თამთა მიქელაძე: [ემიგრანტები] სახელმწიფოსთვის უკვე მოქალაქეებადაც აღარ მიიჩნევიან, არჩევნებში მონაწილეობა ხომ პოლიტიკური მოქალაქეობის ფუნდამენტური ატრიბუტია?!
ფოტო: EMC
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე ქართული ოცნების ახალ ინიციატივას ეხმაურება, რომლის ფარგლებშიც საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობა შეეზღუდებათ, თუ 4 წელიწადში ერთხელ სამშობლოში არ ჩამოვლენ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
თამთა მიქელაძის თქმით, "მოქალაქეები, რომლებიც ამ სახელმწიფოს უსამართლობამ და ბოროტებამ აიძულა დაეტოვებინათ ქვეყანა, ამავე სახელმწიფოსთვის უკვე მოქალაქეებადაც აღარ მიიჩნევიან, არჩევნებში მონაწილეობა ხომ პოლიტიკური მოქალაქეობის ფუნდამენტური ატრიბუტია?!".
"საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის საარჩევნო ხმის ჩამორთმევა არა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც მეტწილად ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის (ყველა ბოლო არჩევნების შედეგი ამას აჩვენებს) არჩევნებიდან გამორიცხვას ემსახურება და სავარაუდოდ მომავალ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე გათვლილი საარჩევნო მანიპულაციაა, არამედ მას აქვს ძალიან მძიმე უფლებრივი პრობლემებიც.
არჩევნებში მონაწილეობა არის არა პრივილეგია, არამედ მოქალაქეობიდან გამომდინარე ფუნდამენტური უფლება. რომელიმე ჯგუფისთვის ამ უფლების აბსოლუტური და ზოგადი ჩამორთმევა ხელისუფლების "დამაჯერებელი", "გონივრული" და "პროპორციული" ახსნით უნდა იყოს გამართლებული. დამაჯერებელი არგუმენტები, თუ რატომ შეიძლება ჩვენს მოქალაქეებს ეს უფლება ჩამოერთვათ ახლა, მაშინ როცა ათწლეულებია ისინი ამ უფლებით სარგებლობდნენ, "ქართულმა ოცნებამ" ვერ წარმოადგინა. არგუმენტი "გარე ჩარევის" შესახებ ტყუილია. საზღვარგარეთ არჩევნებს ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები ატარებენ, პროცესი მათო სრული კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს და ამდენი წლის განმავლობაში გარე ჩარევის შესახებ არც ერთი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მიტომაც როცა ასეთი ახსნა და არგუმენტები საერთოდაც არ არსებობს, ადამიანებისთვის უფლებების ფართომასშტაბიანი ჩამორთმევა მიიჩნევა თვითნებურად და ის მკაფიოდ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დოქტრინას, რომ უფლებებში ჩარევამ არ უნდა დააზიანოს დემოკრატიის არსი.
ანუ მოქალაქეები, რომლებიც ამ სახელმწიფოს უსამართლობამ და ბოროტებამ აიძულა დაეტოვებინათ ქვეყანა და რომლებიც უმძიმესი შრომისა და დაშორებისა და განცალკევების მელანქოლიის რეალობაში ცხოვრობენ, ახლა ამავე სახელმწიფოსთვის უკვე მოქალაქეებადაც აღარ მიიჩნევიან, არჩევნებში მონაწილეობა ხომ პოლიტიკური მოქალაქეობის ფუნდამენტური ატრიბუტია?!
დემოკრატიის თეორიებში ეს მიიჩნევა selective disenfranchisement-ად, ანუ შერჩეული ჯგუფებისთვის უფლებებისა და პოლიტიკური ძალაუფლების განზრახ ჩამორთმევად, ელიტების პოლიტიკური სარგებლისთვის. უფრო მეტიც, როცა სახელმწიფო თავისი მოქალაქეების დიდ ნაწილს პოლიტიკური სხეულიდან გამოდევნის, იქმნება ფენომენი, რომელსაც კვლევებში "დემოსის შემცირება" ეწოდება ანუ მმართველი ელიტების მიერ ზემოდან "ხალხის" ხელოვნურად ხელახალი განსაზღვრა, რაც ავტორიტარიზმის კლასიკური მექანიზმია.
არა ერთი კვლევით დასტურდება, რომ მიგრაცია არ აუქმებს პოლიტიკური კავშირის ხარისხს სახელმწიფოსთან და სამშობლოსთან. პირიქით, დიასპორა ხშირად რჩება ეკონომიკურად, ემოციურად და სოციალური ქსელებით ერთ-ერთ ყველაზე ჩართულ ჯგუფად.
ამას ჩვენს რეალობაშიც ვხედავთ: ჩვენი ემიგრანტები ინარჩუნებენ ოჯახურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ კავშირებს, აგზავნიან ფულად გზავნილებს, ეხმარებიან ოჯახებს და ხშირად უფრო მზარდ პოლიტიკურ ინტერესს გამოხატავენ, ვიდრე ქვეყნის შიგნით მცხოვრები მოქალაქეები. არ დაგვავიწყეს ისიც, რომ ემიგრაციას ჩვენთან მკვეთრად გამოხატული გენდერული ასპექტი აქვს და ის ყველაზე მეტად სწორედ ქალებს ეხება.
ძალიან სევდიანია და მძიმე ამის გააზრება, რომ ყველაზე მშრომელ, თავდადებულ და მედეგ მოქალაქეებს საკუთარი სამშობლო პოლიტიკურად უარყოფს და აძევებს ჩვენს თვალ წინ.
საინტერესოა ქართული ოცნების მხარდამჭერები საკუთარი ცოლებისთვის, დედებისთვის, დებისთვის საარჩევნო უფლების და საბოლოოდ, პოლიტიკური მოქალაქეობის ჩამორთმევას, როგორ მიიღებენ', — წერს თამთა მიქელაძე.
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები