ანტიკორუფციული ბიუროსგან სპეციალური წერილი "კავკასიურმა სახლმაც" მიიღო
რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროსგან სპეციალური წერილი "კავკასიურმა სახლმაც" მიიღო. ორგანიზაციის მიერ გუშინ, 22 სექტემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, უწყებამ მათგან დონორებთან გაფორმებული კონტრაქტების და შრომის ხელშეკრულებების წარდგენა მოითხოვა.
"კავკასიური სახლის" შეფასებით, ოცნების ხელისუფლება ცდილობს შეზღუდოს და შეავიწროვოს ყველა ის ჯგუფი, რომელიც საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას შეეწინააღმდეგება.
"22 სექტემბერს, ორშაბათს "კავკასიურმა სახლმაც" მიიღო სპეციალური წერილი ანტიკორუფციული ბიუროდან. სახელმწიფო უწყება ჩვენგან ითხოვს მრავალი დოკუმენტის გადაგზავნას. ბიუროში უნდა წარვადგინოთ კავკასიურ სახლსა და დონორ ორგანიზაციებს შორის გაფორმებული კონტრაქტები, აღნიშნული კონტრაქტების ეგიდით მომზადებული შრომის ხელშეკრულებები და შესყიდვების ამსახველი დოკუმენტაცია.
"კავკასიური სახლი" საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე ძველი საზოგადოებრივი ინსტიტუტია. 1999 წლიდან გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსი. არსებობის მრავალი ათეული წლის განმავლობაში არასდროს არაფერი გვქონია დასამალი, აუდიტის დასკვნებს ყოველწლიურად ვასაჯაროებთ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ უპირობოდ ვემხრობით გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების დემოკრატიულ პრინციპებს.
თუმცა, კვლავინდებურად ვფიქრობთ, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ხელისუფლების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგულირების მიზნით შექმნილი კანონების ამოცანა გამჭვირვალობის უზრუნველყოფა არ არის.
ხელისუფლება ცდილობს შეზღუდოს და შეავიწროვოს, სამშობლოს მოღალატედ და უცხოეთის აგენტად გამოაცხადოს ყველა ის ჯგუფი, რომელიც საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებასა და ავტორიტარულ ტენდენციებს შეეწინააღმდეგება, გააპროტესტებს ყოველდღიურობის ნაწილად ქცეულ ძალადობასა და რეპრესიებს.
ჩვენს გაოცებასა და საშინელი უსამართლობის განცდას იწვევს ისიც, რომ კორუფციაში ჩაფლული ქვეყნის (თავდაცვის სამინისტროს სკანდალი, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტის გათეთრების საქმე) ანტიკორუფციული ბიურო თავის დროსა და რესურსებს ხარჯავს "კავკასიური სახლის" მსგავსი, ხელმოკლე კულტურულ-საგანმანათლებლო, სამშვიდობო და გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ფინანსების მიკროსკოპული სიზუსტით შემოწმებაში.
მოვუწოდებთ "კავკასიური სახლის" მეგობართა კლუბის წევრებს და ჩვენს გულშემატკივრებს ყურადღებით მიადევნონ თვალი ჩვენს ორგანიზაციასა და ანტიკორუფციულ ბიუროს შორის ურთიერთობების განვითარებას.
სამწუხაროდ, ნებისმიერ დროს შეიძლება დაგვჭირდეს თქვენი თანადგომა." — აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ანტიკორუფციულმა ბიურომ 30 არასამთავრობო მათ შორის ხელმომწერი ორგანიზაციების, წინააღმდეგ კანონის აღსრულების ახალი ტალღა დაიწყო. ორგანიზაციების საერთო განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 სექტემბერს გამოსცა ბრძანება ცხრა ორგანიზაციასთან მიმართებით და ორგანიზაციები დაავალდებულა ბიუროს მიაწოდონ საქმიანობასთან დაკავშირებული მოცულობითი ინფორმაცია.
NGO-ების განცხადებით, "ბიუროს წერილში და არც სასამართლოს ბრძანებაში არ არის მითითებული, კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით დგინდება ორგანიზაციების მიერ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით კანონით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა/დარღვევა".
არასამთავრობოების განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 8 სექტემბრის შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მიიღეს რაჟდენ კუპრაშვილის წერილები, რომელშიც მოთხოვნილია ორგანიზაციებისგან 2025 წლის 16 აპრილის შემდეგ პერიოდში მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კატეგორიის მოცულობით ინფორმაციას.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები