გახარიას პარტიამ აქციებზე ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის დადგენილების პროექტი წარადგინა
პარტია გახარია საქართველოსთვის ოცნების პარლამენტში, BBC-ის გამოძიებაში გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ, საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. დადგენილების პროექტი ოცნების პარლამენტში პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ფარულავამ წარადგინა.
მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "აუცილებელია პასუხი გაეცეს კითხვებს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა ისეთი აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენებას, რომელიც დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან, ან იკრძალება საქართველოს კანონმდებლობით, ასევე რამდენად პროპორციულად და შესაბამისი ინტენსივობით იქნა გამოყენებული ისინი".
"პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის" 31-ე მუხლი განსაზღვრავს იძულებითი ღონისძიების გამოყენების პრინციპებს, ადგენს პროპორციულობის და ძალის გამოყენების ინტენსივობის სტანდარტებს იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამავე კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი კი ზუსტად და იმპერატიულად განსაზღვრავს აქტიური სპეციალური საშუალებების სახეებს, მათი გამოყენების მიზანშეწონილობას. აღნიშნული საკანონმდებლო დათქმები გათვალისწინებულია კანონში პრინციპების და დეტალურად აღწერილი სპეციალური საშუალებების სახეების მიხედვით, რადგან მათი გამოყენება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან. შესაბამისად, თუკი ზემოაღნიშნული შეკრებების დროს ადგილი ჰქონდა დადგენილი სტანდარტებიდან მცირე გადახვევასაც კი, აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველ ნიშნებს", — განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ფარულავამ.
მისი თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მიზნად ისახავს — "ერთის მხრივ: უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური უფლების, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, როგორც სახელმწიფოს უმაღლესი დაცვითი ღირებულების ზედამხედველობის მიზნებს და შეკრება/მანიფესტაციის განხორციელების შეზღუდვის კანონიერების შესწავლის ამოცანებს. მეორეს მხრივ, საქართველოში გამართული მასობრივი შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა/თანამშრომელთა მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების დროს უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტების შესწავლის საკითხებს.
საზოგადოებაში არსებობს მაღალი ლეგიტიმური ეჭვი და შეშფოთება, იმასთან დაკავშირებით, რომ 2024 წლის ნოემბერ - დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფესტაციების შესაწყვეტად სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გამოყენებისას დაირღვა როგორც საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, ისე საერთაშორისო "სტანდარტები", რის შედეგადაც, შესაძლოა, ზიანი მიადგა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ამ ეჭვის წარმოშობის საფუძველი გახდა საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ვიდეომასალები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ შეკრებების შეწყვეტის და გამოყენებული ძალის ლეგიტიმურობას, პროპორციულობას და ადეკვატურობას. ინფორმაციის თანახმად, გამოყენებული იქნა ქიმიური ნივთიერებები (ე.წ. "ქიმიური აგენტები") და სხვა აქტიური სპეციალური საშუალებები, რომელთა გამოყენებამ, ან/და არასწორმა და არაპროპორციულად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, მათ შორის ხანგრძლივი გართულებები", — განაცხადა გიგა ფარულავამ.
ოცნების გუნდში აცხადებენ, რომ გამოძიებამ ყველა კითხვას გასცა პასუხი და დამატებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება არ არსებობს. ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, "საქართველოს წინააღმდეგ საძაგელ დეზინფორმაციას არ უნდა მივცეთ ტრიბუნა".
"მას შემდეგ, რაც ჩაიფუშა ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მცდელობა აქვთ, ხელოვნურ სუნთქვაზე ამყოფონ ეს თემა. არავის მივცემთ შესაძლებლობას, ამ საძაგელ დეზინფორმაციას ჰქონდეს საპარლამენტო ტრიბუნა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
...პრემიერმინისტრმაც გასცა ამას პასუხი. ყველა კითხვას გაეცა ღია პასუხი, გამოძიება იყო სწრაფი, ეფექტიანი და გამჭვირვალე. რომელიმე რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუტს რაიმე კითხვა თუ აქვს, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ნებისმიერ საკითხზე პასუხი გასცეს", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
- ალექსანდრე დარახველიძის თქმით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციები დამატებით საგამოძიებო კომისიას არ საჭიროებს
- ეკა სეფაშვილი: "გახარიების" ეს ნაბიჯი, რომ ყოველ ყურით მოთრეულ მიზეზზე შევქმნათ საგამოძიებო კომისია, არასერიოზულია"
- გიორგი შარაშიძე: საგამოძიებო კომისიაზე უარი ნიშნავს, რომ ოცნების 89-ვე დეპუტატი იზიარებს პასუხისმგებლობას იმ შესაძლო დანაშაულზე, რაც ჩაიდინა ოცნების რეჟიმმა ნოემბერ-დეკემბერში
-
ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
გადახედვა
-
ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები