მარია მაჩადო: ნობელის პრემიას ვენესუელის ტანჯულ ხალხს და პრეზიდენტ ტრამპს ვუძღვნი
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა X-ზე დაწერა, რომ "ამ ჯილდოს ვენესუელის ტანჯულ ხალხს და პრეზიდენტ ტრამპს უძღვნის". მისი თქმით, "ეს აღიარება ყველა ვენესუელელის ბრძოლის წახალისებაა თავისუფლების მოსაპოვებლად".
"ჩვენ გამარჯვების ზღურბლზე ვართ და დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს მთავარ მოკავშირეებად გვყავს პრეზიდენტი ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა, ლათინური ამერიკის ხალხები და დემოკრატიული ქვეყნები მთელ მსოფლიოში, რათა მოვიპოვოთ თავისუფლება და დემოკრატია.
ამ ჯილდოს მე ვუძღვნი ვენესუელის ტანჯულ ხალხს და პრეზიდენტ ტრამპს — ჩვენი საქმის გადამწყვეტი მხარდაჭერისთვის! — დაწერა მარია კორინა მაჩადომ.
ნობელის კომიტეტმა მარია მაჩადო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატად 10 ნოემბერს დაასახელა. როგორც მოგვიანებით მედიაში გავრცელდა, ამის შემდეგ, მან აშშ-ს პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა.
CNN წერს, რომ ტრამპი მარია კორინა მაჩადოს მას შემდეგ ესაუბრა, რაც მისმა ადმინისტრაციამ ნობელის კომიტეტი გააკრიტიკა.
ტრამპი არ მალავდა, რომ თავადაც სურდა ნობელის პრემია. სულ უფრო მეტი მსოფლიო ლიდერი აცხადებდა, რომ სწორედ მას უნდა მიეღო ეს ჯილდო — მოწოდებებმა განსაკუთრებით მას შემდეგ იმატა, რაც ბოლო დღეებში ტრამპის "ღაზას მშვიდობის გეგმა" გააქტიურდა.
ნობელის კომიტეტმა მარია კორინა მაჩადოს პრემია ვენესუელაში დემოკრატიული უფლებების წინამძღოლობისა და "დიქტატურიდან დემოკრატიამდე სამართლიანი და მშვიდობიანი გადასვლისთვის ბრძოლისთვის" მიანიჭა.
მაჩადომ, ესპანურ გამოცემა El País-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ესაუბრა, თუმცა საუბრის დეტალები არ გაუმჟღავნებია.
CNN-ის ცნობით, ტრამპმაც დაადასტურა მათ შორის გამართული სატელეფონო საუბარი და თქვა, რომ მაჩადოსთან "ძალიან სასიამოვნო საუბარი ჰქონდა.
"ნამდვილი ლაურეატი დღეს დამიკავშირდა და მითხრა: "ამ ჯილდოს შენს პატივსაცემად ვიღებ, რადგან შენ მას ნამდვილად იმსახურებ." ძალიან კეთილი ჟესტი იყო. მე არ მითქვამს, "მაშინ ჯილდო მე მომეცი", თუმცა მგონია, მომცემდა კიდეც," — იხუმრა ტრამპმა.
"მე ვეხმარებოდი მას ამ გზაზე," — დაამატა მან. — "ვენესუელას სჭირდება დიდი დახმარება — იქ სრული კატასტროფაა. და შეიძლება ითქვას, რომ ეს ჯილდო 2024 წლისთვის გაიცა, როცა მე კენჭს ვყრიდი არჩევნებში", — თქვა ტრამპმა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იმ კონგრესმენებს შორის იყო, რომლებმაც 2024 წელს მარია კორინა მაჩადო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს.
"დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდამჭერ პოლიტიკოსებად, იშვიათად გვინახავს ისეთი გამბედავი, თავგანწირული და მორალური ლიდერი, როგორიცაა მარია კორინა მაჩადო... ჩვენ გვწამს, რომ მისი მამაცობა, თავდადება და მშვიდობისა და დემოკრატიისადმი ურყევი ერთგულება მას აქცევს ღირსეულ კანდიდატად ამ პრესტიჟული ჯილდოსთვის," — ეწერა ფლორიდელი კანონმდებლების წერილში.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები