Reuters: თეთრი სახლი ათასობით ამერიკელ სახელმწიფო თანამშრომელს ათავისუფლებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დემოკრატები დაადანაშაულა იმაში, რომ იძულებული გახდა ათასობით ფედერალური თანამშრომლის გათავისუფლება დაეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, სამსახურიდან გათავისუფლების პროცესი ფინანსთა სამინისტროში, ჯანდაცვის სააგენტოში, შიდა შემოსავლების სამსახურში (IRS), განათლების, ვაჭრობისა და შინაგან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტებში უკვე დაიწყო. თუმცა, გათავისუფლებების საერთო მასშტაბი ჯერ სრულად ცნობილი არ არის.
წელს დაახლოებით 300,000 ფედერალური სამოქალაქო თანამშრომლის გათავისუფლება დატოვება ტრამპის მიერ ადრე დაწყებული შემცირების კამპანიის ფარგლებში იგეგმებოდა.
"ეს ყველაფერი მათ დაიწყეს," — განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში გამართულ ღონისძიებაზე, გათავისუფლებებს კი "დემოკრატულად მოტივირებული ნაბიჯი" უწოდა.
მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელებს კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა აქვთ, მათ დემოკრატების მხარდაჭერა სენატში მაინც სჭირდებათ, რათა მიიღონ კანონი, რომელიც დააფინანსებს მთავრობის მუშაობას.
დემოკრატები ჯანმრთელობის დაზღვევის სუბსიდიების გაგრძელებას მოითხოვენ, აცხადებენ, რომ მათი გაუქმება მნიშვნელოვნად გაზრდის ხარჯებს იმ 24 მილიონი ამერიკელისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის დაზღვევას "ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტის" (Affordable Care Act) ფარგლებში იღებენ.
ტრამპმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ფედერალური თანამშრომლებს გაათავისუფლებდა მთავრობის დახურვის პერიოდში.
პრეზიდენტმა ასევე დაბლოკა მინიმუმ 28 მილიარდი დოლარის ინფრასტრუქტურული ფონდები ნიუ-იორკის, კალიფორნიისა და ილინოისის შტატებისთვის — რეგიონებისთვის, სადაც დემოკრატ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ცხოვრობს და რომლებიც ხშირად აკრიტიკებენ მის ადმინისტრაციას.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტში განაცხადა, რომ უკვე 4,200-ზე მეტმა ფედერალურმა თანამშრომელმა მიიღო გათავისუფლების შეტყობინება შვიდ უწყებაში, მათ შორის 1,400-მდე ფინანსთა სამინისტროში და მინიმუმ 1,100-მა ჯანდაცვის დეპარტამენტში.
Reuters-ის ცნობით, ფედერალური თანამშრომლების პროფკავშირებმა გათავისუფლების შესაჩერებლად სარჩელი უკვე შეიტანეს. ისინი აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი მთავრობის დახურვის პერიოდში უკანონოა.
ადმინისტრაციამ პარასკევს სასამართლოში წარადგინა პოზიცია, რომ პროფკავშირებს არ აქვთ იურიდიული უფლება უჩივლონ ფედერალური პერსონალის საკადრო გადაწყვეტილებებზე.
სასამართლო სხდომა 15 ოქტომბერს ჩატარდება.
ცნობისთვის, აშშ-ის მთავრობის მუშაობა ჯერ კიდევ შეჩერებულია მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელმა და დემოკრატმა პოლიტიკოსებმა ბიუჯეტთან დაკავშირებულ დავაზე შეთანხმება კვლავ ვერ მოახერხეს.
ეს ნიშნავს, რომ მთავრობის ზოგიერთი, მაგრამ არა ყველა სამსახური დროებით შეჩერებულია, ხოლო ფედერალური თანამშრომლების 40% — დაახლოებით 750,000 ადამიანი — უხელფასო შვებულებაშია გაშვებული.
მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებული დაპირისპირებები ამერიკის პოლიტიკაში ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევა, ამჯერად სიტუაცია განსაკუთრებით დაძაბულია, რადგან პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანამდებობის დაკავების შემდეგ მნიშვნელოვნად შეამცირა ფედერალური მთავრობის ზომა და მიანიშნა, რომ შესაძლოა არსებული ჩიხი დამატებითი შემცირებებისთვის გამოიყენოს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები