რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველო რუსეთს კომპენსაციის გადახდას არ სთხოვს, რადგან "დამნაშავე სახელმწიფოს" განაწყენება არ სურთ
ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც რუსეთს საქართველოსთვის 253 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა. გოცირიძე წერს, რომ სულ რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის სახით €393 მლნ-ის გადახდად დაეკისრა, მაგრამ "საქართველოს ხელისუფლებას არასდროს მიუმართავს რუსეთისათვის ამ თანხის მისაღებად", რადგან "არ უნდათ გაანაწყენონ ოკუპანტიდან "მეგობრად" გარდაქმნილი დამნაშავე სახელმწიფო".
"ილჰამ ალიევმა არაერთხელ მოსთხოვა რუსეთს ბოდიში მოეხადა აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდებისათვის და გადაეხადა მრავალმილიონიანი კომპენსაცია დაღუპულთა ოჯახებისათვის და საავიაციო კომპანიისათვის. რუსეთი დავიდან აიგნორებდა ამ მოთხოვნას, მაგრამ ორიოდე დღის წინ იძულებული გახდა თანხმობა განეცხადებინა.
ასე იქცევა ღირსეული ხელისუფლება, როცა იცავს თავისი ქვეყნის ავტორიტეტს და მოქალაქეების ინტერესებს.
გუშინ, სტრასბურგის სასამართლომ 253 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა რუსეთს აგვისტოს ომში 29 ათასი ჩვენი მოქალაქის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის. მანამდე ჯერ 10 მილიონი ევროს, შემდეგ კი 130 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაეხადათ ჩვენი მოქალაქეებისათვის. სულ რუსეთს დაეკისრა 393 მილიონი ევროს გადახდა. საქართველოს ხელისუფლება ხმას არ იღებს, არასდროს მიუმართავს რუსეთისათვის ამ თანხის მისაღებად. მათი არგუმენტი არის ის, რომ რა აზრი აქვს, მაინც არ გადაიხდიანო. სინამდვილეში, არ უნდათ გაანაწყენონ ოკუპანტიდან "მეგობრად" გარდაქმნილი დამნაშავე სახელმწიფო.
რუსეთს 300 მილიარდი დოლარი აქვს გაყინული საერთაშორისო ინსტიტუტებში. საქართველომ აქედან უნდა მოითხოვოს ამ ვალდებულების დაფარვა. 29 ათასმა ადამიანმა, რომელთაც სახლ-კარი გადაუწვეს და თავისი მიწიდან გამოდევნეს, უნდა მოსთხოვოს საქართველოს ხელისუფლებას მოქმედება, რათა გამოყენებული იქნას საერთაშორისო მექანიზმები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსასრულებლად.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისათვის გაყინული 300 მილიარდი დოლარის განბლოკვაზე და მისი უკრაინის დასახმარებლად და სხვა მიზნით გამოყენებაზე ჯერ-ჯერობით არ არის მიღწეული კონსენსუსი დასავლეთის სახელმწიფოებს შორის, ამ ფულიდან მიღებული შემოსავლები პროცენტების სახით, რომელიც წელიწადში 10 მილიარდ დოლარამდეა, უკვე შეუფერხებლად გამოიყენება. ამ ფულით უნდა იქნას დაფარული რუსეთის ვალდებულებები ჩვენი მოქალაქეების წინაშეც", — წერს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 ოქტომბერს, სტრასბურგის სასამართლომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა და რუსეთის ფედერაციას საქართველოს დაზარალებული მოქალაქეების სასარგებლოდ 253 018 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები