დონალდ ტრამპმა ვენესუელაში სანქცირებული ნავთობტანკერების შესვლა-გასვლის აკრძალვის ბრძანება გასცა
ფოტო: Getty Images
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვენესუელაში შემავალი და ვენესუელიდან გამომავალი ყველა სანქცირებული ნავთობის ტანკერის სრული და აბსოლუტური ბლოკადის ბრძანება გასცა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე დაწერა.
ტრამპი ვენესუელას იმ ნავთობის, მიწის და სხვა აქტივების დაბრუნებას სთხოვს, რომელიც მისი თქმით, ვენესუელამ აშშ-ის მოჰპარა. ტრამპი ასევე წერს, რომ მადუროს რეჟიმი მოპარული ნავთობსაბადოებიდან მიღებულ ნავთობს ნარკოტერორიზმისთვის, ადამიანებით ვაჭრობისთვის, მკვლელობებისა და გატაცებებისთვის იყენებს. დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ "ამერიკა არ დაუშვებს, რომ კრიმინალებმა, ტერორისტებმა ან სხვა ქვეყნებმა გაძარცვონ, დაემუქრონ ან ზიანი მიაყენონ" ამერიკელებს.
"ვენესუელა სრულად გარშემორტყმულია ყველაზე დიდი არმადით, რომელიც სამხრეთ ამერიკის ისტორიაში ოდესმე შეკრებილა. ის მხოლოდ გაიზრდება და მათთვის ეს შოკი იქნება ისეთი, როგორიც აქამდე არასოდეს უნახავთ — მანამდე, სანამ ისინი მთელ ნავთობს, მიწას და სხვა აქტივებს, რომლებიც ადრე ჩვენგან მოიპარეს, ამერიკის შეერთებულ შტატებს არ დაუბრუნებენ. არალეგიტიმური მადუროს რეჟიმი ამ მოპარული ნავთობსაბადოებიდან მიღებულ ნავთობს საკუთარი თავის დასაფინანსებლად, ნარკოტერორიზმისთვის, ადამიანებით ვაჭრობისთვის, მკვლელობებისა და გატაცებებისთვის იყენებს. ჩვენი აქტივების ქურდობისთვის და მრავალი სხვა მიზეზის გამო, მათ შორის ტერორიზმის, ნარკოტიკების კონტრაბანდისა და ადამიანებით ვაჭრობის გამო, ვენესუელის რეჟიმი უცხო ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული. შესაბამისად,მე დღეს გავცემ ბრძანებას ვენესუელაში შემავალი და ვენესუელიდან გამავალი ყველა სანქცირებული ნავთობის ტანკერის სრული და აბსოლუტური ბლოკადის შესახებ. არალეგალი მიგრანტები და კრიმინალები, რომლებიც მადუროს რეჟიმმა სუსტი და უუნარო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში შეერთებულ შტატებში გაგზავნა, სწრაფი ტემპით ბრუნდებიან ვენესუელაში. ამერიკა არ დაუშვებს, რომ კრიმინალებმა, ტერორისტებმა ან სხვა ქვეყნებმა გაძარცვონ, დაემუქრონ ან ზიანი მიაყენონ ჩვენს ერს და ასევე არ დაუშვებს, რომ მტრულმა რეჟიმმა ჩვენი ნავთობი, მიწა ან ნებისმიერი სხვა აქტივი წაიღოს— ყველაფერი ეს დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს. გმადლობთ ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენი ყურადღებისთვის!" — დაწერა ტრამპმა.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები