ფსიქოლოგიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენლებმა პროფესორ მარინა ჩიტაშვილის მხარდამჭერი პეტიცია შექმნეს
ფსიქოლოგიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენლები ოცნების პრემიერის, ირაკლი კობახიძისა და ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მხრიდან პროფესორ მარინა ჩიტაშვილისადმი გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმაურებიან.
მათ მხარდამჭერი პეტიცია შექმნეს, სადაც აღნიშნულია, რომ ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტები პროფესორ მარინე ჩიტაშვილის მიმართ უპირობო მხარდაჭერას გამოხატავენ.
"ჩვენ, ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტები, გამოვხატავთ უპირობო მხარდაჭერას ფსიქოლოგიის დარგის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენლის, პროფესორ მარინე ჩიტაშვილის მიმართ, რომელიც უკანასკნელ დღეებში მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე გახდა.
მარინე ჩიტაშვილი მრავალი წელია წარმოადგენს ფსიქოლოგიისა და სოციალური მეცნიერებების განვითარებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურას (მეტრს) საქართველოში. მისი აკადემიური და პროფესიული საქმიანობა ყოველთვის გამოირჩეოდა ეთიკის, დამოუკიდებლობისა და კრიტიკული აზროვნების მაღალი სტანდარტებით.
საქართველოს პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, რომლებიც პროფესორ ჩიტაშვილს "რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტად" წარმოაჩენენ, წარმოადგენს საგანგაშო საფრთხეს — საუნივერსიტეტო და აკადემიური სფერო მოექცეს პოლიტიკური დაპირისპირებების ქვეშ", — წერია პეტიციის აღწერაში.
განცხადებაში ასევე წერია, რომ პროფესორ ჩიტაშვილის დისკრედიტაციის მცდელობა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი უსამართლობა არ არის — ეს აკადემიური თავისუფლების, კრიტიკული აზროვნების და პროფესიული ავტონომიის დასუსტების მცდელობაა. ფსიქოლოგიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო მოუწოდებს ყველა პროფესიულ და აკადემიურ საზოგადოებას, დაიცვან ის ღირებულებები, რომლებზეც დგას მათი პროფესია — თავისუფლება, სამართლიანობა და პიროვნული კეთილდღეობა.
"მიგვაჩნია, რომ პროფესორ ჩიტაშვილის დისკრედიტაციის მცდელობა არის არამხოლოდ კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ მიმართული უსამართლობა, არამედ მცდელობა, დაასუსტონ აკადემიური თავისუფლება, კრიტიკული აზროვნება და პროფესიული ავტონომია.
ფსიქოლოგიის სფერო ემყარება ადამიანის ღირსების პატივისცემას, ემპათიას და სამართლიანობას. ამიტომ ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს ამ პრინციპებს, მათ შორის — პოლიტიკური ანგარიშსწორება ან მიზანმიმართული კამპანია ჩვენს კოლეგაზე.
ჩვენ ვუცხადებთ მხარდაჭერას მარინე ჩიტაშვილს, ვუერთდებით მის ღირსეულ პოზიციას და მოვუწოდებთ ყველა პროფესიულ და აკადემიურ საზოგადოებას, დაიცვან ის ღირებულებები, რომლებზეც დგას ჩვენი პროფესია — თავისუფლება, სამართლიანობა და პიროვნული კეთილდღეობა.
ფსიქოლოგიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო, რომელიც დაფუძნებულია ცნობიერების, ემპათიისა და პასუხისმგებლობის პრინციპებზე, ვერ დარჩება გულგრილი ასეთი საჯარო ცილისწამებისა და ღირსების შელახვის მცდელობის წინაშე.
ჩვენ ვდგავართ მის გვერდით როგორც კოლეგები, როგორც მეცნიერები და როგორც ადამიანები, ვინც იცის, რომ სიბნელეს მხოლოდ განათლებით ებრძვიან.
ღირსება", — წერია პეტიციის აღწერაში.
შეგახსენებთ, რომ "პირველ არხის" ეთერში ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ფსიქოლოგ მარინა ჩიტაშვილს "რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი პროპაგანდისტი" უწოდა.
ქართული ოცნების პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე, ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტის დასმული კითხვის საპასუხოდ, თსუ-ის პროფესორ მარინა ჩიტაშვილზე საუბრისას თქვა, რომ საუნივერსიტეტო სისტემაში "ძალიან მძიმე, ტრაგიკული მდგომარეობაა".
"ტრაგიკული მდგომარეობაა ჩვენს საუნივერსიტეტო სისტემაში, რაც ძალიან მძიმეა. როგორ შეიძლება, ასეთი ადამიანები ასწავლიდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თუმცა, მინდა შეგახსენოთ, რომ თავის დროზე, როცა იყო ჩამოყალიბებული ავტორიტარული სისტემა, 2004-2012 წლებში ბოლომდე შეაღწია მაშინდელმა ავტორიტარულმა მმართველობამ უნივერსიტეტებში, მათ შორის თსუ-შიც.
მათ შორის, საკადრო საკითხებს ალაგებდა პირდაპირ მაშინდელი ავტორიტარული მმართველობა და ამის გამოძახილია, რომ მრავლად არიან დღესაც ასეთი ადამიანები უნივერსიტეტში, მათ შორის, სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. ეს არის ტრაგიკული მოვლენა", — თქვა კობახიძემ.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები