ვუჩიჩი: თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ფოტოები პროტესტების, მაგრამ მაჩვენეთ ევროპაში ქვეყანა, რომელსაც 9,4%-იანი ზრდა აქვს
"თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ფოტოები პროტესტების, მაგრამ საქართველო განსაკუთრებით წარმატებულია. მაჩვენეთ ევროპაში ქვეყანა, რომელსაც 9,4%-იანი ზრდა აქვს", — ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სერბეთში მალე დაიწყება საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების სტრატეგიული განხილვა.
"ჩვენ განვიხილეთ კონკრეტული ფორმები როგორ მივცეთ ჩვენს თანამშრომლობას, ჩვენ მალე გვექნება შერეული კომიტეტის სხდომა და მალე დავიწყებთ სტრატეგიულ განხილვებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით სერბეთსა და საქართველოს შორის და ეს იქნება სასარგებლო ორივე ქვეყნისთვის. საქართველო ულამაზესი ქვეყანაა, მათთვის, ვინც ეს არ იცის, ის გადის შავ ზღვაზე, მას აქვს საზღვარი, რუსეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და მარტივად რომ ვთქვათ, საქართველო უმნიშვნელოვანესი ადგილია მსოფლიოში. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ურთიერთობები დიდ სახელმწიფოებთან, ჩვენც იმავეს განვიცდით და გვესმის საქართველოს პოზიციის. დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ძალაში შევა შემდეგ წელს, იმიტომ, რომ ღრმა დისკუსიები მიმდინარეობს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამ ხელშეკრულების შედეგად მივიღებთ უფრო იაფად პროდუქტებს საქართველოდან, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან და პირიქით, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენი ბიზნესისთვის, მეწარმეებისთვის, რომ ნახონ გასაღების ბაზარი საქართველოში. ასევე, განვიხილეთ თანამშრომლობის გაუმჯობესება სოფლის მეურნეობის სფეროში, ხელოვნურ ინტელექტში და დარწმუნებული ვარ, რომ დიდ პროგრესს მივაღწევთ მომავალში ამ სფეროებში. ჩვენ დამატებით ვაუმჯობესებთ ჩვენს ურთიერთობებს და შევძლებთ განვიხილოთ თანამშრომლობა სამხედრო სფეროში, სამხედრო მრეწველობის ობიექტებს შორის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ძალიან კარგი ინფორმაცია ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ჩვენ ხშირ პოლიტიკურ კონსულტაციებს ვატარებთ, ერთმანეთს მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ გაეროს, არამედ სხვა ინსტიტუტების დონეზე და მსოფლიო მასშტაბით საქართველოს სხვადასხვა ორგანიზაციებში შეუძლია სერბეთის მხარდაჭერისა და ხმის იმედი ჰქონდეს და პირიქით, სერბეთს შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ საქართველო მას მხარს დაუჭერს. ჩვენ სერბეთის მხრიდან გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს.
მე მინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტ ყაველაშვილს და პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს. მათ ქვეყანას აქვს უზარმაზარი ზრდის მაჩვენებელი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ფოტოები დემონსტრაციების, პროტესტების, მაგრამ საქართველო განსაკუთრებით წარმატებულია. 9,4%-იანი ზრდა - მაჩვენეთ ევროპაში ქვეყანა, რომელსაც ასეთი ზრდა აქვს და მინდა მივულოცო საქართველოს, საქართველოს ხალხს და სახელმწიფოს ასეთი შედეგისთვის, თქვენ იქნებით როლური მოდელი მომავალი წლისთვის რეგიონში", — განაცხადა ვუჩიჩმა.
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია
კომენტარები