ასეთი აწეული ტონით საუბარს ქართველ ჟურნალისტებთან არ კადრულობს არავინ, მე მოვუწოდებ, ტონს დაუწიოს — შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკის
"ასეთი აწეული ტონით საუბარს ქართველ ჟურნალისტებთან არ კადრულობს არავინ, მე მოვუწოდებ, ტონს დაუწიოს", — განაცხადა "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სამთავრობო ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ.
ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტის უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ, როგორც თავად აცხადებენ, "ქრონიკამ" 2 კვირის წინ გაგზავნა კითხვა ევროკავშირის ელჩისა და აქტივისტ ანანო ცინცაბაძის ერთობლივ ფოტოსთან დაკავშირებით, რაზეც პასუხი არ მიუღიათ.
"მე ვნახე ეს და არ ვიცი, რა დღეში ჰქონია ნერვები ევროკავშირის ელჩს, გასაკვირია პირდაპირ. ერთადერთი, რომ ვისურვებდი, რომ მან შესაბამის ტონში ისაუბროს ჟურნალისტებთან. და ეს ტონი, ასეთი აწეული ტონი საუბრისა ქართველ ჟურნალისტებთან, ამას არ კადრულობს არავინ, მიუხედავად კრიტიკული კითხვებისა, მიუხედავად ადევნებისა. ამას რომ ევროკავშირის ელჩი კადრულობს, რომ ასეთი ტონით ესაუბროს ქართველ ჟურნალისტს, მიუღებელია და მე მოვუწოდებ, ტონს დაუწიოს" — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამ საკითხზე პაველ ჰერჩინსკის კომენტარს ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს:
"ეს კონკრეტული ქალბატონი, რომელზეც მეკითხებით იქ იყო. მთხოვა მასთან ფოტოსურათი გადამეღო. მე იმ დღეს ათობით თუ ასობით ფოტო გადავიღე სხვადასხვა ადამიანთან. შემდეგ თქვენ ამას დიდი ამბავი მოაყოლეთ. მე მოვიძიე ინფორმაცია, ასევე ვნახე ის, რაც თქვენ მოიკვლიეთ. ეს კონკრეტული ქალბატონი დასაქმებულია პოლონეთის სოლიდარობის ფონდის მიერ. ეს ორგანიზაცია პარტნიორობს ჩვენთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად, ამ შესანიშნავ ამბიციურ პროექტში, რომ ვაი-ფაი მივაწოდოთ მთის სოფლებს. ეს ქალი მე პირველად ვნახე. როგორც მესმის აქტივისტია. ჩემთვის დიდი პრივილეგიაა, რომ მასთან ერთად ვაი-ფაის პუნქტი გავხსენი. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.
მსურს კეთილსინდისიერად გთხოვოთ, რომ ნუ დამდევთ, ნუ დამყვებით და თავს ნუ დამესხმებით. ეს შესანიშნავი იქნება, მითუმეტეს ახლა, როცა ძალიან დაძაბული გარემოა საქართველოში 4 ოქტომბრის არჩევნებამდე. არ მსურს, რომ საარჩევნო კამპანიაში ჩათრეული აღმოვჩნდე. იმედია ამომწურავი პასუხი გაგეცით.
[…] "ევროკავშირის დელეგაცია ჩემი თავმჯდომარეობით ყოველთვის გპასუხობთ კითხვებზე, რომლებიც გულწრფელი კითხვებია. თუკი მიგზავნით კითხვას: "ბატონო ელჩო, რატომ ხართ სპილო?“, ასეთ კითხვებზე პასუხს არ გაგცემთ", — განაცხადა ჰერჩინსკიმ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები