იგორ კოჩიევი: ერთადერთი სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება ჩორჩანას საგუშაგოს აღება
"თუ თავად საქართველოს ხელმძღვანელობა აღიარებს ამ საგუშაგოს განთავსების შეცდომას, მაშინ ერთადერთი სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება ამ საგუშაგოს აღება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან", — ამის შესახებ ერგნეთში გამართული მოლაპარაკების შემდეგ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, იგორ კოჩიევმა განაცხადა.
"საგუშაგოს განთავსების ინიციატორს, იმ დროს საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და შემდგომში უკვე პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას ამჟამად საქართველოს პროკურატურამ დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა, რადგან თავად საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფება და სავარაუდოდ გერმანიაშია.
იმ ბრალდებებს შორის, რომლებიც ბატონ გახარიას საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან წარდგენილი აქვს, ერთ-ერთია საპოლიციო საგუშაგოს მოწყობის გზით უისტრის დასახლების რაიონში მდგომარეობის დესტაბილიზაციის მოწყობა. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ თუ თავად საქართველოს ხელმძღვანელობა აღიარებს ამ საგუშაგოს განთავსების შეცდომას, მაშინ ერთადერთი სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება ამ საგუშაგოს აღება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან," — ამბობს იგორ კოჩიევი.
საგუშაგოს გაუქმების შესახებ ეს იგორ კოჩიევის პირველი განცხადება არ ყოფილა. მან ამის შესახებ სექტემბრის ბოლოს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგაც განაცხადა.
მან მაშინ იმედი გამოთქვა, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სოფელ წნელისთან განლაგებული ქართული ბლოგპოსტის გაუქმდება.
"არსებობს სერიოზული იმედები, რომ ეს ქართული ბლოგპოსტი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან მოიხსნება და გაუქმდება", — განაცხადა კოჩიევმა.
როგორც სააგენტო "რესი" წერდა, მას ეს იმედები საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებებს უკავშირდება იმასთან დაკავშირებით, რომ პოსტის განლაგება "სერიოზული შეცდომა" იყო.
"ეს შეიძლება იყოს შიდა პოლიტიკური ბრძოლა საქართველოში, მაგრამ ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ ეს საკითხი წამოჭრა და აღიარებს, რომ მისი ჩადგმა შეცდომა იყო, გარკვეულ იმედს უტოვებს", — დასძინა კოჩიევმა.
შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბერს სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ე.წ ჩორჩანას ეპიზოდზე ყოფილ პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. პროკურატურის განმარტებით, საშიშროებაა ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო. გიორგი გახარია სასამართლო სხდომას არ დასწრებია. ის საქართველო მიმდინარე წლის ივნისში დატოვა.
მეტი ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე:
- გახარიას თქმით, მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყება ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო მუქარის აღსრულებაა
- გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- ბერდიას სიჭინავას თქმით, გიორგი გახარიას საქმეში ნანა კაკაბაძის, ვახტანგ შაქარაშვილის, კახი კახიშვილის და ვახტანგ გომელაურის ჩვენებები დევს
- პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ 20-21 ივნისის საქმეზე და ჩორჩანას ეპიზოდზე სისხლის სამართლის დევნა დაიწყო
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
კომენტარები