ელენე ჯაფარიძე: "კანონი ამბობს, რომ თუ ბრალდებული "ფსიქიკურად დაავადდა" და ამის გამო პროცესუუნარო გახდა, ადამიანი გადაჰყავთ იძულებით მკურნალობაზე
ოცნების პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილებას.
კანონპროექტის თანახმად: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ემატება ახალი ტერმინი — "პროცესუუნარო". ოცნების პარლამენტის განმარტებით, თუ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდგომ გახდება პროცესუუნარო, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულის მკურნალობის მიზნით, შეჩერდება ან არ დაიწყება საქმის არსებითი განხილვა მაქსიმუმ 3 თვის ვადით; 3 თვის გასვლის შემდეგ პროცესი გაგრძელდება; სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ ან გამამართლებელ განაჩენს დღეს მოქმედი წესის შესაბამისად; თუ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში პატიმრობის ვადა არ შეჩერდება თუ შუამდგომლობის ინიციატორი ბრალდების მხარეა, ხოლო თუ ინიციატორი დაცვის მხარეა, აღნიშნული ვადა შეჩერდება.
ფსიქოლოგი ელენე ჯაფარიძე აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ტერმინ "პროცესუუნარო პირის" შეტანა "ძალაუფლების ინსტრუმენტია, რომელიც ავტორიტარულ სისტემას აძლევს საშუალებას, ნებისმიერი ადამიანი ფორმალურად, "კანონის დაცვით", გამოთიშოს სამართლებრივ პროცესს".
"კანონი ამბობს, რომ თუ ბრალდებული "ფსიქიკურად დაავადდა" და ამის გამო პროცესუუნარო გახდა:
• სასამართლო აჩერებს საქმის არსებით განხილვას;
• ადამიანი გადაჰყავთ იძულებით მკურნალობაზე;
• პროცესი შეიძლება შეჩერდეს 3 თვით, შემდეგ კი გაგრძელდეს ისე, თითქოს არაფერი მომხდარა;
• საბოლოოდ კი, "გამოჯანმრთელების შემდეგ", სასჯელის მოხდაც "გაგრძელდება".
ეს ნიშნავს ერთ რამეს: შენ შეიძლება გაგასამართლონ ისე, რომ საკუთარ პროცესში ვერ მიიღო მონაწილეობა.
სად არის მთავარი საფრთხე? იქ, ვის ხელშიცაა გადაწყვეტილება!
• პროცესუუნარობას ადგენს ექსპერტიზა, რომელიც სახელმწიფოს კონტროლქვეშაა
• მოსამართლე ეყრდნობა სწორედ ამ დასკვნას;
• ბრალდებულს პრაქტიკულად არ აქვს რეალური ბერკეტი, ეფექტიანად გააპროტესტოს ეს სტატუსი;
• ადვოკატი ვერ ჩაანაცვლებს პირის პირად მონაწილეობას და სწორედ ამას გამოიყენებენ ყველაზე კარგად.
ავტორიტარულ სისტემაში ეს ნიშნავს:
საკმარისია სისტემამ ჩათვალოს, რომ შენ ხარ "არასასურველი" და ყველა ბერკეტი უჭირავთ ხელში, სრულად გაგანეიტრალონ.
მაგალითად: ქუჩის აქციაზე დაკავებული ადამიანი, რომელსაც აქვს: ძლიერი შფოთვა, პანიკური შეტევები, უძილობა, PTSD (რაც ძალადობრივი დარბევების შემდეგ ხშირია), ეს მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს როგორც "ფსიქიკური აშლილობა" და ადამიანი გახდეს პროცესუუნარო.
შედეგი:
• პროცესის შეჩერება;
• იძულებითი მკურნალობა;
• პოლიტიკური აქტივისტის დროებითი "გაქრობა".
მაგალითად: ჟურნალისტს სტრესის ფონზე განვითარებული აქვს დეპრესია ან ძლიერი შფოთვა.
ამ კანონის პირობებში:
• ფსიქიკური მდგომარეობა შეიძლება გადაიქცეს სამართლებრივ იარაღად;
• კრიტიკული ხმა გადააქციონ — ბოდვად!
ხვდებით ხომ, რომ კიდევ მეტი და მეტი შესაძლებლობით მოახერხებენ ფსიქიკური მდგომარეობა სასჯელის მექანიზმად აქციონ.
კიდევ უფრო სიღრმისეულად — დეპოლიტიზაციის ტაქტიკასაც დაიჭერენ ხელში: პროტესტი აღარ არის პროტესტი. ის არის "ფსიქიკური პრობლემა". და ამას სამედიცინო დასკვნის და ენის საშუალებით დაამტკიცებენ", — წერს ელენე ჯაფარიძე.
ოცნების პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი განმარტავს, რომ კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულებიდან გამომდინარე. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ, თელავის რაიონული სასამართლოს წარდგინების საფუძველზე, კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან შეუსაბამოდ ცნო "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" 191-ე მუხლის მესამე ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ბლანკეტურად უშვებს სისხლის სამართლის სამართალწარმოების გაგრძელებისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იმ პირისთვის, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს შერაცხადი იყო, მაგრამ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ შეურაცხადი გახდა.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, და აკაკი ალადაშვილი.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები