სახდეპი ე.წ საბოტაჟის საქმეზე: შეშფოთებულები ვართ მთავრობის ნებისმიერი ქმედებით, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს
ფოტო: The FINANCIAL
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე აცხადებს, რომ ვაშინგტონი საქართველოს მთავრობის ნებისმიერი ქმედებით, რომელიც "ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს" შეშფოთებულია. ამის შესახებ სახდეპმა ფორმულას კითხვას უპასუხა.
"ჩვენ შეშფოთებულები ვართ მთავრობის ნებისმიერი ქმედებით, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს.
როგორც ვიცეპრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში განაცხადა, "დემოკრატიულ მანდატს ვერ მოიპოვებ ოპონენტების ცენზურით ან მათი ციხეში ჩასმით და ვერც მოიგებ შენი ძირითადი ელექტორატის უგულებელყოფით ისეთ საკითხებში, როგორიცაა, თუ ვინ უნდა იყოს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი", — განუცხადეს ფორმულას სახდეპში.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ლელო — ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოსამართლემ 1 000 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ხოლო დანარჩენ ოპოზიციურ ლიდერებთან დაკავშირებით წინა სასამართლო სხდომა 25 დეკემბერსაა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, პროკურატურაში 6 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ 8 ოპოზიციონერ პოლიტიკოსს — მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო შემდეგი ბრალდებებით:
- სახელმწიფო საბოტაჟი;
- უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება;
- საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება;
- მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ.
ვის რა ბრალდება წარედგინა?
მიხეილ სააკაშვილი — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე;
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლი, რაც საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს;
ელენე ხოშტარია — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილი, 319-ე მუხლი და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი, რაც საბოტაჟს, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტს გულისხმობს;
ნიკა გვარამია, ნიკანორ მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც სახელმწიფო საბოტაჟს გულისხმობს.
ვრცლად ე.წ საბოტაჟის საქმეზე წაიკითხეთ აქ.
- POG: სახელმწიფო გადატრიალებაზე სააკაშვილს, ვაშაძეს, გვარამიას, მელიას, ჯაფარიძეს, ხოშტარიას, ხაზარაძეს-ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ
- ALDE: "ოცნების" მმართველობის ქვეშ საქართველო სრულ ავტოკრატიაში ეშვება და მსოფლიო არ უნდა გაჩუმდეს
- გამოძიება მიმდინარეობს ვატო შაქარაშვილის და ნანა კაკაბაძის განცხადებების საფუძველზე — დიმიტრი საძაგლიშვილი გვარამიას საქმეზე
- ელენე ხოშტარია: არანაირი შეხება ე.წ სასამართლო პროცესთან არც ერთი ფორმით არ მექნება
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები