ნეტფლიქსი Warner Bros. Discovery-ს ყიდულობს — რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?
ფოტო: Variety
პარასკევს ნეტფლიქსმა გამოაცხადა, რომ Warner Bros. Discovery-ს შეძენას 82.7 მილიარდ დოლარად გეგმავს. ამ გარიგებამ, შესაძლოა, ჰოლივუდისა და მთლიანი მედია ლანდშაფტის განვითარება რადიკალურად შეცვალოს. საუკუნოვანი სტუდიის ნეტფლიქსის ქოლგის ქვეშ გადასვლა კომპანიას უფრო დიდ კონტენტზე, ასევე ჰარი პოტერისა და ბეტმენის მსგავს ღირებულ ბრენდებზე წვდომას მისცემს.
ვინ მონაწილეობდა ტენდერში?
Warner Bros. Discovery-ს შეძენით Paramount და Comcast-იც იყვნენ დაინტერესებულები. აღსანიშნავია, რომ ნეტფლიქსი — რომლის ბიზნესიც თავიდან სახლში საყურებელ კონტენტზე იყო აგებული — საჯაროდ დაპირდა ინდუსტრიას, რომ Warner Bros.-ის ფილმების კინოთეატრებში გამოშვებასაც გააგრძელებს.
კინოთეატრში გატარებული დრო ნეტფლიქსისთვის ნიშნავს დროს, რომელიც მათ პლატფორმაზე არ იხარჯება
რა სარგებელს ნახავს ნეტფლიქსი?
ნეტფლიქსს აქამდე ასეთი მასშტაბური შესყიდვა არ განუხორციელებია. მზარდი კონკურენციის ფონზე, გარიგება კომპანიისთვის მომხმარებლების "მოსაზიდად და შესანარჩუნებლად" მნიშვნელოვანი ნაბიჯია, — აღნიშნა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა სპენსერ ნოიმანმა.
სწრაფად ცვალებად მედია გარემოში, სადაც მომხმარებლის დროისა და ყურადღებისთვის ბრძოლა უკიდურესად მწვავეა, ნეტფლიქსის თანააღმასრულებელი დირექტორის, ტედ სარანდოსის, თქმით, კომპანია "ვერ გაჩერდება."
"ვაგრძელებთ ინოვაციებსა და ინვესტიციებს ისტორიებში, რომლებიც აუდიტორიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, და სწორედ ამას ემსახურება ეს გარიგება", — თქვა სარანდოსმა — "ნეტფლიქსისა და Warner Bros.-ის გაერთიანება კომპანიას გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო გააძლიერებს".
ნიშნავს თუ არა ეს, რომ Warner Bros.-ის ფილმები კინოთეატრებიდან გაქრება?
ნეტფლიქსის განცხადებით — არა. კომპანია გეგმავს Warner Bros.-ის მიმდინარე ოპერაციების შენარჩუნებას, მათ შორის — კინოთეატრებში ფილმების გამოშვების გაგრძელებას. ეს წელიწადში დაახლოებით 15 ფილმის პრემიერას გულისხმობს.
თუმცა, ინდუსტრიაში ეჭვები არსებობს. კინოპროდიუსერთა ჯგუფმა კონგრესს წერილი გაუგზავნა, სადაც "სერიოზულ შეშფოთებას" გამოთქვამენ ამ გარიგების გამო. წერილის ავტორებმა "შურისძიების შიშით", ანონიმურობა შეინარჩუნეს.
"კინოთეატრში გატარებული დრო ნეტფლიქსისთვის ნიშნავს დროს, რომელიც მათ პლატფორმაზე არ იხარჯება", — წერია მიმართვაში — "სტრიმინგს არ აქვს სტიმული, მხარი დაუჭიროს კინოთეატრებს, და აქვს მოტივაცია, ისინი კონკურენციიდან გაქრონ".
რას მოიცავს Warner Bros. Discovery-ს კატალოგი?
გარიგების წარმატების შემთხვევაში, ნეტფლიქსის ხელში გადავა ისეთი ინტელექტუალური საკუთრებები, როგორიცაა Looney Tunes, და მსოფლიო მასშტაბის ფრენჩაიზები: ჰარი პოტერი, სუპერმენი, ბეტმენი.
სტუდიას ასევე აქვს კლასიკური ფილმების მდიდარი არქივი, მათ შორის: კასაბლანკა, ბონი და კლაიდი, ნათება, ასევე MGM-ის ლეგენდარული ნამუშევრები: ოზის ჯადოქარი და ქარწაღებულნი.
რას ნიშნავს ეს გარიგება HBO Max-ისთვის?
Warner Bros. Discovery ფლობს HBO-ს, და შეთანხმების დასრულების შემთხვევაში ნეტფლიქსის კატალოგი მნიშვნელოვნად გაფართოვდება საკულტო სერიალებით: Wire, Friends, სამეფო კარის თამაშები, ეიფორია და White Lotus.
ნეტფლიქსის თანააღმასრულებელმა დირექტორმა გრეგ პიტერსმა აღნიშნა, რომ გრძელვადიანი მოდელის შესახებ ჯერჯერობით დეტალების გაზიარება ნაადრევია, თუმცა მოკლევადიან პერიოდში HBO და HBO Max დამოუკიდებელ ბრენდებად გააგრძელებენ არსებობას.
სხვა რომელ ბრენდებს შეეხება გარიგება?
HBO Max-ის გარდა, ნეტფლიქსი კონტროლს მოიპოვებს Warner Bros.-ის სტუდიებზე. Warner Bros. Discovery-ს სხვა საკაბელო არხებზე გარიგება უშუალო გავლენას ამ ეტაპზე არ მოახდენს.
CNN და სხვა საკაბელო ქსელები — TNT, Discovery, HGTV, და Food Network — მომავალ წელს ცალკე საჯარო კომპანიად გაიყოფა. ამ ახალ კომპანიას, Discovery Global ერქმევა და Warner Bros. Discovery-ის ფინანსური დირექტორი, გუნარ ვიდენფელსი უხელმძღვანელებს.
როგორ იმოქმედებს ანტიმონოპოლიური რეგულაცია?
გარიგების ბედი ფედერალური მარეგულირებლების ხელშია და დამოკიდებულია იმაზე, როგორ განსაზღვრავს ტრამპის ადმინისტრაცია ამ კომპანიების მიერ კონტროლირებად ბაზარს. ასევე მოსალოდნელია მკაცრი მონიტორინგი ევროპელი რეგულატორებისგან.
თუ გარიგება ვერ დამტკიცდება, ნეტფლიქსს 5.8 მილიარდი დოლარის ღირებულების ჯარიმის გადახდა მოუწევს Warner Bros. Discovery-სთვის.
დოკუმენტების თანახმად, ხელშეკრულებაში მითითებულია დებულება, რომელიც Warner Bros. Discovery-ს უკრძალავს Comcast-ისა და Paramount-ის უფრო მაღალ შეთავაზებების განხილვას. თუმცა, თუ კომპანია მაინც გადაწყვეტს ნეტფლიქსთან ურთიერთობის გაწყვეტას და სხვა მყიდველს აირჩევს, სტრიმინგ გიგანტს 2.8 მილიარდ დოლარს გადაუხდის.
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის? უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის?
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
კომენტარები