ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადეს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადეს. ის ადგილობრივი დროით შუადღისას დაიწყო. მძევლებისა და პატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ძალაში შესვლიდან 72 საათის განმავლობაში იგეგმება.
ისრაელისა და პალესტინური დაჯგუფება "ჰამასის" ოფიციალურმა პირებმა, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული, ხუთშაბათს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმის პირველი ეტაპია.
საღამოსთვის, ისრაელის თავდაცვის ძალები, სავარაუდოდ, ღაზას სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილიდან გავიდნენ. როგორც Times of Israel წერს, ისრაელის არმია ღაზას სექტორის ნახევარზე ოდნავ მეტს შეინარჩუნებს კონტროლს, ძირითადად ურბანული ტერიტორიების გარეთ.
შეთანხმების პირველი ეტაპი ჰამასისგან მოითხოვს 20-ვე ისრაელელი მძევლის გათავისუფლებას და მათი დატყვევების შემდეგ გარდაცვლილთა ცხედრების გადაცემას. წინასწარი ინფორმაციით, ეს რიცხვი 28-ია. სანაცვლოდ, ისრაელმა უნდა გაათავისუფლოს დაახლოებით 250 პალესტინელი, რომლებიც სამუდამო პატიმრობის სასჯელს იხდიან და კიდევ 1700 ადამიანი, რომლებიც ღაზას სექტორში ომის დაწყების შემდეგ არიან დაკავებულნი. გაცვლის დრო და რაოდენობა შესაძლოა პროცესის განმავლობაში შეიცვალოს. პარასკევს დილის მდგომარეობით გასათავისუფლებელი პატიმრების სია საბოლოოდ დადგენილი არ იყო. ისრაელი იტოვებს უფლებას, შეცვალოს იგი შეთანხმების მიღწევის შემდეგ, თუ ჰამასი ვერ შეძლებს ყველა ცხედრის ამოღებას.
გაცვლის შემდეგ, მხარეები ტრამპის გეგმის შემდეგ ნაბიჯებზე უნდა გადავიდნენ, რომელიც რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას, მათ შორის ჰამასის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას ითვალისწინებს. ამ სფეროში ბევრ საკითხზე ჯერ შეთანხმება არ არის მიღწეული.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები