"ოცნების" პარლამენტის დელეგაციამ EURONEST-ის საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაში მონაწილეობაზე უარი თქვა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა EURONEST-ის საპარლამენტო ასამბლეას წერილით მიმართა, სადაც განმარტავს რატომ შეიკავა თავი საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში, EURONEST-ის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან.
მისი თქმით, ქართული ოცნება "შეშფოთებულია EURONEST-ის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ჩართული ზოგიერთი ევროპარლამენტარის, ისევე, როგორც მთლიანად ევროპარლამენტის ქმედებით, რომელთა მტრული რიტორიკა და ნაბიჯები ეწინააღმდეგება პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს".
"EURONEST-ის საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელი ქმედებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ასამბლეის დამფუძნებელი აქტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პრაღის სამიტის ერთობლივი დეკლარაციის ფუნდამენტურ პრინციპებსა და მიზნებთან შეუსაბამობის გამო. მრავალმხრივი დიალოგი, რაც ასამბლეის მონაწილეების მიერ თავის დროზე ფართოდ იყო გაზიარებული, სამწუხაროდ, წარსულს ჩაბარდა.
სულ უფრო მეტად ვართ შეშფოთებულები EURONEST-ის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ჩართული ზოგიერთი ევროპარლამენტარის, ისევე, როგორც მთლიანად ევროპარლამენტის ქმედებით, რომელთა მტრული რიტორიკა და ნაბიჯები ეწინააღმდეგება პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს. განზრახ დამახინჯებული და ცრუ პოლიტიკური განცხადებები სულ უფრო მეტად ხდება იმ ევროპარლამენტარების ქმედების ნაწილი, რომლებიც საქართველოში ფაქტების, მტკიცებულებებისა და ქართველი ხალხის ნების ნაცვლად, უპირატესობას დანაშაულში მსჯავრდებულ თავიანთ პოლიტიკურ პარტნიორებს ანიჭებენ. ქართულმა საზოგადოებამ იხილა, თუ როგორ უერთდებოდნენ აღნიშნული ევროპარლამენტარები საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციებს, რაც სცილდებოდა საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებს. EURONEST-ის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის ზოგიერთი წევრი აკეთებდა ისეთ განცხადებებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ახალისებდა საზოგადოებრივ არეულობას, რადიკალიზაციასა და ძალადობას. აგრეთვე, საქართველოს შესახებ ევროპარლამენტისა და EURONEST-ის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები და ანგარიშები კვლავაც უგულებელყოფენ ქართველი ხალხის დემოკრატიულად გამოხატულ ნებას.
ამასთან, ღრმად ვართ შეშფოთებულები ევროპარლამენტარების გადაწყვეტილებით, პლენარულ სესიაზე "სამოქალაქო საზოგადოების" საფარით მოიწვიონ პირები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მონაწილეობდნენ ან მხარს უჭერდნენ არჩევნების უარყოფას, ლეგიტიმური დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრას და საქართველოში ხელისუფლების დამხობის ბოლოდროინდელ მცდელობას. ამგვარი ქმედებებისა და მათთან დაკავშირებული ძალადობისგან მკაფიო გამიჯვნის ნაცვლად, ასამბლეის ამჟამინდელი მიდგომა ლეგიტიმაციას აძლევს იმ აქტორებს, რომელთა დღის წესრიგი არ შეესაბამება დემოკრატიულ პრინციპებს. ამრიგად, ამ პირებისთვის პლატფორმის დათმობით EURONEST-ის ნორმალიზებას უკეთებს და ხელს უწყობს ანტიდემოკრატიულ ქცევას, ასევე, ამართლებს ძალადობრივ ან რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგს. ეს კი სრულიად ეწინააღმდეგება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დიალოგისა და მშვიდობის იმ ძირითად ღირებულებებს, რომელთა დაცვაც ამ ინსტიტუტის მიზანია.
ის ფაქტი, რომ პარტნიორი ქვეყნების უმრავლესობა არ მონაწილეობს EURONEST-ის საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაში, სერიოზულ მანიშნებელს უნდა წარმოადგენდეს იმისა, რომ ევროპარლამენტის ამჟამინდელ მიდგომა არასწორია. ევროპარლამენტი უნდა დაფიქრდეს, მისი ამჟამინდელი ნაბიჯები აძლიერებს რეგიონულ თანამშრომლობას, თუ ანადგურებს პარტნიორობის ხიდებს. მისი ზედმეტად პოლიტიზებული მიდგომა ძირს უთხრის როგორც ასამბლეისადმი სანდოობას, ისე ევროკავშირსა და მასთან ასოცირებულ ქვეყნებს შორის პარტნიორობას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ თავი შეიკავა ერევანში, EURONEST-ის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან. ჩვენ მოვუწოდებთ EURONEST-ის საპარლამენტო ასამბლეას, დაფიქრდეს ზემოხსენებულ ლეგიტიმურ კითხვებზე და დაუბრუნდეს ასამბლეის ფუძემდებლური პრინციპების პატივისცემას. მხოლოდ ამგვარი გადააზრებით შეძლებს EURONEST-ის საპარლამენტო ასამბლეა თავისი ნამდვილი მისიის შესრულებას და აღმოსავლეთ პარტნიორობისა და მისი მონაწილე ქვეყნებისთვის სანდო პლატფორმად ჩამოყალიბებას", — ნათქვამია წერილში.
სომხური მედიის ცნობით, აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის (EURONEST) მე-12 პლენარული სესია, ასევე ბიუროსა და კომიტეტის სხდომები, 28-დან 30 ოქტომბრამდე ერევანში გაიმართება.
ეროვნული ასამბლეის პრესსამსახურის ცნობით, EURONEST-ის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის, ეკონომიკური ინტეგრაციის, საკანონმდებლო დაახლოებისა და ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობის კომიტეტები 28 ოქტომბერს შეიკრიბებიან. იმავე დღეს ასევე შეიკრიბებიან სოციალურ საკითხთა, დასაქმების, განათლების, კულტურის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტები. EURONEST-ის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარული სხდომის გახსნა 29 ოქტომბერს ეროვნული ასამბლეის სხდომათა დარბაზში გაიმართება.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები