტიურდეს თბილისი და გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა თამარ მეარაყიშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესის ფორსირებისთვის".
"ვიცოდი, რომ რაღაც მძიმე მოხდებოდა თამარა მეარაყიშვილის თავს.
არასდროს გააჩერა საკუთარი აქტივიზმი და სიმართლის შესახებ საუბარი ცხინვალში და აშკარა იყო, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი ამისთვის ფასს გადაახდევინებდა. იმ პირობებში როცა ცხინვალის რეგიონში მედია და სამოქალაქო საზოგადოება პრაქტიკულად განადგურებულია, თამარა მეარაყიშვილი იყო ერთადერთი კრიტიკული ხმა ამ საზოგადოებისთვის. მისი აქტივიზმი ეხმარებოდა როგორც ადგილობრივ ქართველებს, ისე ოსებს საკუთარი პრობლემების დაყენებაში და მოგვარებაში.
თამარას წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2017 წელს დაწყებული დევნის შემდეგ, დე ფაქტო რეჟიმი არ აძლევდა პასპორტს და პრაქტიკულად გადაადგილების თავისუფლება ჰქონდა უკანონოდ შეზღუდული. საკუთარი იზოლაცია, ტყვეობა და მარტოობა კი ამ მებრძოლმა ქალმა ბრძოლის და ნაცრისფერ ცხინვალში ახალი სიცოცხლის შეტანის გამოცდილებად აქცია.
სამწუხაროდ, თამარა მეარაყიშვილის მხარდაჭერა თბილისის მხრიდან არასდროს იყო საკმარისი. ეს ალბათ იმის გამოც ხდებოდა, რომ თამარა საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის აკრიტიკებდა მათი მიდგომების გამო კონფლიქტების, დევნილების, ახალგორის თემაზე.
ახლა დე ფაქტო რეჟიმთან თამარას ისედაც დაძაბული ურთიერთობა ახალ კრიზისულ ფაზაში შევიდა და მას უმძიმეს ბრალდებას (ჯაშუშობა) უყენებენ. არსებითად მნიშვნელოვანია ახლა მაინც გააქტიურდეს თბილისი და გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა ამ საკითხის დასაყენებლად და მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესის ფორსირებისთვის.
[უცნაურია, რომ 2 დღის წინ IPRM შეხვედრა იყო ერგნეთში და მეორე დღეს თამარა დააკავეს] სუს-ის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ გვერდებზე ამ დრომდე არაფერი წერია ამ საქმეზე. პრესკონფერენციებსა და სხვა აქტიური საჯარო კომუნიკაციის ფორმებს "ქართული ოცნება" მხოლოდ მოქალაქეების რეპრესირებისთვის იყენებს.
საერთო ტენდენცია გახდა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხები პოლიტიკური ენიდან სრულად გამქრალია "ქართული ოცნების" მხრიდან, მისი ნაშთები ბიუროკრატიის ადმინისტრაციულ ენაში თუ შეგვხდება.
ჩემი სოლიდარობა თამარ მეარაყიშვილს!", — წერს თამთა მიქელაძე.
თამარ მეარაყიშვილი ოკუპირებულ ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმმა გუშინ დაიჭირა. მას შპიონაჟში ადანაშაულებენ.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები