მარიამ ლაშხი: "კრიმინალური დანაშაულია, რაც ამაღლობელის შემთხვევაში მოხდა. მე [საჩივრით] არა მხოლოდ ჩემი ბავშვები, არამედ სხვაც დავიცავი"
ოცნების პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, გახარია საქართველოსთვის ფრაქციის წევრმა, სოფო ხორგუანმა მარიამ ლაშხის ინციდენტი გაიხსენა, როდესაც ოცნების დეპუტატის საჩივრის საფუძველზე, სასამართლომ შეურაცხყოფის ბრალდებით 2 აქტივისტი სტუდენტი ციხეში გაუშვა. შემდეგ ხორგუანმა მზია ამაღლობელის საქმე ახსენა და ლაშხს განუცხადა, რომ პოლიციამ ამაღლობელს შეურაცხყოფა მიაყენა და მისგან განსხვავებით, მან თავის დაცვა ვერ შეძლო. ხორგუანმა ლაშხს შეახსენა, რომ ის საჯარო პირია და მას თმენის ვალდებულება აკისრია.
"აჭარაში ერთი შუახეველი მებრძოლი ქალია, რომელიც ასლან აბაშიძის რეჟიმის დროს იბრძოდა. ეს ქალი იბრძოდა შევარდნაძის რეჟიმის დროს, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს ის უფლებებისთვის იბრძოდა. რომ არა ეს ქალი, ბევრი ვერ გაიგებდა როინ შავაძის მკვლელობის შესახებ. შემდეგ ეს ქალი ამხელდა და “ქართული ოცნების“ დროს არსებული კორუფციული სქემების შესახებ საუბრობდა, რაც დადასტურდა. კორუფციის არსებობა რეალურად დადასტურდა. ახლა ეს ქალი ციხეშია, რადგან მან საკუთარი ღირსების დაცვა სცადა, როდესაც მას პოლიციელმა შეურაცხყოფა მიაყენა. როდესაც პოლიციელის მუნდირის პატივისცემასა და დაცვაზე ვსაუბრობთ, პოლიციელის მუნდირს ყველაზე დიდ შეურაცხყოფას უღირსი და მხდალი პოლიციელი აყენებს," — განაცხადა ხორგუანმა.
ლაშხმა საპასუხოდ განაცხადა, რომ მზია ამაღლობელი "კრიმინალური დამნაშავეა", ხოლო მან "ბავშვები დაიცვა". შემდეგ ლაშხმა დასძინა, რომ აშშ-სა თუ ევროპის წამყვან ქვეყნებშიც მკაცრი სამართლებრივი რეაგირება ხდება საჯარო პირისთვის შეურაცხყოფის მიყენებაზე.
"რაც შეეხება შედარებებს, ერთია კრიმინალური დანაშაული, რაც ქალბატონ მზიას შემთხვევაში მოხდა. პირველ რიგში, ეს არ იყო სილის გაწვნა, ტკივილი თუ გაწითლება. ეს იყო დამოკიდებულება ინსტიტუციის მიმართ, რის გამოც პასუხისმგებლობა დადგა. რაც შეეხება ჩემს გამოცდილებს, არ ვიცი რამდენად ადევნებდით პოლიტიკურ პროცესებს თვალს, არც ერთხელ და არც ათასჯერ ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებს თმენის ვალდებულების შენარჩუნება არ გასჭირვებია, მაგრამ როდესაც ეს ბავშვებს ეხება, მე როდესაც საჩივარი შევიტანე, ამით არა მხოლოდ ჩემი ბავშვები, არამედ სხვაც დავიცავი. ამით პასუხი გავეცი ქმედებებს, რისი დაკანონებაც სურდათ. ეს ჯაჭვი უნდა გაწყვეტილიყო.
პოლიტიკური ლიდერების მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფასა თუ სხვა დანაშაულზე, თუ საერთაშორისო მაგალითებს გადავხედავთ, აშშ-სა თუ ევროპის წამყვან ქვეყნებში ვნახავთ, რა რეაგირებებია და როგორია გადაწყვეტილებები წლების თუ ჯარიმების მიმართ," — განაცხადა მარიამ ლაშხმა.
შეგახსენებთ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილებით, საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები