პაპუაშვილი მარტა კოსს და ელჩ ჰერჩინსკის მოუწოდებს, მიმართონ მთავრობას და თუ ეს "ქართველი ხალხისთვის სასარგებლო პროექტი" იქნება, თანხმობას მისცემენ
ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ "ეძებენ გზებს, თუ როგორ გადასცენ ფული საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას".
პაპუაშვილის თქმით, "ქალბატონმა კოსმა და მისმა ელჩმა ჰერჩინსკიმ უნდა მიმართოს საქართველოს მთავრობას და თუ ეს იქნება ქართველი ხალხისთვის სასარგებლო პროექტი, მთავრობა რა თქმა უნდა თანხმობას მისცემს"
"უნდათ [ევროკავშირს] კვლავ რადიკალებში დახარჯონ ფული და თან ისე, რომ იმის პატივიც არ დაგვდონ, რომ ეს ყველაფერი ფარულად აფინანსონ და ქალბატონმა კოსმა რაც განაცხადა, რამე ღირებულებაში ჯდება?! თქვა, რომ ჩვენ ვეძებთ გზებს როგორ ავუაროთ გვერდი კანონებსო. ქალბატონმა კოსმა და მისმა ელჩმა ჰერჩინსკიმ მიმართოს საქართველოს მთავრობას, თუ ვინმეს დაფინანსება უნდათ და თუ ეს იქნება ქართველი ხალხისთვის სასარგებლო პროექტი, მთავრობა რა თქმა უნდა თანხმობას მისცემს. ქართველი ხალხის მიერ არჩეული მთავრობა ცდილობს მხოლოდ ერთ რამეს — საქართველოში უცხოური ფული დაიხარჯოს ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ და არა საწინააღმდეგოდ. ვინც საწინააღმდეგოდ აპირებს ფულის დახარჯვას, ისინი არიან, ვინც ცდილობს [კანონის] გვერდის ავლას.
ევროკავშირს აქვს დაწესებული რუსეთისთვის შეზღუდვები. ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრები და არანაირი ვალდებულება არ გვაქვს, მაგრამ ვთქვით, რომ უზრუნველვყოფთ, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს გვერდი არავინ აუაროს საქართველოში. ამაზე ერთი ამბავი ხომ ატეხეს, 15 რევიზია ხომ ჩამოგვდის და ვერცერთი ფაქტი ნახეს, რომ საქართველომ გვერდის ავლის შესაძლებლობა მისცა ევროკავშირის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. ახლა რას გვეუბნება უმაღლესი თანამდებობის პირი, ქალბატონი კოსი, რომ ის აპირებს ქართულ შეზღუდვებს - რომ პირდაპირ არ უნდა დააფინანსო და უნდა მიიღო მთავრობის თანხმობა, ახლა ეძებს გზებს, როგორ აუაროს გვერდი ქართულ რეგულაციებს. ევროკავშირის რეგულაციებს ჩვენ უნდა დავემორჩილოთ და ნაცვლად იმისა, რომ მადლობა გადაგვიხადონ, ჩვენ რეგულაციებს ისინი არ უნდა დაემორჩილონ?!", — თქვა პაპუაშვილმა სამთავრობო ტელეკომპანაი "იმედის" ეთერში.
შეგახსენებთ, რომ 18 ნომემებრს გაფართოების ფორუმის პანელურ დისკუსიაზე საქართველოს შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა რთულია, რადგან მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, თუ ვის მივცემთ ფულს.
"საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ეს რთულია, რადგან მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, თუ ვის მივცემთ ფულს, ფინანსური დახმარება გაორმაგდა და იქნება კიდევ უფრო მეტი. ჩვენ ახლა ვეძებთ გზებს, თუ როგორ გადავცეთ მათ ფული ისე, რომ არ დავაზარალოთ ისინი. მაგალითად, გასულ კვირას მქონდა დიალოგი კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც საქართველოს წარმომადგენელიც იმყოფებოდა", – განაცხადა კოსმა
ბრიუსელში გაფართოების ფორუმი გაიხსნა, სადაც საქართველო მიწვეული არ არის
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები