ევროსაბჭო და ევროპარლამენტი რუსული ბუნებრივი გაზის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის რეგულაციაზე შეთანხმდნენ
ევროსაბჭომ და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა რუსეთის ბუნებრივი გაზის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის რეგულაციაზე დროებით შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროსაბჭო ავრცელებს.
ეს რეგულაცია ევროკავშირის REPowerEU გეგმის ცენტრალურ ელემენტს წარმოადგენს, რომელიც მიზნად რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების დასრულებას ისახავს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაზის მიწოდება იარაღად გამოიყენა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარზე.
რეგულაცია ითვალისწინებს სამართლებრივად სავალდებულო, ეტაპობრივ აკრძალვას როგორც თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG), ისე მილსადენით მოწოდებული გაზის იმპორტზე რუსეთიდან. LNG-ის სრულად აკრძალვა ძალაში 2026 წლის ბოლოს შევა, ხოლო მილსადენის გაზის აკრძალვა — 2027 წლის შემოდგომაზე. ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს მდგრადი და დამოუკიდებელი ევროკავშირის ენერგომარკეტის შექმნის ზოგად მიზანს, პარალელურად უზრუნველყოფს ენერგომომარაგების უსაფრთხოებას.
"ეს დიდი გამარჯვებაა ჩვენთვის და მთელი ევროპისათვის. აუცილებელია დავასრულოთ ევროკავშირის დამოკიდებულება რუსულ გაზზე, და მისი მუდმივი აკრძალვა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ძალიან კმაყოფილი და ამაყი ვარ, რომ ასე სწრაფად შევძელით შეთანხმების მიღწევა ევროპარლამენტთან. ეს აჩვენებს ჩვენს ერთგულებას უსაფრთხოების გაძლიერებისა და ენერგომომარაგების დაცვის მიმართ", — განაცხადა დანიის კლიმატის, ენერგეტიკისა და კომუნალური მეურნეობის მინისტრმა, ლარს აგაარდმა.
ევროსაბჭოს მიერ გავცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ რუსული მილსადენის გაზისა და LNG-ის იმპორტი აიკრძალება რეგულაციის ძალაში შესვლიდან ექვსი კვირის შემდეგ, არსებული კონტრაქტებისთვის კი დარჩება გარდამავალი პერიოდი.
შეთანხმებაში ასევე დამატებულია მოთხოვნა ორივე კატეგორიის იმპორტის წინასწარ ავტორიზაციის საჭიროების შესახებ, რათა აკრძალვა რეალურად შესრულდეს, კერძოდ:
რუსული გაზის (და გარდამავალ პერიოდში მოქცეული იმპორტის) შემთხვევაში ინფორმაცია უნდა წარადგინონ შესვლამდე მინიმუმ 1 თვით ადრე. არარუსული გაზის შემთხვევაში — შესვლამდე 5 დღით ადრე, ხოლო Strandzha 1-ის გასასვლელ პუნქტზე — 7 დღით ადრე.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბიუროკრატიული დატვირთვის შესამცირებლად, ამ პროცესს არ დაექვემდებარება იმპორტი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც აკმაყოფილებენ გარკვეულ კრიტერიუმებს — მაგალითად, მნიშვნელოვანი მწარმოებელი ქვეყნები, რომლებიც 2024 წელს 5 მლრდ კუბურ მეტრზე მეტ გაზს აწვდიდნენ EU-ს და თავად აქვთ რუსულ გაზზე შეზღუდვები ან აკრძალვები.
კომისიას შეუძლია განაახლოს გამონაკლისების სია და საჭიროების შემთხვევაში სიიდან ამოიღოს ქვეყნები, მაგალითად, თუ დაფიქსირდა აკრძალვის გვერდის ავლა.
რეგულაცია ყველა წევრ ქვეყანას ავალდებულებს წარადგინოს ეროვნული დივერსიფიკაციის გეგმა, რომელიც აღწერს გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის ნაბიჯებსა და გამოწვევებს, რათა დადგენილ ვადებში გაზის რუსეთიდან იმპორტი სრულად შეწყდეს . აგრეთვე, წევრმა ქვეყნებმა კომისიას ერთი თვის განმავლობაში უნდა აცნობონ, აქვთ თუ არა რუსული გაზის მიწოდების მოქმედი კონტრაქტები ან ეროვნული აკრძალვები.
იგივე ვალდებულება შეეხება იმ ქვეყნებსაც, რომლებიც კვლავაც იღებენ რუსულ ნავთობს. კომისია ასევე ნავთობის იმპორტის ეტაპობრივი დახურვის საკანონმდებლო წინადადების მომზადებას 2027 წლის ბოლომდე გეგმავს.
შეთანხმებაში დამატებულია "წესების არშესრულების შემთხვევაში, როგორც კომპანიებისთვის, ისე ფიზიკური პირებისთვის, ეფექტიანი, პროპორციული და შემაკავებელი სანქციების მექანიზმი.
შეთანხმების მიხედვით, შენარჩუნებულია "შეჩერების მუხლი", რომელიც გამონაკლისს ქმნის მძიმე ენერგეტიკული კრიზისის შემთხვევაში — რეგულაციის დროებითი შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი აუცილებლობით, საგანგებო მდგომარეობისას, შეზღუდული დროით და მხოლოდ მოკლევადიან კონტრაქტებზე.
კომისია რეგულაციის შესრულებას, მათ შორის წინასწარი ავტორიზაციის მექანიზმებს ორი წლის შემდეგ შეაფასებს.
დროებითი შეთანხმება ახლა საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცონ, რის შემდეგაც ოფიციალურად იქნება მიღებული.
ცნობისთვის, რუსეთის აგრესიის შემდეგ უკრაინაში, ევროკავშირის ლიდერები 2022 წლის ვერსალის დეკლარაციით შეთანხმდნენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდება რუსულ წიაღისეულ საწვავებზე დამოკიდებულება.
ამის შედეგად, ბოლო წლებში ევროკავშირში რუსეთიდან გაზისა და ნავთობის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. ნავთობის იმპორტი 2025 წლისათვის 3%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა, თუმცა გაზის იმპორტი კვლავაც შეადგენს დაახლოებით 13%-ს, რაც წელიწადში 15 მილიარდ ევროს უდრის.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები