OSCE PA-ს წარმომადგენელმა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სამხრეთ კავკასიის სპეციალურმა წარმომადგენელმა ლუის გრასამ (პორტუგალია) საქართველოში 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების დროს და მის შემდეგ განვითარებული მოვლენების, ასევე მთავრობის გადაყენების მცდელობებთან დაკავშირებული არეულობების გამო შეშფოთება გამოხატა. ამის შესახებ ინფორმაციას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) გვერდზე ვკითხულობთ.
"ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოში ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გამწვავებული დაძაბულობითა და ძალადობის შემთხვევებით," — განაცხადა სპეციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) ბოლო განცხადებას დაუჭირა მხარი.
მან საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა სრულად დაიცვას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებები და უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო საზოგადოება თავისუფლად და შიშის გარეშე მოქმედებდეს.
"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიული მმართველობა უნდა ეფუძნებოდეს კანონიერებას, ანგარიშვალდებულებას და მშვიდობიან პოლიტიკურ დიალოგს... ამ გადამწყვეტ მომენტში, მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის ძალადობისგან და ყველა პოლიტიკურმა ძალამ იმოქმედოს მხოლოდ ლეგიტიმური პოლიტიკური პროცესების გზით", — განაცხადა გრასამ.
სპეციალურმა წარმომადგენელმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 2025 წლის ივლისში მიღებული პორტოს დეკლარაცია გაიხსენა, სადაც ასამბლეამ შეშფოთება გამოხატა დემოკრატიული უკუსვლის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის თავისუფლებების შეზღუდვისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებების ნამდვილი დემოკრატიული რეფორმებით დაცვის აუცილებლობის გამო.
"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს ყველა პოლიტიკურ აქტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას, მათი ძალისხმევის ფარგლებში — დეესკალაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და საზოგადოებრივი ნდობის აღდგენის მიმართულებით, დიალოგისა და ეუთოს ვალდებულებების დაცვის გზით," — თქვა გრასამ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები