ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა
"კანონიერი ქურდის", მერაბ ჯანგველაძის ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა — გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. სასამართლომ ყოფილი სპეცრაზმელი განზრახ და ასევე შეკვეთით მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, განაჩენის გამოცხადებამდე, უძილაურის ადვოკატმა დავით მუხიაშვილმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა და განაცხადა, რომ, დაკავების დღიდან, მისი დაცვის ქვეშ მყოფის "კილერად" წარმოდგენის მიზნით, მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობდა". განაჩენის გამოცხადებამდე პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ უძილაურს ამ სიტყვებით მიმართა: "თქვენ გაგწირეს. გაგწირეს მკვლელობის შემდეგ და გაგწირეს დღესაც".
უძილაურმა ბოლო სხდომაზეც აღიარა დანაშაულის ჩადენა, მაგრამ უარყოფს მკვლელობის დაკვეთის ნაწილს.
13 ოქტომბერს, სასამართლო პროცესზე უძილაურმა განაცხადა, რომ პირადი ანგარიშსწორების მიზნით "იძია შური" ლევან ჯანგველაძეზე.
უძილაურის ჩვენების მიხედვით, 2022 წელს ის უკრაინაში სერგეი ბონდარენკოს დაუმეგობრდა, რომელსაც ბიტკოინების ბიზნესი ჰქონდა. ბრალდებულის განცხადებით, ბონდარენკოს ბიზნესთან დაკავშირებით კონფლიქტი მოუვიდა "ქართველ კრიმინალებთან, ჯანგველაძეებთან". უძილაურის ჩვენების ვერსიის მიხედვით, სწორედ ასე გაიცნო ლევან ჯანგველაძე, რომელმაც მოლაპარაკებაზე უარი თქვა და მას "ძალიან ცუდად მოექცა".
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, უძილაურის განაჩენით ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გამოძიება არ სრულდება. გამოძიება გრძელდება მკვლელობასთან დაკავშირებულ ორ საქმეზე — სანდრო (ჯანო) წივწივაძისა და ძმები მიქაძეების საქმეზე.
- სანდრო (ჯანო) წივწივაძეს ბრალად ედება იმ იარაღის "გასხვისება", რომლითაც ლევან ჯანგველაძე მოკლეს. გელა უძილაურის რწმუნებით, იარაღი, რომლითაც ჯანგველაძეს ესროლა ისმა მეგობარმა, ვალერი თანიაშვილმა მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე აჩუქა — პროკურატურის განმარტებით, თანიაშვილი გარდაცვლილია.
- პროკურატურის ვერსიით, ძმებმა დავით და გიორგი მიქაძეებმა ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე დაპირისპირებულების მოტივით ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს — მკვლელობის შესრულება გელა უძილაურს დაავალეს. უძილაურმა სასამართლო პროცესზე უარყო ძმების ცნობა.
მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით, საქმის ფიგურანტები და სავარაუდო დამკვეთები არიან ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და 2013 წელს მოკლული "კანონიერი ქურდის", "დედ ჰასანის" შვილიშვილი ირაკლი უსოიანი.
მკვლელობა მიმდინარე წლის 14 მარტს გვიან ღამით ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. მაშინ, როცა ლევან ჯანგველაძე ახლობლის გასვენებიდან ბრუნდებოდა, გელა უძილაურმა მას ცეცხლი გაუხსნა. ბრმა გასროლილი ტყვიისგან გამვლელი ფეხში დაიჭრა. ამავე საქმეზე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით სანდრო წივწივაძეა დაკავებულია.
17 ივლისს, პროკურატურამ გელა უძილაურს ბრალი განზრახ მკვლელობიდან შეკვეთით მკვლელობაზე გადაუკვალიფიცირა. ცნობისთვის, "ტვ პირველთან" საუბრისას ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებდა, რომ პროკურატურამ უნდა ჩაატაროს შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. კაკაბაძემ ასევე დასძინა, რომ სანდრო წივწივაძეს "აბსურდული ბრალი" აქვს წარდგენილი და აღნიშნული ბრალის ფორმულირებით პროკურატურა ცდილობდა "საქმეში არ ყოფილიყვნენ მკვლელობის შემკვეთები და მკვლელობის შემკვეთების მიმართ არ ყოფილიყო ჩატარებული არანაირი საგამოძიებო მოქმედებები".
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ძმები მიქაძეები კრიმინალურ სამყაროსთან და ოთარ ფირცხალაძესთან დაახლოებული პირები არიან.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები