კანონის დარღვევის შემთხვევაში არასრულწლოვანი "სპეციალურ რეაბილიტაციის ცენტრში" მოიხდის სასჯელს —"ოცნების" ახალი კანონპროექტი
ქართული ოცნება არასრულწლოვანებზე კანონის მიღებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც 14 წლამდე მოზარდები კანონის დარღვევის შემთხვევაში "სპეციალურ რეაბილიტაციის ცენტრში" მოიხდიან სასჯელს. კანონპროექტის მიხედვით, ამისთვის "დასაბუთებული ვარაუდი" უნდა არსებობდეს.
"კანონთა კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ – ასე ჰქვია კანონპროექტს.
საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში 14 წლამდე მიუღწეველ პირებზე სამართლებრივი დევნა არ იწყებოდა. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ "ამგვარი ქმედების პრევენციის ეფექტიანი მექანიზმი არ არსებობს".
"სწორედ აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ შემუშავდა "კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებები. დასახელებული კანონის მოქმედება გავრცელდება არასრულწლოვანზე, რომელთან მიმართებითაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება და ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია თოთხმეტი წელი," — ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება მოხდება კანონით პირდაპირ განსაზღვრული შემდეგი საფუძვლების არსებობისას:
•კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ალტერნატიული ზრუნვის მიზნით განთავსებულია სახელმწიფო ზრუნვაში და ვერ ხორციელდება სერვისის/პროგრამის შესრულება;
• კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომართვის არსებობის შემთხვევაში;
• პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შემდეგ მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომლის ჩადენისათვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას;
• პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება არასრულწლოვნის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომლის ჩადენისათვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას (მიუხედავად იმისა, არასრულწლოვანი ჩართულია თუ არა სერვისში/პროგრამაში).
განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით მათ საჭირო სერვისში/პროგრამაში ჩართვას და "მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებას". აღნიშნულ პროცესებში ჩართულნი იქნებიან ფსიქოლოგები, იურისტები, ექიმები და მულტიდისციპლინური ჯგუფი და ასევე სასამართლო რომელიც გადაწყვეტს არასრულწლოვანის აღნიშნულ სახლში განთავსების საკითხს.
"[კანონპროექტში ცვლილებები] მიმართულნი არიან არა არასრულწლოვანის დასჯისკენ, არამედ მისი დახმარებისკენ, დაცვისა და შესაბამისი სოციალური უნარების გამომუშავებისკენ. აღნიშნულ პროცესში მიღებული თითოეული გადაწყვეტილება დაეფუძნება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს და მიიღება მულტიდისციპლინური მიდგომით, რაც გულისხმობს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საჭიროებების განსაზღვრაში სხვადასხვა სპეციალიზაციის მქონე (მაგალითად, ფსიქოლოგი, იურისტი, ექიმი და სხვა) პირების ჩართულობას. რაც შეეხება, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართებას, აღნიშნულ პროცესში ჩართული იქნება როგორც მულტიდისციპლინური ჯგუფი, ასევე სასამართლო, რომელიც გადაწყვეტს არასრულწლოვნის აღნიშნულ სახლში განთავსების საკითხს".
არასრულწლოვანის აღნიშნულ ცენტრში გადამისამართებას პროკურორი განაგებს. არასრულწლოვანი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა გადამისამართდეს აღნიშნულ ცენტრში, სადაც პირზე ინფორმაციის შეგროვება იწყება. "გამოსასწორებელ" ცენტრს უფლება აქვს სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანოდან ან/და სხვა ისეთი პირიდან ან დაწესებულებიდან გამოითხოვოს არასრულწლოვანზე საჭირო ინფორმაცია.
იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის ან/და მისი საკონტაქტო ინფორმაციის დადგენა ვერ მოხერხდება ან ის უარს ამბობს ცენტრთან თანამშრომლობაზე, არასრულწლოვანს დაენიშნება წარმომადგენელი, რომელიც განახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას არასრულწლოვანის სახელით და მისი საუკეთესო ინტერესების დასაცავად. ცენტრის მიზანია "კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში" მოამზადოს, რაც შემდეგ მულტიდისციპლინურ ჯგუფს გადაეცემა და ის გადაწყვეტს არის, თუ არა საჭიროება არასრულწლოვანის პროგრამაში ჩართვა.
კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი შედგება რამდენიმე ეტაპისგან, კერძოდ:
• კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ცენტრში გადამისამართება;
• კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მდგომარეობისა და მისი ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება;
• კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში ჩართვა ან/და გადამისამართება;
• კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში მონაწილეობის მონიტორინგი;
• შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდეგ არასრულწლოვანის მდგომარეობაზე მონიტორინგის განხორციელება;
• კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება.
განმარტებით ბარათში ასევე ვკითხულობთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანის მშობელი ან კანონიერი მეურვე " ცენტრისთვის კანონმდებლობით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლას" ეცდება, მას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება. რაც შეეხება დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვანის აღნიშნულ პროექტში "მონაწილეობას" ის არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს და არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები.
"მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სერვისებში/პროგრამებში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მონაწილეობის საერთო ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და 12 თვეზე მეტი. აღნიშნული ვადა, საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით, ყოველ ჯერზე, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 თვის ვადით," — ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
აღნიშნული კანონპროექტის ავტორები ქართული ოცნების პარლამენტის შემდეგი დეპუტატები არიან: რატი იონათამიშვილი, არჩილ გორდულაძე, თენგიზ შარმანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზურაბ ქადაგიძე, თორნიკე ჭეიშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ალუდა ღუდუშაური.
- ლონდა თოლორაია: თქვენი 10 წლის შვილი, რომელმაც ბინიდან მოიპარა მურაბა, შესაძლოა მოათავსონ დახურულ დაწესებულებაში
- ბავშვების მხარდაჭერა ან რეაბილიტაცია თუ გინდა, ამას რომელიმე შენობაში გამოკეტვით ვერ გააკეთებ — ანა არგანაშვილი "ოცნებას"
- შალვა პაპუაშვილი: არასრულწლოვანების არა დასჯა, არა სისხლისსამართლებრივი დევნა, არამედ უნდა მოხდეს მათი ქცევის გამოსწორება
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები