"თავისუფლების მოედანმა" წინააღმდეგობის გასაძლიერებლად 10 ნაბიჯი შეიმუშავა და საზოგადოებას წარუდგინა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
"თავისუფლების მოედანმა" წინააღმდეგობის გასაძლიერებლად 10 ნაბიჯი შეიმუშავა, რომელიც საზოგადოებას ლევან ცუცქირიძემ წარუდგინა.
მისი თქმით, "თავისუფლების მოედნის" წევრები ყოველ სამშაბათს თსუ-სთან შეიკრიბებიან და ხალხს ანგარიშს ჩააბარებენ, გაესაუბრებიან გეგმებზე და მათ შეკითხვებს უპასუხებენ.
- ჩვენ თანამოაზრეებთან და თანამებრძოლებთან ერთად ვიწყებთ მთელი საქართველოს და თბილისის სხვადასხვა უბნის შემოვლას, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანთან მივიტანოთ სიმართლე და ხელი შევუწყოთ საუბნო და სამოქალაქო საბჭოების ჩამოყალიბებას;
- იმის დასტურად, რომ შეგვიძლია, რეალური და ძლიერი ალტერნატივის ფორმირება, წლის ბოლოს თანამოქალაქეებთან და თანამებრძოლებთან ერთად მოვიწვევთ მასშტაბურ სამოქალაქო ყრილობას, სადაც ვიმსჯელებთ ბრძოლის შემდგომ ნაბიჯებზე და ასევე მხარს დავუჭერთ გარდამავალი პერიოდის ხედვასა და გეგმას;
- უახლოეს 30 დღეში "თავისუფლების მოედანი" წარმოვადგენთ თავისუფლების პროგრამას საქართველოსთვის, რომელშიც განხილული და ასახული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი რეფორმა და ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას გარდამავალ პერიოდში ავტორიტარიზმისგან დემოკრატიის აღდგენამდე;
- უახლოეს 30 დღეში წარმოვადგენთ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ დოქტრინას, რომელიც წლების განმავლობაში არ განუახლებია "ქართულ ოცნებას", იმის მიუხედავად, რომ სულ მშვიდობაზე საუბრობს და ვაჩვენებთ საზოგადოებას ჩვენს ხედვას, როგორც ეროვნული, ისე რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბით თუ როგორ უნდა დავიცვათ მშვიდობა და განვამტკიცოთ სტაბილურობა;
- უახლოესი დღეების განმავლობაში ეტაპობრივად წარმოგიდგენთ "თავისუფლების მოედნის" გუნდის იმ წევრებს, რომლებსაც ვთვლით, რომ აქვთ შესაძლებლობა, გამოცდილება, ცოდნა და პროფესიონალიზმი იმისთვის, რომ ჩაიბარონ ქვეყნის მართვისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და სფეროები;
- იმისთვის, რომ შევასრულოთ საზოგადოებისთვის ჩვენი მიცემული პირობები და ვერავინ გაბედოს საზოგადოებასთან დადებული შეთანხმების დარღვევა, ვიწყებთ საჯარო კამპანიას ხელმოწერების შესაგროვებლად ლუსტრაციის კანონის მხარდასაჭერად, რომელიც იქნება ერთ-ერთი პირველი კანონი, რომელსაც „თავისუფლების მოედანი“ ახალ დამოუკიდებელ პარლამენტში წარადგენს;
- საერთაშორისო მხარდაჭერის გასაძლიერებლად და საზღვარგარეთ ჩვენი დიასპორის უფრო აქტიურად ჩასართავად საქართველოში დემოკრატიის გადარჩენის საქმეში ვიწყებთ მუშაობას იმისთვის, რომ დავაარსოთ დემოკრატიის ეროვნული ფონდი და მხარი დავუჭიროთ დემოკრატიისთვის ბრძოლას საქართველოში;
- "ოცნებაზე" საერთაშორისო ზეწოლის გასაძლიერებლად და ჩვენი საერთო ძალისხმევის უკეთესი კოორდინაციისთვის ჩვენს პარტნიორებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან, საქართველოს მე-5 და მე-4 პრეზიდენტებს, ყოფილ დიპლომატებს ვთავაზობთ, ერთობლივად დავაფუძნოთ საგარეო პოლიტიკის საბჭო, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი პოზიციებისა და პოლიტიკის ერთობლივ შემუშავებას და წარდგენას საერთაშორისო ასპარეზზე;
- იმისთვის, რომ გავაძლიეროთ დემოკრატიისთვის ბრძოლაში ჩვენი მხარდაჭერა და საქართველოს საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში კიდევ უფრო გაძლიერებას და კიდევ უფრო მაღლა წაწევას შეუწყოს ხელი, დავიწყეთ მუშაობა ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რათა ევროკავშირში დაარსდეს მუდმივმოქმედი საერთაშორისო, მაღალი დონის კონფერენცია საქართველოში მიმდინარე კრიზისის შესახებ, სადაც უმაღლეს დონეზე რეგულარულად იქნება განხილული, რა უნდა გაკეთდეს საქართველოს შესახებ;
- გამჭვირვალობის, საჯაროობის, ანგარიშვალდებულების კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად ყოველ სამშაბათს აქ, თსუ-სთან ჩავაბარებთ ანგარიშს ხალხს, მოვუყვებით ჩვენს გაწერილ საქმეებზე, ვუპასუხებთ მათ შეკითხვებს და წარვუდგენთ ჩვენს ხედვებს", – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები