ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "აკრძალვა" ათამდე პარტიას შეეხება — რომელ პარტიების აკრძალვა სურთ და რა პრინციპით?
ოცნების პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ "პირველი არხის" ეთერში განაცხადა, რომ პარტიების ჩამონათვალი, რომელთა აკრძალვაც საკონსტიტუციო სასამართლოს ძალით სურთ, მცირე პარტიების ჩათვლით, შეიძლება ათამდე იყოს.
ასაკრძალი პარტიების სიის შედგენის პრინციპი, მისი თქმით, ასეთია: პირველი — "პარტია შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს. აქ იგულისხმება ნაცმოძრაობა, ახალი და რამდენიმე მცირე პარტია". მეორე კრიტერიუმია — "ვინც ამ სისხლიან პარტიასთან ერთად ჩართული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟში".
"ზუსტი სია გახდება ცნობილი რამდენიმე დღეში, როდესაც სარჩელი შევა ოფიციალურად საკონსტიტუციო სასამართლოში. გეტყვით რა არის პრინციპი: პირველი, როცა პარტია შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს. რა თქმა უნდა, მათ შეეხებათ სარჩელი.
მარტივად, ვინ იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც არიან დღეს კონკრეტული პარტიების ხელმძღვანელები — ეს არის ნაცმოძრაობა, ეს არის ახალი და რამდენიმე მცირე პარტია. მეორე კრიტერიუმი არის რა — "ვინც ამ სისხლიან პარტიასთან ერთად ჩართული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟში წლების მანძილზე, რა თქმა უნდა, მათაც შეეხებათ სარჩელი. შეიძლება იყოს ათამდე პარტია, ვნახოთ... მცირე პარტიების ჩათვლით", — თქვა კობახიძემ.
რაც შეეხება ლელოს და გახარიას, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ისინიც, "კოლექტიური ნაცმოძრაობის" დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილს წარმოადგენენ.
"რაც შეეხება ლელოს და გახარიას, თუ რატომ მიგვაჩნია, რომ ისინი არიან "კოლექტიური ნაცმოძრაობის" დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილი - ავიღოთ 2020-2021 წლები და 2024 წელი, ორი ძირითადი საპარლამენტო არჩევნები და 2021 წლის არჩევნები, რომელიც უთანაბრდებოდა თავისი დატვირთვით საპარლამენტო არჩევნებს. ყველა ამ შემთხვევაში, ამ პოლიტიკურმა ძალებმა, ზუსტად იგივე დღის წესრიგი აირჩიეს, რაც აირჩია “ნაცმოძრაობამ” და მისმა მეორე დანაყოფმა. ზუსტად იგივე — საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ასევე, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ისინი ბოლომდე იყვნენ ჩართულები საბოტაჟში. ეს იყო მათი საერთო დღის წესრიგი, რომლითაც მოქმედებდნენ ეს პოლიტიკური ძალები, მათ შორის, საბოტაჟთან დაკავშირებით, რომელიც არის ჩვენი სარჩელის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, ამაზეა აგებული ჩვენი პრეტენზია კონკრეტული პარტიების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. 4 ოქტომბრის გეგმას ერთადერთი გახარია გაემიჯნა, ლელო - არა. ლელომ თქვა, რომ 20:00-საათამდე მიდიოდნენ არჩევნებზე და 20:00 საათის შემდეგ უერთდებოდნენ დამხობის აქციას. ბოლოს ისინიც გაემიჯნნენ, მას შემდეგ, რაც ჩავარდა მათი გეგმა, ისევე როგორც გაემიჯნნენ სოფო ჯაფარიძე და სალომე ზურაბიშვილი. ერთადერთი - გახარიას პარტია იყო, რომელიც გაემიჯნა, მაგრამ ის მთელი ამ წლების განმავლობაში არ გაემიჯნა გამუდმებულ საბოტაჟს ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. მეტიც, გახარიას პარტიას ჰქონდა შექმნილი კოალიცია ნაცმოძრაობასთან 4 წლის განმავლობაში, რამდენიმე მუნიციპალიტეტში. მათ დღის წესრიგს მიჰყვებოდნენ. როცა ქმნი კოალიციას თავისი არსით არაკონსტიტუციურ პარტიასთან, ეს უტყუარად ნიშნავს შენს არაკონსტიტუციურობასაც. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ყველაფერი ცხადია, თუმცა ჩვენ უნდა დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას", — განაცხადა კობახიძემ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები