"ჩემს მეუღლეს და მით უმეტეს, ირაკლი ზარქუას არანაირი კავშირი არ აქვს ამ ტენდერებთან!" — ნინი ზარქუა ₾9 მლნ-იანი ტენდერების საქმეზე
30 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს 2 პირი, რომლებმაც 2023 წელს შპს "ლაგი კაპიტალის" მეშვეობით გაიმარჯვეს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ 11 ტენდერში, რაც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა და 2023 წლიდან არც ერთის რეაბილიტაცია არ დასრულებულა. ამას გარდა, ბრალდებულებმა ხელშეკრულება დაარღვიეს და გორის მუნიციპალიტეტში 3 სკოლიდან არც ერთი ააშენეს.
"ნოდარ მელაძის შაბათის" ინფორმაციით, 2015 წელს კომპანია "ლაგი კაპიტალის" 50%-იანი წილის მფლობელი ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ზარქუას და — ნინი ზარქუა იყო. 2022 წელს აღნიშნული წილის მფლობელი ზარქუას მეუღლე, ალექსანდრე ამისულაშვილი გახდა.
დღეს, ნინი ზარქუა საბავშვო ბაღების ტენდერებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ზარქუას განცხადებით, მისმა მეუღლემ ალექსანდრე ამისულაშვილმა წლების წინ გაასხვისა აღნიშნული კომპანია და მის ოჯახის წევრებს არანაირი კავშირი არ აქვთ მომხდართან. მისივე თქმით, სკეპტიკურად განწყობილ ხალხს "შეუძლიათ დაკავებულების ჩვენებებიც ნახონ".
"მინდა გამოვეხმაურო ნაცჟურნალისტების მიერ შეთხზულ სიცრუეს. გასაგებია არჩევნებია და ისევ გინდათ ჩემი ძმის მიმართ შავი პიარის აგორება და ამიტომაც ჩემს მეუღლეს და ზოგადად ჩვენს ოჯახს იყენებთ! თუმცა არ მინდა თქვენი მაყურებელი შევიდეს შეცდომაში და ამიტომაც ვხსნი...
ჩემს მეუღლეს და მით უმეტეს, ირაკლი ზარქუას არანაირი კავშირი არ აქვს ამ ტენდერებთან! ეს კომპანია "ლაგი კაპიტალი"არის გასხვისებული( გაყიდული) 2 ან 3 წლის წინ ზუსტად არც მახსოვს, შემდგომ, ახალმა მფლობელებმა რაც ჩაიდინეს არანაირ კავშირში არაა ალექსანდრე ამისულაშვილთან! მეტსაც გეტყვით საერთოდ სახეზეც კი არ იცის ეს პიროვნებები!გამოძიება დაადგენს ყველას დანაშაულს და შესაბამისი პასუხიც გაეცემათ იმისთვის რაც ჩაიდინეს, თუმცა ვაი ჟურნალისტებს მოუწევთ ბოდიშის მოხდა ჩემი ოჯახისთვის, რომლებიც სიცრუეს ავრცელებენ და მაყურებელი შეჰყავთ შეცდომაში!
P.S ხოლო სკეპტიკოსებს შეგიძლიათ ჩვენებებიც ნახოთ დაკავებულების და კიდევ უფრო მიხვდებით,რომ ჩემი ოჯახი ამ თემასთან საერთოდ არ არის კავშირში!", — წერს ნინო ზარქუა.
საბავშვო ბაღების ტენდერების საქმესთან ირაკლი ზარქუასა და მისი სიძის კავშირებზე დღეს ჟურნალისტებმა კახა კალაძეს დაუსვეს კითხვა. თბილისის მერმა უარყო ოცნების დეპუტატისა და მისი სიძის კავშირი კორუფციასთან და აღნიშნა, რომ "კომპანია წლების წინ იყო გასხვისებული".
"არანაირი კავშირი არ აქვს ზარქუას სიძეს ამ კომპანიასთან. წლების წლინ ეს კომპანია გასხვისებული იყო და კერძო საკუთრებაში არის. აღნიშნული კომპანია სხვა პიროვნების არის, წლების წინ იყო გასხვისებული," — თქვა კალაძემ.
პარტია ახალის წევრი ბესო დონაძე აქვეყნებს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, 2023 წელს ალექსანდრე ამისულაშვილმა კომპანიაში თავისი წილი კი არ გაყიდა და გაასხვისა, არამედ ია რამიშვილს უსასყიდლოდ გადასცა.
დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელმა ალექსანდრე ამისულაშვილმა და 25-25%-იანი წილების მფლობელებმა — ლაშა გრიგალავამ და გიორგი ლომიტაშვილმა "სრულიად უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით" გადასცეს კომპანია ია რამიშვილს, რამაც ის კომპანიის 100% მფლობელი და დირექტორი გახადა.
ფოტო: ბესო დონაძე/FB
"ქალბატონო ნინი, ნუ გვატყუებთ, კომპანია არ გაგიყიდიათ, აჩუქეთ ია რამიშვილს. როგორ იპოვეთ ია რამიშვილი? საჯაროდ გამოაცხადეთ გავაჩუქებთ კომპანიასო? მტკიცებულება თან ერთვის.
პ.ს. "სახეზეც არ იცის" დოკუმენტებში არ არის მინდობილობები რაც იმას ნიშნავს რომ გადაფორმების დროს ყველა ადგილზე იყო," — წერს დონაძე.
შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9 365 801 ლარს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა და 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები