შალვა პაპუაშვილი: "ქალბატონ აზასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს"
ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელენა ვალტონენის "დამსახურებაა" 71 წლის აზა ჩილაჩავას დაკავება. შემდეგ პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ქალბატონ აზასთან დაკავშირებით" ევროკავშირის ელჩს მოსთხოვონ პასუხი.
"[ელინა ვალტონენი] თავად მივიდა, რუსთაველის გადაკეტვაში მონაწილეობა მიიღო, ექსტრემისტებს ესაუბრა და შეგახსენებთ, რომ ის მივიდა იქ მეყანწიშვილია თუ არ ვცდები, ეს ქალბატონი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე. [...]
ზუსტად, მისი დამსახურება არის, რომ 71 წლის ადამიანი ამ ტალღას მიყოლილი, რომ ნახა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარს უჭერს, ამით შეგულიანებულმა, სავარაუდოდ, მონაწილეობა მიიღო გზის გადაკეტვაში, რაზეც შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა არის.
ასე, რომ მორალი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამაზე არის ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, ევროკავშირის ელჩზე, რომელსაც ხმა არ ამოუღია 4 ოქტომბრის შტურმზე და სოლიდარობას უცხადებენ რადიკალებს, პასუხისმგებლობაა ევროკომისიის პრესსპიკერზე, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა 50 ადამიანს, რომელიც ქუჩას კეტავენ, აი, ამისი შედეგია, რომ ადამიანები შემდეგ მიყვებიან მათ შეგულიანებას და მოწოდებას და მონაწილეობას იღებენ კანონდარღვევაში, ასე რომ პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს ქალბატონ აზასთან დაკავშირებით, რაც შეეხება სახელმწიფოს, სახელმწიფო მოქმედებს სამართლიანად და ჰუმანურად, მნიშვნელოვანია, მართლწესრიგი იყოს დაცული და კანონი აღსრულებული," — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
2 ოქტომბერს, 71 წლის აფხაზეთიდან დევნილი აზა ჩილაჩავა, "გზის უკანონო გადაკეტვის" ბრალდებით, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ჩილაჩავას ადვოკატის, მარიამ პატარიძის ცნობით, 71 წლის ქალმა იზოლატორში მშრალი შიმშილობა დაიწყო.
ჩილაჩავას ადვოკატის, მარიამ პატარიძის განცხადებით, დაკავებისას პოლიციამ 71 წლის დევნილს "2.55 ლარი დაულუქა".
ეუთოს თავმჯდომარე ელინა ვალტონენი 14 ოქტომბერს საქართველოს ეწვია, მანამდე ის სომხეთი იმყოფებოდა, 15 ოქტომბერს კი აზერბაიჯანში გაემგზავრა. ვალტონენი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ოცნების ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, დღის ბოლოს კი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა და პროტესტის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
15 ოქტომბრის დილას ოცნების ხელისუფლების მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ ნაბიჯის გამო ირაკლი კობახიძემ მასთან შეხვედრა გააუქმა. ფინურ გამოცემასთან საუბრისას კი ვალტონენიმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანში გამგზავრების გამო თავდაპირველად მან გააუქმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები