მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

7 Nov. 2025, 15:55

თქვენ გახსოვთ, რომ მე ვიყავი აშშ-ში, მქონდა შეხვედრა. იქაც იგივე განვაცხადე. ეს ადამიანები თავად ჯერ-ჯერობით იკავებენ თავს, ჩვენ თავშეკავება ნამდვილად არ გვჭირდება. ჩვენ ღია ვართ ყველა დიალოგისთვის. ვაღიარებთ კიდევაც, წერილებითაც მივმართეთ და არაფერი ჩვენ უკან დასახევი არ გვაქვს და დასამალი არ გვაქვს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ სამართლიან, ეროვნულ ინტერესზე დაყრდნობით, რომელსაც ხშირად პოზიციონირებენ ამერიკის პრეზიდენტიც, მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც, რომ დღევანდელი დამოკიდებულებები და პირდაპირ გაეროს სხდომაზე წარმოთქვა სიტყვაში ამერიკის პრეზიდენტმა, რომ დიახ, ქვეყნებმა უნდა დაიცვან საკუთარი ეროვნული ინტერესები, მიხედონ საკუთარ ქვეყნებს და აქედან გამომდინარე უნდა იყოს დაცული ეს თემა.

ჩვენ ამისთვის მანამდეც მზად ვიყავით. ეს ღირებულებითი თანხვედრა, როცა გამოჩნდა იქამდე ვიდრე სანამ პრეზიდენტი გახდებოდა ბატონი ტრამპი და ჩვენ რომ დავინახეთ, რომ ღირებულებითი თანხვედრა არის ჩვენს და მას შორის, უბრალოდ, სურვილს გამოვთქვამდით, დრო არის ჩვენი დიალოგი შედგეს, ეს არის და ეს. ჩვენ არც არაფერი გვაქვს დასამალი და მათი მხრიდან არის ახლა, დასაყენებელი ეს საკითხი, როდის გადაწყვეტენ ჩვენთან მოხდეს დაკავშირება".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მართვის მოწმობის აღება მარტივდება
  2. 2013-2025 წლებში ხელფასები ნომინალურად 220%-ით და რეალურად 86%-ით გაიზარდა
  3. თუ პირის შემოსავალი 1 250 ლარია, ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსს დაკარგავს — ცვლილება კანონში
  4. მთავრობა სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5 300 000 ლარს გამოუყოფს
  5. ბაქო-თბილისის მატარებელზე მგზავრობის საფასური, სავარაუდოდ, 127.9 ლარი იქნება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

2026 წლის კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია — ნახეთ სია

2026 წლის 12-23 მაისს კანის რიგით 79-ე კინოფესტივალი ჩატარდა. ძირითადი საკონკურსო პროგრამის ჟიურის პრეზიდენტი…