გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების რუსეთში დაბრუნებას მოითხოვს
ოთხშაბათს, 3 დეკემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-11 საგანგებო სპეციალურ სესიაზე შეერთებულმა შტატებმა და 90-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომელიც მოითხოვს, რომ რუსეთმა "დაუყოვნებლივ, უსაფრთხოდ და უპირობოდ" დააბრუნოს უკრაინელი ბავშვები, რომლებიც "იძულებით გადაადგილებულნი ან დეპორტირებულნი" არიან.
რეზოლუცია "უკრაინელი ბავშვების დაბრუნების" შესახებ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად შემოთავაზებული იყო უკრაინისა და კანადის მიერ და კენჭისყრაში 160 ქვეყანა მონაწილეობდა. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა თორმეტმა ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმა, ბელორუსმა, კუბამ, ირანმა, ჩრდილოეთ კორეამ, მალიმ და სუდანმა, ხოლო 57-მა თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციას მხარი დაუჭირა შეერთებულმა შტატებმა, რომელმაც დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ არაერთხელ მისცა ხმა რუსეთის მიმართ კრიტიკული რეზოლუციების წინააღმდეგ.
დოკუმენტი ასევე "მკაცრად მოუწოდებს" რუსეთს, შეწყვიტოს ბავშვების "იდეოლოგიური ინდოქტრინაციის", ოჯახებისგან მათი განცალკევებისა და პირადი სტატუსის შეცვლის პრაქტიკა, მათ შორის მოქალაქეობის მინიჭებისა და მინდობით აღზრდაში განთავსების გზით. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მარიანა ბეცას თქმით, რუსეთმა დეპორტაცია გაუკეთა მინიმუმ 20 000 უკრაინელ ბავშვს, რომელთაგან ზოგიერთი უკვე დააბრუნეს.
როგორც DW წერს, უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთი ოკუპირებული რეგიონებიდან უკრაინელი ბავშვების ევაკუაციაში. მათი თქმით, 2022 წლიდან უკრაინიდან 19 500-ზე მეტი ბავშვი იქნა დეპორტირებული, საიდანაც 1 605 დაბრუნდა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში ბავშვების გადაყვანა ჰააგაში ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერის გაცემის საფუძველი გახდა.
საპასუხოდ, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ ბავშვები არ გაუტაციათ, მათი უსაფრთხოების მიზნით ევაკუაცია მოახდინეს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები