მსოფლიოში საუკეთესო ბანკი — როგორ მიიღო საქართველოს ბანკმა Global Finance-ის 34 ჯილდო
ფოტო: საქართველოს ბანკი
იმ ეპოქაში, როდესაც ტექნოლოგიები გლობალური ფინანსური ინდუსტრიის ტემპებს განსაზღვრავს, იქ, სადაც სისწრაფითა და ინოვაციებით ლიდერები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ესახელი — საქართველოს ბანკი, კვლავ რეზონანსულია.
უკვე ზედიზედ მეორედ, საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია — ეს კი ის მიღწევაა, რომელსაც სულ რამდენიმე ფინანსური ინსტიტუტი აღწევს, უფრო ნაკლები კი, ინარჩუნებს. ინდუსტრიის გიგანტებთან კონკურენციაში საქართველოს ბანკმა არა მხოლოდ გლობალური ტიტული შეინარჩუნა, არამედ კიდევ 5 მნიშვნელოვან ნომინაციაში გაიმარჯვა. მეტიც, Global Finance-ის კიდევ ერთ საერთაშორისო დაჯილდოებაზე, რომელიც ფინანსებში AI-ის გამოყენებას აფასებდა, ოთხი ჯილდო მიიღო.
როგორ გახდა საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი?
ამის შესახებ საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ვახტანგიშვილი საუბრობს.
6 საერთაშორისო ჯილდო
Global Finance-ის 26-ე ყოველწლიური დაჯილდოების შედეგებით, საქართველოს ბანკი ჯამში ექვს კატეგორიაში გამარჯვებული გახდა. გარდა მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკისა, იგი საუკეთესოდ აღიარეს ბიზნესის ტრანსფორმაციის, ონლაინ პროდუქტების შეთავაზებისა და სხვა მიმართულებებით.
როგორც გიორგი ვახტანგიშვილი განმარტავს, გამარჯვება მრავალეტაპიანი პროცესის შედეგია. თავდაპირველად, ეროვნული და რეგიონული გამარჯვებულები შეირჩნენ. პირველ ეტაპზე ბანკმა 34 ნომინაციაში გაიმარჯვა, ხოლო მეორე ეტაპზე, გლობალური ლიდერები გამოვლინდნენ. შეფასებას საკონსულტაციო კომპანია Infosys ახდენს, რომელიც ბანკებს ისეთი პარამეტრებით აფასებს, როგორებიცაა ტრანსფორმაციის დონე, ინოვაციები, მომხმარებლის გამოცდილება, ციფრული შეთავაზებების მრავალფეროვნება და მომსახურების ხარისხი. საბოლოო გადაწყვეტილებას კი Global Finance-ის რედაქცია იღებს.
“პირველ რიგში, ეს უდიდესი აღიარებაა ჩვენი გუნდისა და ქვეყნისთვის. ჩვენი კონკურენტები იყვნენ მსოფლიოს წამყვანი ბანკებიდა ფინტექები, მათ შორის Revolut, DBS Bank, Bank of America და Citi. ის ფაქტი, რომ საქართველო ამ მასშტაბის კონკურენციაში ზედიზედ მეორედ იმარჯვებს, ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე იქმნება ციფრული ეკოსისტემა, რომელიც არა მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებს ერგება, არამედ ხშირად უსწრებს კიდევაც მათ”, — ამბობს გიორგი ვახტანგიშვილი.
სრულად ციფრული გამოცდილება
საქართველოს ბანკმა ბოლო წლების განმავლობაში მომხმარებლისთვის, პრაქტიკულად, სრულიად ციფრული გზა შექმნა, რეგისტრაციიდან დაწყებული, პროდუქტების აქტივაციამდე.
“ახლა პროდუქტების 99% ციფრულად ხელმისაწვდომია, მიუხედავად ამ მაჩვენებლისა, არასდროს ვჩერდებით, რადგან ჩვენი მიზანი, უბრალოდ, საბანკო მომსახურების ტექნოლოგიური გამარტივება არ არის, გვინდა, რომ მომხმარებელმა შეუფერხებელი, მარტივი, ინტუიციური მომსახურება მიიღოს“, — განმარტავს გიორგი ვახტანგიშვილი.
მისი თქმით, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიები ბანკს შესაძლებლობას აძლევს, თითოეულ მომხმარებელს პერსონალიზებული შეთავაზება საკუთარი ქცევისა და საჭიროებების მიხედვით გაუზიაროს. ავტომატიზებული გახდა პროდუქტების აქტივაცია, მანქანური სწავლების მეთოდებით კი, უკვე შესაძლებელია საკრედიტო შესაძლებლობების დაუყოვნებლივ შეფასება.
ტრადიციული ბანკინგის მიღმა
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელმაც ბანკის, როგორც მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის ტიტული განამტკიცა, არაფინანსური სერვისების დისტანციური ხელმისაწვდომობაა. ახლა მომხმარებელი არა მხოლოდ საბანკო სერვისების მოსარგებლე, არამედ ერთიანი ციფრული ეკოსისტემის აქტიური მონაწილეა.
“ჩვენ მხოლოდ საბანკო პროდუქტებით არ შემოვიფარგლებით: აპლიკაციაში მომხმარებლებს შეუძლიათ საფონდო ბირჟებზე განახორციელონ ინვესტიცია, აიღონ ციფრული სასაჩუქრე ბარათები, შეიძინონ დაზღვევა, ისარგებლონ საკუთარ ცხოვრების სტილზე მორგებული შეთავაზებებით, მართონ ავტომობილთან დაკავშირებული საკითხები, დაფარონ გადასახადები და სხვ. ეს ტრადიციულ საბანკო მომსახურებას ცდება და 1 750 000-ზე მეტ ადამიანს პერსონალიზებულ გამოცდილებას სთავაზობს”, — აღნიშნავს გიორგი.
ამ სიახლეების უკან კი მომხმარებელთა უკუკავშირი დგას, რაც ბანკისთვის ყოველდღიური ინოვაციის წყაროა.
“მომხმარებლისთვის მოსახერხებელი გადაწყვეტილებები მათთან ერთად მიიღება. სწორედ ქცევითი ანალიზით, მათი სურვილების მოსმენითა და ინტერესების გათვალისწინებით ვხვდებით, რა უნდა გავაუმჯობესოთ”.
ციფრული ტრანსფორმაციის მომავალი
ახლა გიორგი ვახტანგიშვილისა და მისი გუნდის მთავარი მიზანი ციფრული გამოცდილების კიდევ უფრო გაღრმავებაა — უფრო მეტი პროცესის ავტომატიზაცია, ახალი შესაძლებლობების შექმნა, როგორც ბიზნესისთვის, ისე ინდივიდებისთვის.
“საქართველოს ბანკის გამარჯვება სწორედ ჩვენი გუნდის კულტურის შედეგია,— მუდმივად უკეთესობისკენ სწრაფვა და მომხმარებელზე ზრუნვა. და რადგან ციფრული ბანკინგი დღეს უკვე ცხოვრების ნაწილია, ჩვენ გვინდა, მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინსტრუმენტი მარტივი, ჭკვიანი და ადამიანზე მორგებული იყოს”, —ამბობს გიორგი ვახტანგიშვილი.
-
"მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა "მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
კომენტარები