ირაკლი კობახიძე: სწორედ, ერეკლე მეორის დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას შენარჩუნებული აქვს თავისი რელიგიური და ეროვნული იდენტობა
"სწორედ, ერეკლე მეორის დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას შენარჩუნებული აქვს თავისი რელიგიური და ეროვნული იდენტობა", — ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერეკლე მეორის ძეგლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ერეკლე მეორე იყო პატრიოტიზმისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლო და ხელისუფლების ვალია, სათანადო პატივის მიგება საქართველოს ამ გამორჩეული მეფისთვის.
"სწორედ, ერეკლე მეორის დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას შენარჩუნებული აქვს თავისი რელიგიური და ეროვნული იდენტობა. სწორედ, ერეკლე მეორის სიბრძნემ მოგვცა ჩვენ ამის შესაძლებლობა და ამისათვის ჩვენ განსაკუთრებული პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს გამორჩეულ მეფეს - დღევანდელი დღე, სწორედ, ამის გამოხატულებაა. ის არის პატრიოტიზმის ნამდვილი სიმბოლო, პრაგმატულობის, პრაგმატიზმის, სამშობლოს სიყვარულის ნამდვილი სიმბოლო და მან მოგვცა მაგალითი, რომლითაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიხელმძღვანელოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობა იყო სათანადო პატივის მიგება ჩვენს დედაქალაქში ერეკლე მეორისთვის, ჩვენი გამორჩეულად საყვარელი მეფისთვის და ამ ძეგლის გახსნა არის, რა თქმა უნდა, ამ პატივისცემის განსაკუთრებული გამოხატულება. ეს არის ძეგლი, რომელიც გამორჩეული ქართველი მოქანდაკის, მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით არის შექმნილი და ეს ძეგლი დაამშვენებს ჩვენს დედაქალაქს. ასევე მინდა, მოგილოცოთ განახლებული სკვერის გახსნა, გამწვანებული სივრცის გახსნა, ყველას გახსოვთ, რომ ფუნქცია ჰქონდა დაკარგული ამ სივრცეს და ეს სკვერი იქცევა დასვენების ადგილად ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, არამხოლოდ ამ უბნის მცხოვრებლებისთვის, არამედ ყველა თბილისელისთვის. ვფიქრობ, ეს სივრცე, ერეკლე მეორის ძეგლით, იქნება ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილი. ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ფესვებს. ქვეყანა, რომელიც არ უფრთხილდება საკუთარ ფესვებს, ვერასდროს შექმნის ღირსეულ მომავალს. ჩვენს დედაქალაქს სჭირდება შემდგომი გალამაზება, გამწვანება, განვითარება და დღევანდელი დღეც არის ზუსტად დედაქალაქზე ზრუნვის გამოხატულება და ამისათვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის თბილისის მერს, კახა კალაძეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ერეკლე მეორის ძეგლი იქნება კიდევ ერთი სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ და ვუფრთხილდებით ჩვენს ეროვნულ იდენტობას, ჩვენს ფესვებსა და ისტორიას", — განაცხადა ირაკლი კობახიძე.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები