მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

11 Oct. 2025, 11:04

მიხეილ ყაველაშვილი: "ელემენტარული რამ არის, რომ შესაძლებელია უკვე მოხდეს ჩვენი ურთიერთობების განახლება ახალი ფურცლიდან, არაფერი ზედმეტი. მისგან იყო პასუხი, არც ეს დამიმალავს, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ თემას. ისიც უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ, ჩვენი გზა გვაქვს, ჩვენ ვერავის ვერ დავაძალებთ გინდა თუ არა ხვალ გამეცი პასუხი. ჩვენ არ ვართ ასეთი დამოკიდებულების ხალხი, ხელისუფლება და ადამიანები. ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული არსებული რეალობა. აქედან გამომდინარე ვიცით გლობალური გამოწვევები, შეიძლება დღის წესრიგში ჯერჯერობით არ ფიგურირებს საქართველო და ესეც გასაგებია და გასაგებიც უნდა იყოს. პოზიტიური მოლოდინი თავისთავად [გვაქვს]. დონალდ ტრამპმა მომილოცა 26 მაისი, ეს დამალეს. განა არ იციან, რომ ეს [ფოტო] "ფეიკი" არაა და ნამდვილია, იქ ვიყავი, გაეროში გამოვედი, შემდეგ ვახშამს დავესწარი, სისულელეა ახლა ამის მტკიცება. ფაქტია, ეს მოცემულობაა. რატომ უნდა უარყონ იცით? იმიტომ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ინსტრუმენტად ჰყავთ გამოყენებული შთააგონონ, რომ ეს ნამდვილი არ არის. გაურბიან ფაქტობრივ პასუხს, ფაქტსაც კი შლიან. აშშ-ის პრეზიდენტის მილოცვაც კი "გააბანძეს". ჩვენ გვეუბნებიან მონებიო, აი მონობა რა არის, კითხვას ვერ უსვამს საკუთარ თავს, ეს ფაქტია თუ არ არის ფაქტი, გამოვიდეს და ხმამაღლა თქვას. იმ ახალგაზრდას უთხრას, იცით, რა ფაქტია კი, ყაველაშვილი შეხვდა და ჰქონდა ურთიერთობა და ეს სურათიც ნამდვილია და ეს მილოცვაც ნამდვილია. ამის გამბედაობა არ აქვთ. თქვენ წარმოგიდგენიათ რა ხალხთან გვაქვს საქმე".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
  2. სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
  3. შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
  4. რატომ დააკავეს და რატომ აძევებენ ქვეყნიდან აფგან სადიგოვს?
  5. ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო უცენზურო სიტყვებით გაჯერებული პოსტით დაემუქრა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გაიცანით პონჩო — ცუგა, რომელმაც პოლიციის ოფიცერს პირველადი დახმარება აღმოუჩინა

როცა საქმე კვალის ძიებას ეხება, ძაღლები პოლიციის შეუცვლელ პარტნიორებად მიიჩნევიან, თუმცა ცუგას მიერ აღმოჩენილ პირველად…