მაია სანდუს წარდგენილი პრემიერმინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილთან კავშირს უარყოფს
მოლდოვის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ალექსანდრუ მუნტეანუმ, რომელიც პროევროპულმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ წარადგინა, ქართული ოცნების დამფუძნებელ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან შესაძლო კავშირებზე ცნობები უარყო.
მას შემდეგ, რაც სანდუს პარტიამ — (PAS) — სამშაბათს პრესმიერის პოსტზე მუნტეანუს კანდიდატურა დაასახელა. ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ მისი სახელი "პანამის დოკუმენტების" გაჟონილ მასალებში ფიგურირებდა, სადაც ის თითქოს ივანიშვილთან ერთად იყო ნახსენები.
პროევროპულმა პარტიამ, მოქმედება და სოლიდარობამ სექტემბრის ბოლოს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა და ახალი მთავრობის ფორმირებაზე მუშაობს.
მას შემდეგ, რაც ორშაბათს გამოცხადდა, რომ მოქმედი პრემიერი დორინ რეაჩანი ახალ ვადაზე აღარ იყრის კენჭს, პარტიის თავმჯდომარემ იგორ გროსუმ განაცხადა, რომ პრემიერის პოსტზე პარტია დაასახელებდა მუნტეანუს — აშშ-ში განათლებამიღებულ ეკონომისტს, რომელსაც უცხოეთში მრავალი წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს.
მალევე მოლდოველმა ჟურნალისტმა პაულა ერიზანუმ აღნიშნა, რომ მუნტიანუ თითქოს "საქმიან ურთიერთობაში" იყო ივანიშვილთან. მან მიუთითა რამდენიმე შემთხვევაზე, სადაც ორივე მათგანი ფიგურირებს "პანამის დოკუმენტებში".
სამშაბათს მუნტეანუმ ფეისბუქზე ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ "ყველა კითხვას გასცემს პასუხს, მათ შორის იმ საკითხზეც, რომ მე არასდროს ვიცნობდი, არ მქონია არანაირი კონტაქტი ან თანამშრომლობა აღნიშნულ პოლიტიკოსთან", — თქვა მან და ივანიშვილი იგულისხმა.
მისივე თქმით, კომპანიის ფიგურირება პანამის ან პანდორას დოკუმენტებში უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ის დარეგისტრირებულია სპეციალური საგადასახადო რეჟიმის მქონე იურისდიქციაში, რაც "საერთაშორისო ინვესტიციების დროს კანონიერ პრაქტიკად მიიჩნევა.
მუნტეანუმ ასევე აღნიშნა, რომ ის დიდად არ ჩნდებოდა საჯარო სივრცეში და "საზოგადოების წინაშე მაქსიმალური გამჭვირვალობისა და ინფორმაციის მიწოდების საჭიროებას კარგად აცნობიერებს".
მოლდოვის სხვა პოლიტიკოსების ნაწილმა მხარი დაუჭირა მუნტეანუს არგუმენტებს და განაცხადა, რომ ამ ბრალდებების ირგვლივ ატეხილი სკანდალი, ძირითადად, მისი ცნობადობის ნაკლებობის გამო წარმოიშვა.
შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩმა ოქსანა მარკაროვამ მას მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მუნტეანუ იქნებოდა "საუკეთესო კანდიდატი მოლდოვის მთავრობის სათავეში დასაყენებლად".
ამ დროისთვის, მუნტეანუსა და ივანიშვილის სავარაუდო კავშირების შესახებ ცნობები საქართველოში ფართოდ არ გაშუქებულა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები