ბესარიონ ალავიძის მიერ ზეწოლაში დადანაშაულებული მურუსიძე, გვრიტიშვილი და როინიშვილი ბრალდებებს უარყოფენ
2 ოქტომბერს, უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ "ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, რომ აქვს პირდაპირი მტკიცებულება, "რომელიც ადასტურებს, რომ სასამართლო კლანი ურჩევს მოსამართლეს საქმეს და ასახულია სქემა, როგორ ხდება მოსამართლეების დანიშვნა, წინასწარ გარიგება და ვაჭრობა".
ბესარიონ ალავიძე მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრისას ასახელებს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ დიმიტრი გვრიტიშვილს და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ვასილ როინიშვილს.
ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს ყოფილი წევრის, ბესარიონ ალავიძის "მთავარი მიზანი უცხოეთში თავშესაფრის მიღებაა" და ის, რასაც ის ამბობს აბსურდია. ამის შესახებ მან "ფორმულას" ჟურნალისტთან საუბრისას თქვა.
"მისი მთავარი მიზანი ყოფილა, რომ უცხოეთში მიეღო თავშესაფარი, ხო? ისეთი აბსურდული თემა არის — რაზე უნდა ვილაპარაკო? ეს არის განაწყენებული ადამიანი, რომელიც უზენაეს სასამართლოში რომ ვერ დარჩა მოსამართლედ, შესაბამისად, თუ რამე მტკიცებულებები აქვს წარმოადგინოს.
12-13 წელია საერთოდ არ გვქონია კონტაქტი — საერთოდ არ შევხვედრილვართ და საერთოდ არავითარი შეხება მასთან არ მქონია. რამე მტკიცებულება თუ აქვს წარმოადგინოს. ვერავითარი მტკიცებულება ვერ ექნება. მერე როგორ აბსურდულ რაღაცებს იძახის — ქალბატონებს აბრალებს, რაღაც ოთახში ჩამკეტესო, ტელეფონი არ მქონდა მობილური ვერ დავრეკეო. ქსელის ტელეფონიდან დაგერეკა რომ ეუბნებიან — არაო, ახლა ვერ დავრეკავდიო. აი, ათას რაღაცას ტყუილ და აბსურდულ რამეს ლაპარაკობს", — განაცხადა მურუსიძემ სატელეფონო ინტერვიუში "ფორმულასთან".
ჟურნალისტის კითხვაზე — შედგა თუ არა შეხვედრა მასსა და ალავიძეს შორის თბილისის ერთ-ერთ კაფეში, სადაც ალავიძე მეტალურგიული ქარხნის საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს, მურუსიძე პასუხობს: "რა, საბარგულში ჩავტენე, მისი ნების გარეშე წავიყვანე?"
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, — "ანუ კაფეში შეხვედრა შედგა, ამას ამბობთ თქვენც?", მურუსიძე აცხადებს, რომ "არა, ის არაფერს ამბობს".
"რა კაფეში? არა, არა მე არაფერს არ ვამბობ. ქირურგთან ვიყავი შეთანხმებულიო, ოპერაცია უნდა გამეკეთებინაო. თქვენ წარმოგიდგენიათ საქართველოში რომელიმე ქირურგი, რომ უთხრა: ერთი მოდი თუ შეიძლება, ოპერაცია გამიკეთე. არაფერი არ მჭირს, მაგრამ ოპერაცია გამიკეთეო.
[…] რა ზეწოლის გამო? ჯერ ეს ერთი, ოპერაციის გაკეთება როდის ყოფილა საქმის აცილების საფუძველი? გაიკეთე ოპერაცია, გამოდი და განიხილე საქმე, ხო? რუსთავი 2-ის საქმეს მე მოვაწერე ხელი? რაებს მელაპარაკებით.
[…] კაი, რომელი იძულებით მოხდა? სტრასბურგის გადაწყვეტილებამ ძალაში დატოვა. რას ნიშნავს? აი, ჩემი იძულებით რაღაცას ხელს აწერ — მოსამართლე ხარ, ხო? ერთი კითხვა რატომ არ დაუსვეს, რომ თუ რაღაცაზე წინააღმდეგი იყავი, რატომ მოაწერე ხელი? ვინ შეაშინა? სამი წლის უკან განაცხადა ეს და ერთი ღერი თმა ჩამოვარდა? სამი წლის წინანდელ ამბავს მეუბნებით. სამი წლის დროინდელ ამბავზე მელაპარაკებით. სამი წელი თბილისში დადიოდა. საერთოდ შევხვედრილვარ? გადავყრილვარ? არჩევნები, რომ არის, უბრალოდ, დაგჭირდათ ხო და შესაბამისად, ეს თემა წამოვიდა წინ", — აცხადებს ლევან მურუსიძე "ფორმულასთან" (სტილი დაცულია).
ჟურნალისტის კითხვაზე, "ლაგდება თუ არა ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საქმეები სასამართლო სისტემაში”, ლევან მურუსიძე პასუხობს, რომ "ქართული ოცნების მმართველობის პირობებში სასამართლო გახდა დამოუკიდებელი".
ჟურნალისტის კითხვაზე, მეტალურგიული ქარხნის საქმესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდით თუ არა ლევან მურუსიძესთან ერთად კაფეში მოსამართლე ვასილ როინიშვილიც, როინიშვილი პასუხობს, რომ "ზღაპრებზე კომენტარს არ გააკეთებს".
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი კი აცხადებს, რომ ბესარიონ ალავიძის განცხადებები "აბსურდი და უსინდისო ცილისწამებაა".
"მტკიცებულებები რომ ჰქონდეს ამ ადამიანს, უკვე 4 წელია ამას ლაპარაკობს. 2021 წლის ბოლოდან მე-4 წელია ამას ლაპარაკობს. რამე რომ იყოს ბუნებაში, რა თქმა უნდა, ის წარმოადგენდა. ყველაფერი ეს მიმართული არის პოლიტიკური თავშესაფრის მიღებისკენ. ადამიანი თუ მოწოდებულია, რომ ამხილოს სისტემა, მაშინ ის შიგნით უნდა იყოს, ხომ? რამდენიმე წლის განმავლობაში ამ მტკიცებულებებზე მითითების მიუხედავად, ის ამ მტკიცებულებებს არ წარმოადგენს. იმიტომ, რომ ბუნებაში არ არსებობს.
მისივე თქმით, “საქმეები სასამართლოში არ ლაგდება, საქმეები იხილება. სასამართლოში მართლმსაჯულება ხორციელდება კონსტიტუციით და კანონმდებლობის განუყრელი დაცვით, მისი კოლეგების მხრიდან კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის პრინციპების დაცვით", — განაცხადა გვრიტიშვილმა "ფორმულასთან" საუბრისას.
ცნობისათვის, 2 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა 2022 წლით დათარიღებული ვიდეოჩანაწერი, სადაც უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე მასზე და სხვა მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს და ე.წ. სასამართლო კლანსა და მის წევრებს ასახელებს.
ჩანაწერში, რომელიც საია-ს ოფისშია ჩაწერილი, ყოფილი მოსამართლე "რუსთავი 2-ის", მეტალურგიული ქარხნის, თბილავიამშენის და სხვა გახმაურებულ საქმეებზე საუბრობს. ჩანაწერის საია-ში ჩაწერა დაადასტურა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები