ევროპარლამენტში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე გამოძიება მოითხოვეს — რა ითქვა საქართველოსთან დაკავშირებულ გამართულ დებატებზე
17 დეკემბერს ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართა, რომლის მთავარი თემა საქართველოში დემოკრატიული კრიზისის გაღრმავება იყო.
გერმანელმა ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტარებს მოუწოდა, რომ "საერთაშორისო გამოძიება მოიწვიონ ქართული ოცნების მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საქმეზე" და "მიზანმიმართული სანქციები" დააწესონ.
"მოდით, მოვიწვიოთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება ქართული ოცნების მთავრობის მიერ მსგავსი ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. მოდით, საბოლოოდ ნამდვილი და მიზანმიმართული სანქციები დავაწესოთ, არა მხოლოდ დიპლომატიური პასპორტის მფლობელ რამდენიმე პირზე, არამედ თავად დე ფაქტო მმართველ ივანიშვილზე და მის ყველა თანამზრახველზე, რომლებიც ასეთ საშინელ დანაშაულში მონაწილეობენ. ქართველები ყოველდღიურად ნამდვილ სიმამაცეს იჩენენ და მოდით, ჩვენს იგივე გავაკეთოთ", — განაცხადა გერმანელმა ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ლიეტუველმა ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიენეს თქმით, ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი გამოძიების ეშინია, მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ მათ სიმართლისა და დასჯის ეშინიათ.
"მსურს, ყურადღება მიაქციოთ BBC-ის ცოტა ხნის წინანდელ გამოძიებას. ის ავლენს, რომ პირველი მსოფლიო ომიდან ქიმიური ნივთიერება გამოყენებულ იქნა პროტესტების ჩასახშობად 2024 წელს. ქიმიური ნივთიერებები წყლის ჭავლებში გაურიეს. ეს გამოძიებულ უნდა იქნას. კომისიასა და საბჭოს რეაგირებისკენ მოვუწოდებ, საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიების ინიცირება მოახდინონ.
ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი გამოძიების ეშინია, მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ მათ სიმართლისა და დასჯის ეშინიათ. ეს აჩვენებს, რომ BBC-ის მიერ გამოვლენილი ფაქტები დიდი ალბათობით სიმართლეა. ბრძოლაში მყოფ ქართველ ხალხს უნდა დავეხმაროთ, ვინაიდან საქართველო ევროპაა", — განაცხადა იუკნევიჩიენემ.
სიტყვით გამოსვლისას ევროკომისარმა დემოკრატიის, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის საკითხებში, მაიკლ მაკგრატმა განაცხადა, რომ "უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიში მიმდინარე კვირის ბოლოს გამოქვეყნდება. წლის ბოლომდე კი ახალი წესები შევა ძალაში".
"ახალი წესები მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, რათა შესაბამისი ზომები მივიღოთ. საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებათა დამცველების, დამოუკიდებელი მედიისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეების მხარდაჭერას. ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას. ჩვენი კარი კვლავ ღია რჩება, თუ ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის კურსს შეცვლის და გაწევრიანების გზაზე დაბრუნების მიმართ ერთგულებას გამოხატავს", — განაცხადა ევროკომისარმა დემოკრატიის, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის საკითხებში, მაიკლ მაკგრატმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ავსტრიელმა ევროპარლამენტარმა ლენა შილინგმა ევროპარლამენტარებს შეახსენა, რომ "როგორც ევროკავშირს, პასუხისმგებლობა აქვთ იგივე სიმამაცე გამოიჩინონ მამაცი ქართველო ხალხის მიმართ და ნამდვილად წინააღმდეგობა გაუწიონ მათ, ვინც ხალხის რეპრესირებას ახდენს".
"რასაც საქართველოში ვხედავთ კლასიკური რუსული სახელმძღვანელოა, თავისი სახელი უნდა დავარქვათ ამას. რა ხდება რეჟიმში, როდესაც ვკარგავთ დემოკრატიულ ძალებს და ძალაუფლებაში პრო-რუსული ძალები მოდის. რა ხდება, როდესაც ჟურნალისტებს აპატიმრებენ.
მზიას [ამაღლობელი] ოჯახსა და მეგობრებს ვესაუბრე, და ერთი რამ არის უფრო ცხადი, ვიდრე ოდესმე — ისინი არასდროს დანებდებიან. ეს ქართველი ხალხი, რომელიც ქუჩაში გამოდის და ყვირის, მათ ვერ გააჩუმებ. და ჩვენ აქ უბრალოდ ცხოვრებას ვაგრძელებთ, როგორც არაფერი, მაგრამ ეს ხალხი იმ რეჟიმის პირობებში ცხოვრობს, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ისინი არ ნებდებიან. ამიტომ ჩვენ, როგორც ევროკავშირს, პასუხისმგებლობა გვაქვს იგივე სიმამაცე გამოვიჩინოთ ამ მამაცი ხალხის მიმართ, და ნამდვილად წინააღმდეგობა გავუწიოთ მათ, ვინც ხალხის რეპრესირებას ახდენს", — განაცხადა ავსტრიელმა ევროპარლამენტარმა ლენა შილინგმა.
დანიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, მარი ბიერემ განაცხადა, რომ "საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი რეალურად გაჩერებულია და ასე იქნება, ვიდრე საქართველოს მთავრობა არ გამოაჩენს მტკიცე მზაობას, შეაბრუნოს კურსი და დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას".
"საბჭოში მიმდინარე საუბრები ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები არ შეესაბამება კანდიდატი ქვეყნისგან ევროკავშირის მოლოდინებს. სამწუხაროდ, საქართველო ნამდვილად უკუსვლაშია 9 ნაბიჯზე, რომელთა საფუძველზეც მიენიჭა კანდიდატის სტატუსი.
შედეგად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი რეალურად გაჩერებულია და ასე იქნება მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა არ გამოაჩენს მტკიცე მზაობას შეაბრუნოს თავისი კურსი და დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას. ეს საჭიროებს: ყველა უკანონოდ დაპატიმრებული პოლიტიკოსის, ჟურნალისტისა და აქტივისტის გათავისუფლებას, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას, დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და გამძლე რეფორმების განხორციელებას, რაც ევროპული ინტეგრაციის პრინციპებს შეესაბამება, და ევროკავშირის წინააღმდეგ აგრესიული ნარატივის შეჩერებას.
მაგრამ საშუალება მომეცით ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ევროპული გზა ღია რჩება. ჩვენ განაჩენს არ გავცემთ, ჩვენ საგზაო რუკას ვთავაზობთ ევროპული მომავლისთვის, რაც ქართველების უმრავლესობის სურვილს შეესაბამება. როდესაც კომენტარს ვაკეთებ პროტესტების დაწყების ერთ წლისთავზე, პატივი უნდა ვცეთ ათასობით ქართველს - სტუდენტებს, ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და უბრალოდ მოქალაქეებს - ვინც მშვიდობიანად დგას დემოკრატიისთვის. მათ დაახვედრეს ძალადობა, დაშინება, და უკანონო დაკავებები. მაგრამ მათ გააგრძელეს, მათი სიმამაცე შემახსენებელია, რომ ევროპული ღირებულებები ცოცხალია საქართველოში", — განაცხადა დანიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, მარი ბიერემ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. (სიტყვით გამოსვლის თარგმანები IPN-ის).
ფრანგმა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას არასწორად მოქმედებაში სდებენ ბრალს, მაშინ, როდესაც ის ცდილობს კონსტიტუციური წესრიგი დაიცვას და წინააღმდეგობა გაუწიოს დესტაბილიზაციის ყველა მცდელობას
"უკვე რამდენიმე თვეა, რაც საქართველო ევროპული ინსტიტუტების მხრიდან უპრეცედენტო მედია ზეწოლის ქვეშ არის. აღნიშნული თავდასხმები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თბილისის ინსტიტუტების, სასამართლოსა და ასევე ქართველი ამომრჩევლების მიერ გაკეთებული სუვერენული არჩევანის ლეგიტიმურობას. ეს უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ჩარევას წარმოადგენს. მათ შეშფოთებას კი ევროპარლამენტი ავრცელებს.
...თქვენ საქართველოს მთავრობას არასწორად მოქმედებაში სდებთ ბრალს, მაშინ, როდესაც ის ცდილობს კონსტიტუციური წესრიგი დაიცვას და წინააღმდეგობა გაუწიოს დესტაბილიზაციის ყველა მცდელობას, როგორც რუსეთიდან, ისე ევროპიდან. საბოლოოდ, თუ თქვენ გსურთ, იპოვოთ ისინი, ვინც დემოკრატიული კრიზისის გაღრმავებას ცდილობენ, მაშინ დამნაშავეები ბრიუსელში უნდა მოძებნოთ", — თქვა ფრანგმა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები