ბალდის მცხოვრებლების პროტესტის მიუხედავად, პოლიციამ კანიონის ტერიტორიაზე ინვესტორი კომპანიის დაცვა "პიკაპით შეაპარა"
მოძრაობა "ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად" ცნობით, ბალდის მცხოვრებლები კანიონის ტერიტორიაზე ინვესტორი კომპანიის დაცვას არ უშვებდნენ. მათი განცხადებით, 29 ნოემბერს, ორ დღეში, საიჯარო ხელშეკრულების 3-წლიანი ვადა იწურება. მოძრაობა უკვე ორ წელზე მეტია ტერიტორიის კერძო მეიჯარეებზე გასხვისებას აპროტესტებს და მათი მოთხოვნაა — "მალულად გაცემული იჯარის ხელშეკრულება" არ გახანგრძლივდეს.
"კომპანიის თანამშრომლები ცდილობენ, რომ ტერიტორიაზე შეიყვანონ დაცვა. 2 დღეა დარჩენილი კომპანიის საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლამდე. გვინდა, მივიღოთ ზუსტი და ნორმალური პასუხი. ჩვენი მოთხოვნაა, კომპანიას არ გაუხანგრძლივდეს ხელშეკრულება.
აქ ვდგავართ ქალები, გვინდა, რომ დავიცვათ ჩვენი შვილები, რომ არ იყოს მეტი დაძაბულობა, რაც აქამდე ხდებოდა. კანიონი გვეკუთვნის ჩვენ, ჩვენი და უნდა იყოს ჩვენი. არ გვინდა იჯარა და გასხვისება.
არ შედის და ვცდილობთ, რომ არ შევუშვათ კანიონის დაცვა, სხვა ყველას შეუძლია, გაიარ-გამოიაროს," — თქვა ბალდელმა ქალმა. (ტექსტი "პუბლიკა")
მოგვიანებით, მოძრაობამ სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, რომელშიც მათი განცხადებით პოლიციამ "კომპანიის დაცვის თანამშრომელი მიტაცებულ კანიონში პიკაპით შეაპარა".
"პოლიცია მოძალადე კომპანიის სამსახურში!
ბალდელმა დედებმა კომპანიის დაცვის თანამშრომელი მიტაცებულ კანიონში არ შეუშვეს. პოლიციის ეკიპაჟმა ის დედებისგან მალულად, შემოვლითი გზით, პოლიციის პიკაპით შეაპარა", — წერენ სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებენ.
შეგახსენებთ, 2022 წელს ბალდის კანიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის შპს "კანიონი 350-მა" აუქციონზე 24 130 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 40 წლის იჯარით მიიღო. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას სამი წლის განმავლობაში უნდა შეესრულებინა ინფრასტრუქტურული სამუშაოები და არანაკლებ 2.8 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაედო.
მოსახლეობის თქმით, სააგენტომ სამართლებრივი მოთხოვნები დაარღვია, რადგან კანიონის იჯარით გაცემის გადაწყვეტილება ადგილობრივების ინფორმირების და მათთან შეთანხმების გარეშე მიიღო.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები