ყველგან საწამლავი და არსად მოწამლული — შალვა პაპუაშვილი ქიმიური იარაღის გამოყენებაზე
"ყველგან საწამლავი და არსად მოწამლული, ასეთ რეალობის წინაშე აღმოვჩნდით, ყველაფერი დავიდა გაპუტულ თუთიყუშამდე", — ასე უპასუხა ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც გაეროს სპეციალური მომხსენებლის ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში გაკეთებულ კომენტარს უკავშირდება. BBC-ის ფილმის ერთ-ერთი რესპონდენტი, წამების, სასტიკი, არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებელი ჯილ ედვარდსი ფორმულასთან საუბრისას ამბობს, რომ "საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი არის ის, რომ სამთავრობო ორგანოს არ შეუძლია საკუთარი თავის გამოძიება".
პაპუაშვილის თქმით, გამოძიებამ ყველა კითხვას პასუხი გასცა.
"რაღა ეჭვი დარჩა? ყველგან საწამლავი და არსად მოწამლული, ასეთ რეალობის წინაშე აღმოვჩნდით, ყველაფერი დავიდა გაპუტულ თუთიყუშამდე, ესაა სამარცხვინო მომენტი. ...ამდენი ხანი რომ ამ საქმით დაკავებული ხართ, კამიტი რას ნიშნავს, იცით? ქიმიური იარაღი რას ნიშნავს, იცით? ეს გამონაბოლქვით მოწამვლა კი არ არის, რა შედეგები აქვს მაგას, შეგეძლოთ დაგეგუგლათ. გამოძიება შედგა, გამოძიებამ ყველა ეს საკითხი აჩვენა, არა თუ არასდროს პირველი მსოფლიო ომის დროინდელი იარაღი შსს-ს ნაყიდი და გამოყენებული არ გქონდა, სახელმწიფოს ტერიტორიაზეც კი არ არის ნამყოფი დიდი ალბათობით.
მთავარი რაში მდგომარეობდა ჰიბრიდული თავდასხმა საქართველოზე? და ვინ დგას BBC-ის უკან ეს ცალკე საკითხი არის. რა იყო მთავარი ლაიტმოტივი? ამ მთელი სიუჟეტიდან მთავარი რაც იყო ჰედლაინისთვის გამოყენებული და რაც იყო ჰიბრიდული თავდასხმის ობიექტი იყო პირველი მსოფლიო დონის ქიმიური იარაღი. ხომ დაიხურა ეს თემა? პრემიერმინისტრმა განაცხადა, ვინმეს თუ კითხვას აქვს, გაეროს... აგერ არის გამოძიება, აგერ არის ხელისუფლება, მიმართონ", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე — გაეროს სპეციალური მომხსენებელი ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებული გამოძიებების, გამოყენებული ქიმიკატების და მათი გამოყენების წესის შესახებ ოცნების ხელისუფლებას მისწერეს, მაგრამ კითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს, პაპუაშვილი პასუხობს, რომ "სისულელეა, სისულელე, ვინ რა სისულელეს იტყვის, რა გითხრათ".
"პრემიერმინისტრმა განაცხადა, აგერ მიმართონ, თუ ვერ მიიღებენ პასუხს, თუ რამე იქნება, მერე თქვან. ტყუილია [იტყუება გაეროს წარმომადგენელი], ისეთებს მოუტყუებიათ, ნობელის პრემიის ლაურეატი იყო ჩამოსულიო მიხეილ სააკაშვილისთვის დასკვნებს წერდა, ევროპარლამენტმა მოიტყუა, ზელენსკიმ მოიტყუა, სანდუმ მოიტყუა, იმდენი ტყუილები გვესმის, ელჩებმა მოიტყუეს, ტყუილები იმდენი გვესმის, ტყუილი გვესმის, ჩვენთვის სიმართლეა გასაკვირი", — განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისათვის, BBC-ის ფილმის ერთ-ერთი რესპონდენტი, წამების, სასტიკი, არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებელი ჯილ ედვარდსი საპროტესტო აქციების დაშლისას ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საქმესთან დაკავშირებით "ფორმულას" 11 დეკემბერს ესაუბრა.
"საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი არის ის, რომ სამთავრობო ორგანოს არ შეუძლია საკუთარი თავის გამოძიება. სამთავრობო უფლებამოსილების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ ის იყოს გამჭვირვალე და ეს მოითხოვს გამჭვირვალე, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებებს. მაგალითად, მე მოვუწოდებდი ევროპის საბჭოს მექანიზმების გამოყენებისკენ.
ჩვენ ვნახეთ, რომ მათ დაიწყეს გამოძიება, მაგალითად, სერბეთთან დაკავშირებით, სადაც საპროტესტო აქციები დაახლოებით საქართველოს საპროტესტო აქციების მსგავს ვადებში იყო და ეს მოიცავდა ხმოვან იარაღებს, რომელიც ასევე ექსპერიმენტული იარაღებია. ამის პრეცედენტი არსებობს და, ვფიქრობ, ეს არის ის გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ.
მე მივწერე საქართველოს მთავრობას სხვა სპეციალურ მომხსენებლებთან ერთად და ჯერ არ მიგვიღია ოფიციალური პასუხი მთავრობისგან, მათ მიერ ჩატარებული გამოძიებების, გამოყენებული ქიმიკატების და მათი გამოყენების წესის შესახებ. ასე რომ, სანამ ოფიციალურად არ მივიღებ რამეს, ჩემთვის ეს რჩება ინფორმაციის ნაკლებობის შავ ხვრელში", — ამბობს ის.
გაეროს სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ "მიღებული დაზიანებების რაოდენობა პროტესტის მასშტაბთან შედარებით იყო არაპროპორციულად დიდი. არაპროპორციული იყო მსგავს სხვა პროტესტებთან შედარებითაც და ეს ძალზე შემაშფოთებელია. მათ შორის თავის მრავლობითი ტრავმებიც".
"ყველაფერი ეს საჭიროებს გამოძიებას, სათანადო სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას. ზოგს შესაძლოა გრძელვადიანი მკურნალობაც დასჭირდეს, ეს ძალიან საფრთხის შემცველი ტენდენციებია.
არსებობს მკაფიო წესები იმისა, თუ როგორ უნდა აკვირდებოდეს და ჩაერთოს პოლიცია პროტესტებში. არსებობს წესები კანონიერების, პროპორციულობის აუცილებლობის შესახებ. ცხადია, პროპორციულობის საკითხები სერიოზულად პრობლემურია საქართველოს პროტესტების კონტექსტში და ნამდვილად მოითხოვს უკეთეს გამოკვლევას.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროკავშირს გარეთაა, არსებობს ძალიან ძლიერი წამების საწინააღმდეგო რეგულაცია და იარაღი, რომელიც იქნა გამოყენებული - განსაკუთრებით წყლისა და ქიმიკატების შერევით შექმნილი საშუალება, რომელსაც მე ექსპერიმენტულ იარაღად მივიჩნევ და, შესაბამისად, აკრძალულად — მართლაც მოითხოვს სერიოზულ შესწავლას და მე გავაგრძელებ ზეწოლას ხელისუფლებაზე, რათა ეს გაკეთდეს," — ამბობს გაეროს მომხსენებელი.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები