ძლიერი საქართველო — ლელო: ალეკო ელისაშვილი არ არის ძლიერი საქართველო — ლელოს წევრი, შესაბამისად, ვერსაიდან გავრიცხავთ
კოალიცია ძლიერი საქართველო — ლელო ეხმაურება ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მოწოდებას იმის შესახებ, რომ გაემიჯნონ მათი კოალიციის წევრს, ალეკო ელისაშვილს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ, ასევე პარტია მოქალაქეებსა და ევროპელი ლიბერალების პარტიას (ALDE) მოიხსენიებს, როგორც ტერორისტების მფარველს.
კოალიცია ძლიერი საქართველო გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ "ალეკო ელისაშვილი არ არის პარტია ძლიერი საქართველო — ლელოს წევრი, შესაბამისად, ვერსაიდან გარიცხავენ. მათივე თქმით, "ალეკო ელისაშვილი წარმოადგენს საკუთარ პარტიას — მოქალაქეებს, რომელიც მისი დაფუძნებულია და მისი პარტია არ გახლავთ ALDE-ს წევრი.
"საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაში ეჭვმიტანილი ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე უკვე რამდენიმე დღეა კოალიცია ძლიერი საქართველო — ლელოს წინააღმდეგ არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს პოლიტიკური გუნდიდან ალეკო ელისაშვილის გარიცხვის თაობაზე.
ძლიერი საქართველო — ლელოს ლიდერებისა და პარტია მოქალაქეების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ალეკო ელისაშვილი არ არის პარტია ძლიერი საქართველო — ლელოს წევრი, შესაბამისად, ვერსაიდან გავრიცხავთ. ალეკო ელისაშვილი წარმოადგენს საკუთარ პარტიას — მოქალაქეებს, რომელიც მისი დაფუძნებულია და მისი პარტია არ გახლავთ ALDE-ს წევრი.
რაც შეეხება კოალიციას, ის შეიქმნა წინასაარჩევნოდ და ამის შესახებ არაერთხელ განგვიცხადებია. ამ კოალიციურ პარტნიორობას ძლიერი საქართველო — ლელო და პარტია მოქალაქეები დღემდე ვაგრძელებთ.
ალეკო ელისაშვილის ქმედებასთან დაკავშირებით ძლიერ საქართველო — ლელოს ოფიციალური განცხადება გაკეთებული აქვს და შალვა პაპუაშვილს შეუძლია იხელმძღვანელოს ამ პოზიციით. თავად ალეკო ელისაშვილმა სასამართლოზე აღნიშნა, რომ ეს იყო მისი პერსონალური პროტესტი. მიუხედავად ამისა, ქართული ოცნება ცდილობს საკითხის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას, მორიგი აბსურდული ბრალის შეთხზვას და ძლიერი საქართველო-ლელოსთან და მის ლიდერებთან ამ აბსურდის დაკავშირებას.
ამავდროულად, ჩვენ და ქართული საზოგადოება შალვა პაპუაშვილის მხრიდან ველით, რომ ის გაემიჯნოს ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ ჩადენილ წამების ფაქტებს, რაც გამოიხატა 300-ზე მეტი აქტივისტის სასტიკ და ორგანიზებულ ცემასა და მათ წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენებაში, რაც უკვე შეფასდა "ტერორისტულ აქტად საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ," ასევე ის უნდა გაემიჯნოს საქართველოში "არაბული ანკლავების" შექმნისა და სახელმწიფოს ინტერესების დაზიანების ფაქტს, გაემიჯნოს დამნაშავეებს და კორუმპირებულ ჩინოვნიკებს მისივე გუნდის წევრებს შორის და ყველა სხვა კანონდარღვევას, რომელსაც ოცნების რეჟიმი ჩადის," — ნათქვამია განცხადებაში.
- პაპუაშვილი ამბობს, რომ თუ "მოქალაქეები", "ძლიერი საქართველო" და ALDE არ გაემიჯნებიან ალეკო ელისაშვილს, მათ ტერორისტის მფარველებად მოიხსენიებს
- ნინო წილოსანი: ALDE არის ნაცების და ამ ბოროტი ძალის მფარველი დასავლური დედაპარტია
- გრიგოლ გეგელია: "კითხვები ჰქონიათ, როდის გავრიცხავთ ელისაშვილს — არასდროს, ბატონებო"
- ALDE: მოვუწოდებთ პარტნიორებს, შეზღუდონ იმ აღჭურვილობის გადაცემა, რომელიც შეიძლება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული
-
შექმნეს ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-ით ტენის შექმნეს ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-ით ტენის
გადახედვა
-
შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელმაც თაგვებში ტვინის დაბერება უკუაქცია შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელმაც თაგვებში ტვინის დაბერება უკუაქცია
გადახედვა
-
ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე რუმენ რადევს ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს ირაკლი კობახიძე რუმენ რადევს ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
გადახედვა
-
ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ექსპრეზიდენტ რუმენ რადევის პარტიამ გაიმარჯვა ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ექსპრეზიდენტ რუმენ რადევის პარტიამ გაიმარჯვა
გადახედვა
-
9-თვიანი ვადა გასდით სარჩელზე და ან უნდა აკრძალონ პარტიები ან რამე ახალი მოიფიქრონ და ვადა გადაიგრძელეს — თამარ ჩერგოლეიშვილი "ფედერალისტების" აკრძალვაზე 9-თვიანი ვადა გასდით სარჩელზე და ან უნდა აკრძალონ პარტიები ან რამე ახალი მოიფიქრონ და ვადა გადაიგრძელეს — თამარ ჩერგოლეიშვილი "ფედერალისტების" აკრძალვაზე
გადახედვა
-
Tegeta Comfort — დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე Tegeta Comfort — დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
-
იუპიტერის სინანული და ჯემალ ქარჩხაძის სხვა მოთხრობების ახალი კრებული იუპიტერის სინანული და ჯემალ ქარჩხაძის სხვა მოთხრობების ახალი კრებული
-
ახლა, როცა დიქტატორი უკვე ღიად აპირებს თავისი შვილის პრემიერად დანიშვნას და დინასტიური მმართველობის ჩაბეტონებას, რა დროს წარსულის გარჩევებია? ახლა, როცა დიქტატორი უკვე ღიად აპირებს თავისი შვილის პრემიერად დანიშვნას და დინასტიური მმართველობის ჩაბეტონებას, რა დროს წარსულის გარჩევებია?
გადახედვა
-
სოსო ფხაკაძე: Trump Tower ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას პრემიუმ უძრავი ქონების გლობალურ ბაზარზე სოსო ფხაკაძე: Trump Tower ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას პრემიუმ უძრავი ქონების გლობალურ ბაზარზე
გადახედვა
-
Blue Origin-მა გამოყენებული რაკეტა ხელახლა გაუშვა და უკან წარმატებით დააბრუნა — ნახეთ Blue Origin-მა გამოყენებული რაკეტა ხელახლა გაუშვა და უკან წარმატებით დააბრუნა — ნახეთ
გადახედვა
-
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარტიების აკრძალვის სარჩელისთვის ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარტიების აკრძალვის სარჩელისთვის ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა
გადახედვა
-
ფეისბუქსა და ლინკდინზე 10-დან 9 ინგლისური პოსტი AI-ის დაწერილია — კვლევა ფეისბუქსა და ლინკდინზე 10-დან 9 ინგლისური პოსტი AI-ის დაწერილია — კვლევა
გადახედვა
-
იმ პოლიტიკით, რომელსაც "ქართული ოცნება" ახორციელებს, ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, შესაბამისად, მშვიდობას მოაქვს ინვესტიციები — კალაძე Trump Tower-ის პროექტზე იმ პოლიტიკით, რომელსაც "ქართული ოცნება" ახორციელებს, ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, შესაბამისად, მშვიდობას მოაქვს ინვესტიციები — კალაძე Trump Tower-ის პროექტზე
გადახედვა
-
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა ისრაელი ადასტურებს, რომ ირანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
გადახედვა
-
აშშ-ში კაცმა 8 ბავშვი მოკლა, მათგან 7 საკუთარი შვილი იყო აშშ-ში კაცმა 8 ბავშვი მოკლა, მათგან 7 საკუთარი შვილი იყო
გადახედვა
-
მოძრაობა "ხმა" უფასო სასკოლო კვების დასანერგად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს მოძრაობა "ხმა" უფასო სასკოლო კვების დასანერგად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
რატომ ვგრძნობთ ფიზიკურ სიმსუბუქეს ტირილის შემდეგ? რატომ ვგრძნობთ ფიზიკურ სიმსუბუქეს ტირილის შემდეგ?
-
მარნეულში პოლიციამ ბრალდებულის სახით 25 წლის კაცი დააკავა, რომელმაც მეზობელი ცივი იარაღით დაჭრა მარნეულში პოლიციამ ბრალდებულის სახით 25 წლის კაცი დააკავა, რომელმაც მეზობელი ცივი იარაღით დაჭრა
გადახედვა
-
საია-მ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების სისტემური წამების შემთხვევებზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი წარადგინა საია-მ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების სისტემური წამების შემთხვევებზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი წარადგინა
გადახედვა
-
10 წელიწადში AI ტიმოთი შალამეს პროფესიას აითვისებს, თუმცა ბალეტს ვერ ჩაანაცვლებს — შარლიზ ტერონი 10 წელიწადში AI ტიმოთი შალამეს პროფესიას აითვისებს, თუმცა ბალეტს ვერ ჩაანაცვლებს — შარლიზ ტერონი
გადახედვა
კომენტარები