53 არასამთავრობო ორგანიზაცია: ანტიკორუფციული ბიურო გამოიყენება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დევნის ინსტრუმენტად
ფოტო:
რაჟდენ კუპრაშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარე
"სახელმწიფო ანტიკორუფციული ბიურო გამოიყენება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დევნის ინსტრუმენტად", — ამის შესახებ 53 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათი თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება საჯაროდ საუბრობს კორუფციასთან ბრძოლაზე, პრაქტიკაში, სახელმწიფო რესურსები მიტაცებულია პოლიტიკური ელიტის და მასთან დაახლოებული ბიზნესის მიერ, რომლებიც მდიდრდებიან გამჭვირვალობის, სამართლიანი კონკურენციისა და საჯარო ანგარიშვალდებულების იგნორირების ხარჯზე".
2025 წლის 4 სექტემბერს, "გრანტების შესახებ კანონში" ამა წლის აპრილში მიღებული ცვლილებების ფარგლებში, ბიურომ 80-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის "მონიტორინგი" დაიწყო. გავრცელე ბულ განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გაერთიანების თავისუფლებას და არათანაბრად აზარალებს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებაზე მომუშავე ორგანიზაციებს.
"ეს ქმედებები ასახავს მზარდ ტენდენციას, რომლის პირობებშიც მიტაცებული სახელმწიფო აპარატი მიმართულია სამოქალაქო სექტორის საქმიანობის შეზღუდვაზე, ხოლო ხელისუფლების კორუმპირებული წარმომადგენლები ხელშეუხებლები რჩებიან. კონტროლი გარდაიქმნება რეპრესიად, რომელიც ნიღბად იყენებს სამართლიანობას. ასეთი შერჩევითი ქმედება ზღუდავს სამოქალაქო თავისუფლებებს, სპობს სამოქალაქო ორგანიზაციების შესაძლებლობას გამოთქვან დამოუკიდებელი აზრი ან ხელისუფლებას პასუხი მოსთხოვონ კორუფციაზე ან სხვა სახის დანაშაულებზე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ მომავალს.
ყველასთვის ნათელია “ქართული ოცნების” ორმაგი სტანდარტი. მაშინ როდესაც “ქართულ ოცნების” მაღალჩინოსნები და მათთან ასოცირებული ბიზნესები კორუფციაშია გახვეული, “ქართული ოცნებისვე” შექმნილი ზედამხედველობის მექანიზმები მიმართულია მხოლოდ მათ წინააღმდეგ, ვინც კორუფციას ამხელს. ეს არ არის ანტიკორუფციული პოლიტიკა — ეს კორუფციის და კორუფციული მექანიზმების დაცვის სქემაა, რომლითაც იდევნება კორუფციის მამხილებელი დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორი", — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
არასამთავრობო სექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ დამოუკიდებელი მონიტორინგის თანახმად, 2013 წლიდან მოყოლებული, კომპანიებმა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან და პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან, სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვების შედეგად 3.28 მილიარდ ლარზე მეტი მიიღეს. მათ შორის, 2020–2024 წლებში სახელმწიფო ტენდერებით 1.028 მილიარდი ლარი მიენიჭათ კომპანიებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მმართველი პარტიის დონორებთან, ხოლო მათივე შემოწირულებების ოდენობამ 7.7 მილიონი ლარი შეადგინა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები