საქართველო ვალდებულია კონკრეტულ დაზარალებულებს დაკისრებული კომპენსაცია გადაუხადოს და სპეციალური საშუალებების გამოყენების დეტალური რეგულაციები დაადგინოს. — ნონა ქურდოვანიძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე 20-21 ივნისის ღამესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ის განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების უფლებების დაცვისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის. მისი თქმით, ახლა საქართველო ვალდებულია კონკრეტულ დაზარალებულებს დაკისრებული კომპენსაცია გადაუხადოს და სპეციალური საშუალებების გამოყენების დეტალური რეგულაციები დაადგინოს.
"რატომ არის სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის 20-21 ივნისის ღამეზე მიღებული გადაწყვეტილება ასეთი მნიშვნელოვანი:
ის არამხოლოდ კონკრეტულ დაზარალებულებს უბრუნებს რწმენას, რომ უფლებებისათვის ბრძოლის რთული და გრძელი გზა წარმატებით დასრულდება, ის ასევე, მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების უფლებების დაცვისთვის ხსნის ახალ შესაძლებლობებს, მომავალშიც. ეს საქმე განსაკუთრებით რელევანტურია დღეს, როდესაც მშვიდობიანი შეკრების უფლება იმ უფლებებს შორისაა, რომელიც ბოლო წლებში ყველაზე მეტად შეიზღუდა და აქციების ძალადობრივი დაშლის, წამების და სპეციალური საშუალებების მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენება კვლავაც აქტუალურია.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველო ვალდებულია, არამხოლოდ დაკისრებული კომპენსაცია გადაუხადოს კონკრეტულ დაზარალებულებს, ასევე, დაადგინოს სპეციალური საშუალებების გამოყენების დეტალური რეგულაციები.
საქართველო ვალდებულია:
1. არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ;
2. შეიმუშაოს დეტალური სახელმძღვანელო პრინციპები შესაბამისი საშუალების კონკრეტული ტექნიკური მახასიათებლებისა და მის გამოყენებასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის რისკების გათვალისწინებით. შიდა სამართლებრივი ჩარჩო ასევე უნდა მოიცავდეს ეფექტიან გარანტიებს ამგვარი საშუალებების გამოყენებისას თვითნებური ქმედებების თავიდან ასაცილებლად.
3. კინეტიკური საშუალებები (რეზინის ტყვიები) გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, სიცოცხლისა და ფიზიკური დაზიანების რეალური და მყისიერი საფრთხის საპასუხოდ;
4. კინეტიკური საშუალებები (რეზინის ტყვიები) შეიძლება გამოიყენებოდეს მხოლოდ ინდივიდუალურად მიზანმიმართულ შემთხვევებში და არა, როგორც მასის კონტროლის ზოგადი საშუალება;
5. მათი განთავსება უნდა მოხდეს იმგვარად (კონკრეტული საშუალების ტექნიკური მახასიათებლების სათანადო გათვალისწინებით), რომ მიზანმიმართულ შემთხვევებშიც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკი მაქსიმალურად შემცირდეს;
6. არ უნდა გამოიყენებოდეს მრავალკომპონენტიანი საშუალებები და არც ლითონის შემცველი ტყვიები;
7. კინეტიკური საშუალებების (რეზინის ტყვიების) გამოყენებას როგორც წესი, წინ უნდა უძღოდეს შესაბამისი გაფრთხილება;
8. კინეტიკური საშუალებები (რეზინის ტყვიები) გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ სამართალდამცავი პირების მიერ, რომლებიც სათანადო გადამზადება აქვთ;
9. კინეტიკური საშუალებების (რეზინის ტყვიების) გამოყენება უნდა დაექვემდებაროს მკაცრ ბრძანებასა და კონტროლს", — დაწერა ნონა ქურდოვანიძემ.
ის 20-21 ივნისის მოვლენებსაც იხსენებს და აღნიშნავს, რომ პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო კინეტიკური იარაღის გამოყენება. მისივე განმარტებით, 200-ზე მეტ ადამიანს მიადგა ზიანი, პოლიციამ 800-ზე მეტი რეზინის ტყვია გამოიყენა და პოლიციის მოქმედებების შედეგად 187 მოქალაქისა და 38 ჟურნალისტის დაზიანება ოფიციალურად დარეგისტრირდა.
"რომ გავიხსენოთ, რა მოხდა 20-21 ივნისის ღამეს:
პოლიციამ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე კინეტიკური იარაღის გამოყენება დაიწყო ათასობით მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებიც მართავდნენ მშვიდობიან დემონსტრაციას. ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის მიღმა, შსს-მ უკანონოდ, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, დაიწყო აქციაზე მყოფი პირების მიმართულებით, დამიზნებით რეზინის ტყვიების სროლა. ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების ხანგრძლივმა და დამიზნებით გამოყენებამ, მათთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების დაუცველობამ და პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების დანაყოფების მიერ ექვს საათზე მეტ ხანს განხორციელებულმა ძალადობრივმა ქმედებებმა, 200-ზე მეტ ადამიანს მიაყენა ფიზიკური ზიანი. დაშლის ოპერაცია თითქმის შვიდ საათს გაგრძელდა. პოლიციამ 800-ზე მეტი რეზინის ტყვია გახსნა. ოფიციალურად დარეგისტრირდა 187 მოქალაქისა და 38 ჟურნალისტის დაზიანება პოლიციის მოქმედებების შედეგად. ზოგმა თვალი დაკარგა. სხვებს სახის ძვლები დაუზიანდათ რეზინის ტყვიების გამო.
ამ ისტორიული გამარჯვების შემდეგ, დღეს საია-ში გავიხსენეთ, როგორ ვიწყებდით ამ საქმეებზე მუშაობას, აქციის დარბევისთანავე, დავიწყეთ დაკავებულების და დაზარალებულების ძებნა იზოლატორებში, სასამართლოში ვიცავდით 80-მდე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირს და დაზარალებულ პირებს საავადმყოფოებში ვპოულობდით.
ძალიან გვიხარია, რომ 6 წლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო. დიდი მადლობა საია-ს ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ 6 წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს მუშაობდა 20-21 ივნისს დაზარალებული პირების საქმეებზე. ასევე, მადლობა, ჩვენს პარტნიორს, European Human Rights Advocacy Centre (EHRAC)-ს, რომელთან ერთადაც ვაწარმოებდით ამ საქმეს სტრასბურგის სასამართლოში", — დაწერა ნონა ქურდოვანიძემ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ 2025 წლის 11 დეკემბერს, 2019 წლის 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაშავებული 26 პირის, მათ შორის მოქალაქეების, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების, საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.
სასამართლომ დაადგინა, რომ 24-მა განმცხადებელმა განიცადა არასათანადო მოპყრობა (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა). ასევე დადგინდა დემონსტრანტების შეკრების თავისუფლების (მე-11 მუხლი) და ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი) დარღვევა.
საია-ს ცნობით, განმცხადებლებისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სასამართლომ სახელმწიფოს ჯამში €600 000ზე მეტის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა, მათ შორის, €320 000 მატერიალური კომპენსაციის სახით, ხოლო 26-ვე განმცხადებლისთვის €5 000-დან €30 000-მდე ოდენობის თანხა არამატერიალური კომპენსაციის სახით.
მეტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე:
- პაატა სალია: ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც პირნათლად ასრულებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს
- ბერდია სიჭინავა: არალეტალური იარაღის (რეზინის ტყვიების) გამოყენების შესახებ ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია
- "დადგინდა ევროპული კონვენციის მე-3, მე-10 და მე-11 მუხლების დარღვევა" — იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე
- საია: "შსს არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და 2019 წლის 20-21 ივნისის დაზარალებულებს ზიანს არ უნაზღაურებს"
- Amnesty International-მა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსული კანონის საქმეზე მესამე მხარის წერილობითი პოზიცია წარადგინა
- საია: სტრასბურგის სასამართლომ ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფოს €600 000-ზე მეტი ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები