ადვოკატი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომლებმაც დაკავებულზე სასტიკად იძალადეს
"დაცვის მხარეც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომლებმაც დაკავებულ ადამიანზე სასტიკად იძალადეს", — ამის შესახებ ლელო — ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა სასამართლო სხდომის შემდეგ თქვა.
"სასამართლომ ალეკო ელისაშვილი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა და არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა გირაოსთან დაკავშირებით. ეს კი მოსალოდნელი იყო. სავარაუდოდ, ჩვენ სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას. ალეკო ელისაშვილი აღიარებს ქმედებას და არა ბრალის დადგენილებას. ალეკომ დანაშაულის ჩადენისგან ხელი აიღო იმიტომ, რომ დაინახა შენობაში შემოსული მანდატურები, მას იარაღის გამოყენებაც შეეძლო, თუმცა ეს არ უცდია - იცით, რომ ის კარგად ფლობს იარაღს. მისი მთავარი პრიორიტეტი, რომ შენობის გადაწვა ყოფილიყო და არა ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება, ის ადვილად გაანეიტრალებდა სამივე მანდატურს და შენობას გადაწვავდა. ალეკო ელისაშვილი ადასტურებს, რომ სასამართლოს კანცელარიის შენობაში იმყოფებოდა, ასევე ის პროცესზე ვერ დაადასტურებდა, თავად არის თუ არა ვიდეოკადრებში, რადგან ჩანაწერები არ უნახავს. ალეკო მუდმივად იარაღით გადაადგილდება, მაგრამ იმ დღეს იარაღის ქონა არ ნიშნავს, რომ პოლიტიკოსი იარაღის გამოყენებას შენობაში აპირებდა.რაც შეეხება მანდატურების ქმედებას, სახალხო დამცველის აპარატი მუშაობს ამ საკითხზე, სამწუხაროდ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გააუქმეს, რომელსაც უნდა ეს ქმედებები უნდა გამოეძიებინა. ჩვენ დაცვის მხარეც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომლებმაც დაკავებულ ადამიანზე სასტიკად იძალადეს", — განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.
ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მან 29 ნოემბერს, დილით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.
- ალეკო ელისაშვლს თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობისთვის ბრალს დღეს წარუდგენენ
- ალეკო ელისაშვილს ბრალი გადაუკვალიფიცირეს — მას ტერორიზმს ედავებიან
პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს ბრალი გუშინ, 30 ნოემბერს წარუდგინა. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ პოლიტიკოსს ბრალი "თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე" წარედგინა.
ელისაშვილი ფაქტს ადასტურებს, მაგრამ ბრალს არ აღიარებს.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია ძლიერი საქართველო — ლელოს ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
- "მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის" — ელისაშვილის სიტყვა სასამართლოში
- ალეკო ელისაშვილი: ირაკლი [კუპრაძეს] თუ ფიქრობთ, რომ საერთო საქმე დავაზიანე ბოდიშით, ეგ განზრახვა არ მქონია
- პროკურატურამ ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარუდგინა
- ადვოკატი: ალეკო ელისაშვილი თვლის, რომ ქმედებები, რაც ჩაიდინა, მისი პროტესტის გამოხატვის ფორმაა, უსამართლო სასამართლოს მიმართ იყო მიძღვნილი და ზოგადად, ეს იყო სოლიდარობა პოლიტპატიმრებისთვის
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები