გელა უძილაური ამტკიცებს, რომ კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე პირადი ანგარიშსწორების მიზნით მოკლა
კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა გელა უძილაურმა ბრალდება სასამართლო პროცესზე აღიარა. უძილაური უარყოფს, რომ მას მკვლელობა დაუკვეთეს და ამბობს, რომ პირადი ანგარიშსწორების მიზნით "იძია შური " ლევან ჯანგველაძეზე.
უძილაურის ჩვენების მიხედვით, 2022 წელს უკრაინაში სერგეი ბონდარენკოს დაუმეგობრდა, რომელსაც ბიტკოინების ბიზნესი ჰქონდა. ბრალდებულის განცხადებით, ბონდარენკოს ბიზნესთან დაკავშირებით კონფლიქტი მოუვიდა "ქართველ კრიმინალებთან, ჯანგველაძეებთან". უძლაურის ჩვენების ვერსიის მიხედვით სწორედ ასე გაიცნო ლევან ჯანგველაძე, რომელმაც მოლაპარაკებაზე უარი თქვა და მას "ძალიან ცუდად მოექცა".
"2022 წელს მე ვიყავი უკრაინაში. იქ ვიყავი ფიზ-მომზადების ინსტრუქტორის პოზიციაზე. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიმიღია. იქ დავძმაკაცდი სერგეი ბონდარენკოსთან. ძმაკაცები ვიყავით. სერგეის ჰქონდა ბიტკოინების ქარხანა. ეს ქარხანა წაართვეს მას ქართველმა კრიმინალებმა, ჯანგველაძეებმა... რადგან ქართველი ვარ, მოეწონა სერგეის ეს აზრი რომ დავლაპარაკებოდით და ლევანს დავკონტაქტებოდით სკაიპით. დავეკონტაქტეთ. ლევანს ვთხოვეთ წყნარად, თუ გაითვალისწინებდა ქართველი რომ ვიყავი. შეხვედრის ადგილი დაგვითქვეს. მე და სერგეი მივედით შეხვედრის ადგილას. ძალიან ცუდად მოგვექცნენ. გადაგვიარეს ზედ. ჩაგვყარეს მანქანაში და სადღაც ჩამოგვყარეს. შეურაცხყოფილები და გასაზიზღრებულები დაგვტოვეს. იქიდან წამოვედი, ცოტა ხანში კიდევ გავჩერდი უკრაინაში და წამოვედი საქართველოში...
მაინტერესებდა ლევანის პიროვნება, ვინ იყო, რა იყო. რაც მესმოდა ყველაფერი კარგი მესმოდა, ცოტა არ იყოს გაკვირვებული ვიყავი, მაგრამ სულ კარგი მესმოდა. მაგრამ მე ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი. ადამიანი ძაღლს ჯოხს რომ დაარტყამს, ძაღლსაც აქვს აგრესია... შეურაცხყოფილი ვიყავი ძალიან," — განაცხადა სასამართლო პროცესზე უძილაურმა (ტექსტი "ფორმულა").
უძილაურის განმარტებით, ის მკვლელობამდე უთვალთვალებდა ჯანგველაძეს "დალაპარაკების" მიზნით, ხოლო როდესაც გაიგო, რომ ჯანგველაძეს უახლოესი მეგობარი გარდაეცვალა, გადაწყვიტა "სალაპარაკოდ დახვედროდა" მეგობრის სახლთან, სადაც ჯანგველაძე პანაშვიდზე უნდა მისულიყო.
"ვიცოდი რომ ლევანი ცხოვრობდა პარლამენტის უკან ქუჩაზე. მაქეთ მხარეს რომ მოვხვდებოდი ხოლმე, სულ ვათვალიერებდი, დალაპარაკება მინდოდა ლევანისთან. მინდოდა მეთქვა, რომ როგორც შენ მოგვექეცი, საჭიროებას არ წარმოადგენდა. პირდაპირ გეტყვით, ლევანთან პირდაპირი კონფლიქტი არ მაწყობდა... 13 მარტს სერგეი მოვიკითხე. სერგეიმ მითხრა, რომ ლევანს ახლო მეგობარი დაეღუპა საქართველოშიო. მაშინ ვიფიქრე, რომ ლევანი შეიძლებოდა ჩამოსულიყო. სერგეიმ მითხრა, რომ გურამ გოგია არისო და ჭავჭავაძის დასაწყისში უნდა ცხოვრობდესო. 13 მარტს ვიყავი მისული მისამართზე და ვნახე სადაც იყო სამძიმარი. გავიგე, რომ დაკრძალვა უნდა ყოფილიყო 15-ში.
მოკლედ, მივედი სამძიმარზე. თუ მოვიდოდა, მოვიდოდა თუ არა და წავიდოდი სახლში... ველოდებოდი. ტელეფონში ჩავყურებდი, რაღაც თამაში მეწერა და ვთამაშობდი. ამ დროს ლევანის ხმა გავიგონე... მოვიდა, მისამართი მკითხა.
ლევანის ხმა რომ გავიგონე, მაგრად დავიბენი რა და ვუთხარი, არ ვიცი თქო. მინდოდა გამოვლაპარაკებოდი და მეთქვა, რისი თქმაც მინდოდა, მაგრამ აღელვებული ვიყავი ძალიან და არ მინდოდა კონფლიქტში შევსულიყავი. მეთქი, ავა და რომ ჩამოვა მერე-თქო. ლევანი რომ ჩამოვიდა, მარტო იყო, ასე დავინახე მაშინ, მერე გავიგე, რომ მეორე ახლდა. რომ დავინახე, სკამზე ვიჯექი და ავდექი ფეხზე. რომ გამოიარა შემომხედა, მაგრამ არ გაჩერდა, მე ლევანის მიმართულებით წავედი... ერთი შემოტრიალება შემომხედა, მეც შევხედე და მაგრად დავიძაბე... მეგონა იარაღს ამოიღებდა. თავი ვეღარ გავიკონტროლე რა. მინდოდა დამეჭრა. რომ ამოვიღე იარაღო და გავისროლე, ლევანის არ მოხვედრია... წაიქცა და მე ვუთხარი არ ამოიღო იარაღი, თქო გესვრითქო და სანამ ამოიღებდა ვესროლე...
ვაპირებდი პოლიციას ჩავბარებოდი. სასტუმროში შევედი, რომ ლევანის შესახებ ინფორმაცია გამეგო, ტელევიზორი ჩავრთე და გავიგე , რომ მოკვდა. მერე წავედი მონასტერში. ვეღარ გავჩერდი და ვაპირებდი ორშაბათს პოლიციას ჩავბარებოდი... ძალიან არეული ვიყავი," —თქვა უძილაურმა. (სტილი დაცულია)
რაც შეეხება იარაღს, რომლითაც უძილაურმა ჯანგველაძეს ცეცხლი გაუხსნა, ბრალდებულის განცხადებით, ის მეგობარმა ვალერი თანიაშვილმა აჩუქა. პროკურატურამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ამ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია, რადგან თანიაშვილი გარდაცვლილია. უძილაურმა საქმის ახალი ფიგურანტიც დაასახელა — "უკრაინელი პროგრამისტი სვეტა". მისი განცხადებით, მკვლელობამდე მას "უკრაინელი სვეტა" უნდა ენახა უნივერსიტეტის ქუჩაზე.
"მაგ დღეს უკრაინელი გოგო უნდა მენახა პროგრამისტი სვეტა, გვარი არ მახსოვს, მასთან შესახვედრად მივედი უნივერსიტეტის ქუჩაზე, მითხრა ბაგებში ვარო. გოგოს სანახავად მივდიოდი და ქურთუკი გავიხადე ცელოფანში ჩავდე და იქვე დავტოვე. საბოლოოდ ვერც სვეტას შევხვდი, ვეღარც რაიონში წავედი და მივედი ჭავჭავაძეზე იქნებ დღეს მოვიდეს ლევან ჯანგველაძე თქო. რთული მოსაყოლია ეს ყველაფერი. გზაზე ფეხით ვიარე, ავტობუსითაც ვიმგზავრე ტაქსითაც და მივედი სადაც ეს უბედური ამბავი მოხდა," — განაცხადა უძილაურმა. (ტექსტი ტვ პირველი)
მკვლელობა 14 მარტს გვიან ღამით ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. მას შემდეგ, რაც ლევან ჯანგველაძე ახლობლის გასვენებიდან ბრუნდებოდა, გზის გადაკვეთისას გელა უძილაურმა მას ცეცხლი გაუხსნა. ბრმა ტყვიისგან გამვლელი ფეხში დაიჭრა. ამავე საქმეზე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით სანდრო წივწივაძეა დაკავებულია.
მას ბრალად განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედებოდა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ ბრალი განზრახ მკვლელობიდან შეკვეთით მკვლელობაზე გადააკვალიფიცირა.
2 ივნისს ტვ პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანონიმური წყარო ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთახ ფარცხალაძეს სდებს ბრალს.
12 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო ბრიფინგზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 3 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ.
სირაძის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ძმებმა დავით და გიორგი მიქაძეებმა ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე დაპირისპირებულების მოტივით ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს — მკვლელობის შესრულება გელა უძილაურს დაავალეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ძმები მიქაძეები კრიმინალურ სამყაროსთან და ოთარ ფირცხალაძესთან დაახლოებული პირები არიან.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები