ადვოკატი: "ჯულიუს ბაერში" ხულიგნურად გააჩერეს როგორც ბატონი ივანიშვილის აქტივი, ასევე თანხაზე წვდომა შეუზღუდეს მის მეუღლეს და შვილებს
ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე 24 ნოემბერს, ლონდონის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის სარჩელზე გადაწყვეტილების გამოცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და "საზოგადოებას საკითხის პერიპეტიებს ახსენებს" .
ადვოკატი წერს, რომ სპეცსამსახურებმა, იგივე "დიპ სტეიტმა"საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკური დევნის პროცესში მთლიანად ჩამოანგრიეს შვეიცარიის საბანკო სისტემის პრესტიჟი, ხოლო ერთ დროს მსოფლიოში ნომერ პირველი ბანკი "კრედიტ სუისი" გაკოტრებამდე მიიყვანეს.
თემო წიქვაძე იმასაც წერს, რომ სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებად შვეიცარიაში, კერძოდ ბანკ "ჯულიუს ბაერში" სპეცსამასხურებმა ხულიგნურად გააჩერეს როგორც ბატონი ივანიშვილის აქტივი, ასევე თანხაზე წვდომა შეუზღუდა მის მეუღლეს და შვილებს, მიუხედავად იმისა, რომ რომ აშშ-ს წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები არანაირ კავშირში არ არის ამ თანხასთან.
ადვოკატი იმასაც წერს, რომ "ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ რა შედეგებითაც უნდა დასრულდეს სასამართლო და სავარაუდოდ, ორი ინსტანციის კვალდაკვალ მესამე ინსტანციაშიც გავიმარჯვებთ, ამ თანხების დაბრუნება არ მოხდება".
"ბოლო რამდენიმე დღეა ოპოზიციის წარმომადგენლებისა და კონკრეტული მედიასაშუალებების მხრიდან სპეკულაციურად განიხილება თემა, რომელიც 24 ნოემბერს, ლონდონში ჩანიშნულ სასამართლო პროცეს უკავშირდება. კერძოდ, სწორედ ამ დღეს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ბერმუდაზე დაწყებული დავის მესამე, საბოლოო ინსტანცია ბიძინა ივანიშვილის სარჩელზე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია გრძელდება და ყველა წინა დავა სწორედ ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.
სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვაპირებდით ამ თემაზე რაიმე სახის განცხადების ან განმარტების გაკეთებას მიუხედავად იმისა, თუ როგორი შედეგით დასრულდებოდა სამართლებრივი დავა, მაგრამ რადგან თემა პოლიტიკოსებმა პოლიტიკური გარჩევის საგნად აქციეს, გადავწყვიტეთ ქართული საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მოკლედ შეგვეხსენებინა საკითხის პერიპეტიები, რამეთუ ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებული ავაზაკური რეკეტი არის უპრეცედენტო და პოლიტიკური დევნისთვის ფინანსური ბერკეტების გამოყენების კლასიკური მაგალითი.
ბატონი ივანიშვილის მიმართ უცხოური სპეცსამსახურების, იგივე "დიპ სტეიტის" მხრიდან პოლიტიკური დევნა 2008 წელს დაიწყო. ეს ის დროა, როდესაც წინა ხელისუფლებამ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნები გააყალბა და ძალაუფლება მიიტაცა, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი სრულად დისტანცირდა ამ პოლიტიკური ძალისგან. ეს გადაწყვეტილება კატეგორიულად მიუღებელი იყო წინა ხელისუფლების გარე პატრონებისთვის, რის გამოც მიზანმიმართულად დაიწყეს შვეიცარიაში განთავსებული ფინანსური ანგარიშების დანგრევა.
მარტივად გადაიბირეს კონკრეტული პირი, "კრედიტ სუისში" მომუშავე პერსონალური ბანკირი პატრის ლესკუდრონი, რომლის ხელით გაძარცვეს ბატონი ივანიშვილის ანგარიშები, წლების შემდეგ კი ეს პიროვნება ტყეში, ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს, ხოლო ფაქტს თვითმკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭეს და საქმეც დაიხურა. სპეცსამსახურებმა საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკური დევნის პროცესში მთლიანად ჩამოანგრიეს შვეიცარიის საბანკო სისტემის პრესტიჟი, ხოლო ერთ დროს მსოფლიოში ნომერ პირველი ბანკი "კრედიტ სუისი" გაკოტრებამდე მიიყვანეს.
ჩვენ მიერ წარმოებული სამართლებრივი დავები 10 წელზე მეტია გრძელდება. უნდა აღინიშნოს, რომ საქმე მისი შინაარსიდან გამომდინარე უპრეცედენტოდ მარტივია - ხელის გულზე დევს მთელი სისტემის მხრიდან ერთი ადამიანის მიზანმიმართული დაყაჩაღების სქემა. ჩვენ მოვახერხეთ და სინგაპურში წარმოებული დავა გამარჯვებით დავასრულეთ, ასევე გავიმარჯვეთ ბერმუდაზე ორი ინსტანციის სასამართლოში და ახლა, სწორედ მესამე და უმაღლესი ინსტანცია გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ამ საქმეზე.
სასამართლო დავების პარალელურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა დროთა განმავლობაში ახალ მასშტაბებს და აბსურდულობის ახალ მწვერვალებს იპყრობდა, რაც საბოლოოდ დასრულდა იმით, რომ აშშ-ს წინა ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა მას საქართველოში "რუსული ინტერესების" გატარების საბაბით. აშკარად იკვეთება, რომ არაფორმალურ მმართველებს, იგივე "დიპ სტეიტს" აშკარად უჭირს სასამართლო სისტემის და პროცესების გაკონტროლება, მით უმეტეს, როდესაც საქმეში იოტისოდენა კითხვის ნიშნები არ არსებობს, მაგრამ მათ ხელთ აქვთ სხვა არაერთი ბერკეტი, მათ შორის ჩემ მიერ ხსენებული სანქციები.
გარდა იმისა, რომ ამერიკის წინა ადმინისტრაციიდან არავის აუხსნია, კონკრეტულად რის გამო დააწესეს სანქცია, რა იყო ის "რუსული ინტერესი", რომელიც ბატონმა ივანიშვილმა საქართველოში გაატარა, უსაფუძვლოდ, უმიზეზოდ დაწესებული სანქცია სწორედ იმ თანხაზე მიმართეს, რომლის შესახებ გადაწყვეტილება ლონდონში სწორედ 24 ნოემბერს გამოცხადდება. ეს არის ორიდან ერთ-ერთი მსხვილი აქტივი, რომელიც ბატონ ივანიშვილს უცხოეთში აქვს. სანქციების დაწესებამ იმ თანხაზე, რომელიც ჩემს მარწმუნებელს ჯერ საბოლოოდ სამართლებრივი გზით არ დაუბრუნებია, მარტივი მესიჯი იყო ჩვენთვის — "შესაძლოა სასამართლო მოიგოთ, მაგრამ აქტივის დაბრუნების საკითხს მაინც ჩვენ გადავწყვეტთ"!
არის კიდევ ერთი, უფრო მეტიც ცინიკური და თეთრი ძაფით ნაკრები საქმე სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებად შვეიცარიაში, კერძოდ ბანკ "ჯულიუს ბაერში". მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები არანაირ კავშირში არ არის ამ თანხასთან, ბანკმა ხულიგნურად გააჩერა როგორც ბატონი ივანიშვილის აქტივი, ასევე თანხაზე წვდომა შეუზღუდა მის მეუღლეს და შვილებს. და თუ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში შვეიცარიის ბანკი სრულიად აბსურდულად, მაგრამ მაინც საბაბად ამერიკულ სანქციებს იყენებს, ვერაფერს და არაფერს ამბობს იმაზე, თუ რატომ აქვს დაყადაღებული მეუღლის და შვილების თანხები. სპეცსამსახურები წინა ადმინისტრაციის ხელით ბატონი ივანიშვილის მეუღლეს და შვილებს „რუსული ინტერესების გატარებისთვის“ ვერ დაასანქცირებდნენ, რადგან ეს "დიპ სტეიტისთვისაც" კი გადამლაშება იქნებოდა, თუმცა სადაც ფორმალური მიზეზების მოძებნა უჭირთ, უხეშ, ყაჩაღურ მეთოდებზე გადადიან.
ასეთია ძალიან მოკლე მიმოხილვა იმ პროცესების, რომელიც წლებია გრძელდება და რომელმაც ჩვენ თვალწინ შექმნა უპრეცედენტო მაგალითი ადამიანის დევნის, ძარცვისა და შანტაჟის მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები დააყენა ყველაფერზე მაღლა და არ იქცა სპეცსამსახურების, იგივე "დიპ სტეიტის" მითითებების შემსრულებლად. სხვა მაგალითებს რომ თავი დავანებოთ, აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პირდაპირ აღიარებს, რომ წინა ადმინისტრაცია მთლიანად არაფორმალური გავლენების მქონე პირებისგან იმართებოდა, ხოლო თავად ხმალამოღებული იბრძვის ამ ძალების წინააღმდეგ. ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაწესებული სანქციებიც სწორედ ამ არაფორმალური მმართველების მიერ არის დაწესებული და ამ მხრივ ტრამპის გადაწყვეტილება ჩვენთვის იქნება რეალურად ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, არის თუ არა პრეზიდენტის ბრძოლა "დიპ სტეიტის" წინააღმდეგ რეალური.
რაც შეეხება ოპოზიციისა და მათ მიერ კონტროლირებული მედიის სპეკულაციებს ლონდონში ჩანიშნული ბოლო სასამართლოს, დაყადაღებული თანხებისა და ბრიტანეთიდან მოსალოდნელი თითქოს და დამატებითი სანქციების თაობაზე, გაუგებარია რა უხარიათ ამ გაკოტრებულ ძალებს. ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ რა შედეგებითაც უნდა დასრულდეს სასამართლო და სავარაუდოდ, ორი ინსტანციის კვალდაკვალ მესამე ინსტანციაშიც გავიმარჯვებთ, ამ თანხების დაბრუნება არ მოხდება.
აქვე საზოგადოებას დარწმუნებით და სრული პასუხისმგებლობით ვუცხადებთ, რომ ჩვენი მხარისთვის ისიც კი უცნობი იყო, რომ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა 24 ნოემბერს იგეგმებოდა, რაც საჯარო სივრციდან გავიგეთ. აღნიშნულის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ბატონი ივანიშვილი აბსოლუტურად შეგუებულია იმ ფაქტს, რომ არც "კრედიტ სუისის" საქმესთან დაკავშირებულ და არც "ჯულიუს ბაერში" აკუმულირებულ თანხებს (აღნიშნულ ბანკთან ბატონი ივანიშვილი მიმოწერასაც კი აღარ აწარმოებს მათი მხრიდან ჩადენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით), მას და მისი ოჯახის წევრებს არ განაკარგინებენ. ისევ და ისევ პოლიტიკური დევნისა და შანტაჟის გათვალისწინებით.
ბატონი ივანიშვილი და მისი ოჯახი ამ თანხების გარეშეც აგრძელებს ერთი მხრივ ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და ეკონომიკური სტაბილურობის დაცვას, მეორე მხრივ კი საქველმოქმედო საქმიანობას", — წერს თემო წიქვაძემ.
- ივანიშვილი ბრიტანეთის სასამართლოს სთხოვს, ძალაში დატოვოს გადაწყვეტილება, რომელიც Credit Suisse-ს $607 მლნ-ის გადახდას აკისრებს
- სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ის ერთეულს ივანიშვილისთვის $742.7 მილიონის გადახდა დააკისრა
- ივანიშვილის ადვოკატების თქმით, ბერმუდის სასამართლომ Credit Suisse-ის საქმეზე გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ს ივანიშვილისთვის $926 მილიონის გადახდა დააკისრა
- ადვოკატების განცხადებით, Credit Suisse ივანიშვილის შანტაჟით შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯს ანგრევს
- ბლუმბერგის ცნობით, Credit Suisse-მა ივანიშვილს $210 მილიონი გადაუხადა
- კობახიძე: Credit Suisse გამოიყენება პოლიტიკური შანტაჟისთვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
- კობახიძე Credit Suisse-ზე: არ იცნობენ ისინი ბიძინა ივანიშვილს
- ივანიშვილი Credit Suisse-თან დავაში ისევ პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს
- კახა კალაძე Credit Suisse-ის საქმეზე: ივანიშვილს არ იცნობენ, მის შანტაჟს ვერავინ შეძლებს
- ივანიშვილის ადვოკატები: არცერთმა წამყვანმა შვეიცარულმა მედიამ Credit Suisse-ზე პრესრელიზი არ გააშუქა
- ივანიშვილმა Credit Suisse-სგან ევროპული პარლამენტის რეზოლუციაზე წერილი მიიღო — იურიდიული ფირმა
- კობახიძე Credit Suisse-ზე: ვიღაც არ უფრთხილდება შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაციას
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები