TI: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა საქართველოში რუსული ნავთობის რეალური ანდა ფიქტიური გადამუშავების და ექსპორტზე საქართველოს სახელით გატანის ალბათობას ზრდის
ფოტო: TI
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI) ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ "ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა საქართველოში რუსული ნავთობის რეალური ანდა ფიქტიური გადამუშავების და ექსპორტზე საქართველოს სახელით გატანის ალბათობას ზრდის". მათი თქმით, ეს "დასავლური ქვეყნებისგან, შესაძლოა, რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის სქემად იქნეს მიჩნეული".
2025 წლის 21 ოქტომბერს, "როიტერსმა" გამოაქვეყნა სტატია რუსული ნავთობის ყულევში შეტანის შესახებ. ინციდენტმა გააჩინა ეჭვები, ხომ არ არის ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთზე დაწესებულ სანქციებზე გვერდის ავლის სქემის ნაწილი. ამასთან, მორიგ ჯერზე დაისვა კითხვები, თუ რატომ ხდება საქართველოს მიერ რუსული ნავთობის შეძენა და რუსეთისთვის ფულის გადარიცხვა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.
"როიტერსის" ინფორმაციით, 6 ოქტომბერს რუსულმა კომპანია "რუსნეფტმა" ყულევში ახლად აშენებულ ქარხანას ნოვოროსიისკის პორტიდან გამოგზავნილი 105 ათასი ტონა ნავთობი მიაწოდა საზღვაო ტანკერ "კაისერის" (Kayseri) გამოყენებით. ტვირთი ყულევის ნავთობის ტერმინალმა მიიღო, რომელიც ქარხნიდან 5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
ამ ფაქტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გამოეხმაურა, რომელმაც რუსული ნავთობის შემოსვლა დაადასტურა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება შემომტან გემზე, მის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე.
ნავთობის გამოგზავნისა და მიღების მომენტში სანქციები მართლაც არ იყო დაწესებული უშუალოდ გამომგზავნ კომპანიასა და გემზე. თუმცა, გემი მალევე დასანქცირდა.
კომპანია "რუსნეფტი" – მართალია, დღეის მდგომარეობით კომპანია "რუსნეფტის" აქციონერთა ზუსტი ვინაობა და განაწილება უცნობია, თუმცა, საჯარო წყაროებში არსებული ბოლო ინფორმაცია მიანიშნებს, რომ კომპანიას საბოლოო ჯამში დღემდე ფლობს და აკონტროლებს მისი თავდაპირველი დამფუძნებელი, რუსი ოლიგარქი მიხაილ გუცერიევი (მისი ძმის, სხვა ოჯახის წევრებისა და მათი კომპანიების საშუალებით). მიხაილ გუცერიევი ჯერ კიდევ 2021 წელს მოხვდა დასავლურ სანქციებში ბელარუსის დიქტატორ ლუკაშენკასთან კავშირის გამო. სანქცირებულია მისი ძმა და "რუსნეფტის" მეწილე საიტ-სალამ გუცერიევიც.
2012 წელს პოლიტიკაში ახლად მოსულმა ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ძმები გუცერიევების მფლობელობაში არსებულ კომპანიას 982.5 მილიონ დოლარად მიჰყიდა მოსკოვში არსებული მისი უძრავი ქონების აქტივები.
ტანკერი "კაისერი" – ყულევში ნავთობის შემოტანიდან 3 კვირაში, 2025 წლის 24 ოქტომბერს, "კაისერი" ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოხვდა. ტანკერი დაემატა ევროკავშირის მიერ სანქცირებულ 560 გემს, რომლებიც ერთობლიობაში "ჩრდილოვანი ფლოტის" სახელით არის ცნობილი და რუსეთს ეხმარება ნავთობპროდუქტების გაყიდვაში.
2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სულ უფრო ხშირად ისმის კითხვები, ხომ არ ხდება საქართველოს მიერ დასავლური ქვეყნების მიერ რუსეთზე დაწესებული ნავთობთან დაკავშირებული სანქციების გვერდის არიდება.
2025 წლის 1 ნოემბერს, ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში გასული საგამოძიებო სიუჟეტის თანახმად, გამომძიებელმა ჟურნალისტმა მოიპოვა აშშ-ს მთავრობის ხელთ არსებული კონფიდენციალური ანგარიში, რომელიც საუბრობს ყულევის ქარხანასა და მის მფლობელთან დაკავშირებულ სანქციების გვერდის არიდების რისკებზე. ანგარიშის თანახმად:
"ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა ხელს შეუწყობს რუსულ ნავთობპროდუქტებზე დასავლეთის სანქციების თავიდან არიდებას… სანქცირებული ნავთობპროდუქტები შემოვა საქართველოში და შემდეგ დოკუმენტები შეიცვლება, თითქოს ეს ნავთობის საწვავი ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გადამუშავდა და იწარმოებოდა."
ჟურნალისტის თქმით, კონფიდენციალურ ანგარიშში კოტე გოგელია მოხსენიებულია, როგორც რუსულ სამხედრო სამსახურებთან მჭიდრო კავშირში მყოფი რუსი ბიზნესმენი. ანგარიშში საუბარია კოტე გოგელიას ოჯახის კომპანიის მიერ რუსული ნავთობისთვის წარმოშობის სერტიფიკატის შეცვლაზეც.
საბოლოო ჯამში, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა საქართველოში რუსული ნავთობის რეალური ანდა ფიქტიური გადამუშავების და ექსპორტზე საქართველოს სახელით გატანის ალბათობას ზრდის. ეს კი, შესაძლოა, რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის სქემად იქნეს მიჩნეული დასავლური ქვეყნებისგან.
სრულად სტატია წაიკითხეთ აქ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები