ირაკლი შაიშმელაშვილი: ამ ეტაპზე პრობლემებს და შეცდომებს საკუთარ თავში ვეძებ და სხვას ტალახს არ ვესვრი
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილი 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ის "ისეთივე მხარდამჭერი იყო პროცესების, როგორც იქ მდგომი ნებისმიერი მოქალაქე და არა ორგანიზატორი". შაიშმელაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ "ამ ეტაპზე პრობლემებს და შეცდომებს საკუთარ თავში ვეძებ და სხვას ტალახს არ ესვრის".
"წინასიტყვაობის გარეშე,
1) მე ისეთივე მხარდამჭერი ვიყავი პროცესების, როგორც იქ მდგომი ნებისმიერი მოქალაქე და არა ორგანიზატორი;
2) რჩევა თუ რეკომენდაცია, რომელიც ვინმესთვის მიმიცია, იგივე არაერთხელ მაქვს საჯაროდ ნათქვამი. იატაკქვეშეთში არაფერს არ ვაკეთებდი;
3) სად იყვნენ შსს-ს თანამშრომლები? იქ, სადაც მათი ფუნქცია და ამოცანა მოითხოვდა. მშვიდობიანი აქციის დაშლა შსს-ს არ დაუწყია, მიუხედავად იმისა, რამდენად ვართ გაბრაზებულები მათზე;
4) აქცია დაგეგმილი იყო კონსტრუქციულ რეჟიმში: "საზოგადოების სხვადასხვა ფენების კონსოლიდირება უნდა მომხდარიყო, ერთიანობა და შეთანხმებულიყო, როგორ, რა გზებითა და მეთოდებით განხორციელებულიყო მიტაცებული ქვეყნის დაბრუნება". ამ პირობებში, თუ ვინმე მშვიდობიანი აქციის დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებდა, არა მხოლოდ გდდ-ს, არამედ შსს-ს სხვა თანამშრომლებიც ქართველი ხალხის მხარეს დადგებოდნენ - თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა;
5) ახლა რატომ არ მოდიან შსს-დან თანამშრომლები, ვინც მე მთხოვთ ამაზე პასუხს, არაადეკვატურები ხართ, ამაზე როგორ გაგცეთ პასუხი;
6) არც ორგანიზატორების და არც სხვადასხვა საორგანიზაციო ჯგუფების მოქმედებას ვერ და არ შევაფასებ. ამის არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ მაქვს. ვწუხვარ, განვიცდი და ვბრაზობ მხოლოდ იმაზე, რომ დააკავეს ადამიანები და დაკავებების სერიას გააგრძელებს ბორია.
7) მაქვს კითხვები — რა მოხდა, რატომ მოხდა და ა.შ.? ბუნებრივია, მაქვს, და ვცდილობ გავიგო, ამოვხსნა, ოღონდ არავის შეურაცხყოფის ხარჯზე. ამ ეტაპზე პრობლემებს და შეცდომებს საკუთარ თავში ვეძებ და სხვას ტალახს არ ვესვრი;
8 ) ისე, როგორც იქ მდგომმა რიგითმა ადამიანმაც, მეც ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ვეხმარებოდი პროცესს, რაც შემეძლო ვაკეთებდი და ასე გაგრძელდება მომავალშიც;
9) ჩემთვის ეს ბრძოლა ახლა არ დაწყებულა და მით უფრო ამით არ დასრულებულა. ისევ ისე გავაგრძელებ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად.
P.S. არც სტატუსები წამიშლია და არც გვერდი გამიუქმებია, ქოცალა ტროლების შემოტევა იყო და გადავიყვანე მხოლოდ მეგობრებისთვის.
დანარჩენს დრო გვიჩვენებს და მჯერა ყველა კითხვაზე იქნება გაცემული პასუხი და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გადავრჩებით", — წერს შაიშმელაშვილი.
22 სექტემბერს ირაკლი შაიშმელაშვილმა და ემიგრაციაში მყოფმა ვეტერანებმა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს საგანგებო განცხადებით მიმართეს და მოუწოდეს, "წამოვიდნენ და წამოიღონ თავიანთი წილი ღირსება" და "ემსახურონ საქართველოს".
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები