საია: "ქართული ოცნება" ავტორიტარულ კანონშემოქმედებას შეკრების თავისუფლების კრიმინალიზების ინიციატივით აგრძელებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ქართული ოცნების მიერ 13 ოქტომბერს დაინიცირებული ახალი კანონპროექტით ქართული ოცნება ავტორიტარულ კანონშემოქმედებას შეკრების თავისუფლების კრიმინალიზების ინიციატივით აგრძელებს. ამის შესახებ საია განცხადებას ავრცელებს.
საიას თქმით, აქციაში მონაწილეობის სისხლის სამართლებრივი კრიმინალიზაცია ხდება და რადგანაც ამ ცვლილებებს შეიძლება "მსუსხავი ეფექტი" მოჰყვეს, განსაკუთრებულ დასაბუთებას საჭიროებს. მათივე განმარტებით, "სამართლებრივი ნორმები, რომლებიც დემონსტრაციის დროს არაძალადობრივი ქცევისთვის იწვევს თავისუფლების აღკვეთას, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იქნას განხილული, რათა დაცული იყოს ასეთი ზომების გამოყენებით უფლებაში ჩარევის თანაზომიერების პრინციპი: ლეგიტიმური მიზანი, გამოსადეგობა, აუცილებლობა და პროპორციულობა."
"მშვიდობიანი შეკრების უფლება, გამოხატვის თავისუფლებასა და გაერთიანების თავისუფლებასთან ერთად, ნებისმიერი ფუნქციური დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედს წარმოადგენს. როდესაც ფასდება უფლებაში ჩარევა, დაკისრებული სასჯელების ბუნება და სიმკაცრე არსებითი ფაქტორია. სისხლის სამართლის ხასიათის სანქციები ფუნდამენტური უფლებების განხორციელებაზე მათი პოტენციური მსუსხავი ეფექტის გამო, განსაკუთრებულ დასაბუთებას საჭიროებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციები არ უნდა ექვემდებარებოდეს სისხლის სამართლის სანქციების საფრთხეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს სანქციები თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. შესაბამისად, ისეთი სამართლებრივი ნორმები, რომლებიც დემონსტრაციის დროს არაძალადობრივი ქცევისთვის იწვევს თავისუფლების აღკვეთას, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იქნას განხილული, რათა დაცული იყოს ასეთი ზომების გამოყენებით უფლებაში ჩარევის თანაზომიერების პრინციპი: ლეგიტიმური მიზანი, გამოსადეგობა, აუცილებლობა და პროპორციულობა", — წერია საიას განცხადებაში.
საია წერს, რომ კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებების მოტივი ისაა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით ვერ ხდება რუსთაველზე მიმდინარე ყოველდღიური პროტესტის შეზღუდვა. მათივე განმარტებით, ინიცირებული ცვლილებები ქართული ოცნების მხრიდან ძალაუფლების გამოვლინების ხერხია.
"ამ მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ, საკანონმდებლო ცვლილებების მოტივი, განმარტებითი ბარათის მიხედვით, არის ის, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით ვერ ხდება რუსთაველზე მიმდინარე ყოველდღიური პროტესტის შეზღუდვა.
ბუნებრივია, ის, რაც იწვევს ადამიანების სიცოცხლის ან ქონების დაზიანების საფრთხეს ან სხვა ისეთი სიკეთის შელახვას, რაც სისხლის სამართლებრივად დასჯადია, აქამდეც არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში, და, ინიციირებული ცვლილების მიზანი უბრალოდ ბლანკეტური აკრძალვის დაწესებაა, რაც, ასევე, შეკრების თავისუფლებაზე მსუსხავი ეფექტის ქონას ისახავს მიზნად.
ინიციირებული ცვლილებები წარმოადგენს ქართული ოცნების მხრიდან ძალაუფლების გამოვლინებას, რომელიც აწესებს, რომ კონკრეტული ქმედება, ამ შემთხვევაში, პროტესტი, არის გასაკიცხი ქმედება, მეტიც, დანაშაული და, რომელიც ყოფს მოსახლეობას დემონსტრანტებად, ანუ, დამნაშავეებად და, ამ შემთხვევაში, ყველა სხვად", — წერია გავრცელებულ განცხადებაში.
საია ასევე წერს, კანონის დაჩქარებული წესით მიღების პრობლემაზეც და აღნიშნავს, რომ "მიმდინარე პროცესს ავტორიტარულ კანონშემოქმედებად აქცევს, არა მარტო, ის, თუ რა ფუნდამენტური უფლებების არათანაზომიერი შეზღუდვა ხდება, არამედ, თავად კანონშემოქმედების პროცესიც."
ცნობისთვის, გუშინ, 13 ოქტომბერს ქართულმა ოცნებამ დააინიციირა ახალი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ სანქციას ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირისადმი. თუ ასეთი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ჩაიდენს, მას პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დაეკისრება.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები