სახალხო დამცველი შეკრება-მანიფესტაციის კანონის გამკაცრებაზე ODIHR-ის დასკვნას ეხმაურება
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების გამკაცრების კანონზე სამართლებრივ შეფასებას ეხმაურება.
მისი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნით, ნიღბის ტარებისა და გზის გადაკეტვისთვის თავისუფლების აღკვეთის შემოღება წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დაცული ქმედების კრიმინალიზაციას
"სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა შეისწავლა საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებები, რომლითაც დაწესდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის რიგი ნორმების განმეორებითი დარღვევისა და კიდევ ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისათვის.
ეუთო/ოდირის დასკვნის მიხედვით, ცალკეული არაძალადობრივი ქმედებებისათვის (ნიღბის ტარების, უკანონოდ მიჩნეულ აქციებში მშვიდობიანი მონაწილეობისა თუ გზების გადაკეტვის ჩათვლით) თავისუფლების აღკვეთის შემოღება, საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანისა თუ ასეთი ზიანის გამოწვევის განზრახვის მტკიცებულების გარეშე, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დაცული ქმედების კრიმინალიზაციას.
ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე.
ცვლილებები ასევე ახდენს იმ ვერბალური შეურაცხყოფისა თუ სხვა "შეურაცხმყოფელი ქმედების" კრიმინალიზებას, რომლებიც მიმართულია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისა და სხვა ცალკეული მოხელეების წინააღმდეგ და სასჯელის სახით ითვალისწინებს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, არაერთგზის მათი ჩადენის შემთხვევაში. ეუთო/ოდირის დასკვნის მიხედვით, ასეთი ბუნდოვანი და ფართო ტერმინოლოგია, რომელიც იძლევა სუბიექტური ინტერპრეტაციის საშუალებას, ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სამართლით მოთხოვნილ — კანონიერების, სიცხადისა და განჭვრეტადობის სტანდარტებს.
ეუთო/ოდირის შეფასებით, 2025 წლის ოქტომბრის ზემოაღნიშნული ცვლილებები სერიოზულ წუხილებს წარმოშობს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებთან საქართველოს შესაბამისობის თაობაზე", — წერია სახალხოს დამცველის აპარატის მერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები